გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
Oct 5 2012, 17:20
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 |
14 ოქტომბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია (GASA) წარმოგიდგენთ შეჯიბრს სამოყვარულო რალის სახეობაში...
თუ გიყვარს ავტომანქანა, გსურს მოგზაურობა, გიზიდავს ახალი შეგრძნებები და გამოცდილება, ეძებ ექსტრიმს და გინდა გაიფართოვო სამეგობრო წრე, მაშინ მოყვარულთა რალი ზუსტად ის არის , სადაც თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ ყოველივე ეს. დასძლიე საკუთარი გაუბედავობა, ჩაერთე სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში, რომელიც საშუალებას მოგცემს გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები და აიმაღლო მანქანის ფლობის ოსტატობა. მოყვარულთა ავტო შეჯიბრში პერმანენტული მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ ნელ-ნელა გადახვიდეთ პროფესიონალურ ლიგაში. მათთვის ვინც გადაწყვეტს, რომ ჩეართოს სპორტის ამ სახეობაში, განგიმარტავთ თუ ზოგადად რას წარმოადგენს მოყვარულთა რალი: რალის ამ სახეობაში მონაწილეობისათვის არ არის აუცილებელი გყავდეთ განსაკუთრებული მარკის ან სპორტული მანქანა. მონაწილეობა დასაშვებია ნებისმიერი გამართულ მდგომარეობაში მყოფი მანქანით, სასურველია არ იყოს ძალიან დაბალი როგორიცაა ე.წ. "ლოურაიდერი"(LowRider). ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს ორი წევრისაგან - მძღოლი (პილოტი) , რომელიც მართავს ავტომობილს და შტურმანი, რომელიც ლეგენდის მიხედვით კარნახობს პილოტს გზის მიმართულებასა და გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე დასაშვებ სიჩქარეს. რალის დისტანცია შედგება, როგორც ჩვეულებრივი საერთო სარგებლობის გზის მონაკვეთებისაგან, ასევე მინდვრის და მოხრეშილი გზებისაგან, რომელებიც წინასწარ არის შერჩეული საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. ამ გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოცემულია ცალკეული საშუალო სიჩქარეები , რომელიც აღნიშნულია შეჯიბრის ლეგენდაში. ლეგენდა ეს არის წინასწარ შედგენილი სამარშრუტო წიგნი, რომელშიც სპეციალური სიმბოლოებით მითითებულია გზის მიმართულება და მოცემულია დასაშვები სიჩქარეები ( გზის სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვა სიჩქარე) . გარდა მოცემული საერთო სარგებლობის გზებისა, მონაწილეებს მოუწევთ ე.წ. სპეციაულური მონაკვეთების გავლა, რომლებიც წარმოადგენს მარშრუტზე გადაკეტილ გზის მონაკვეთს (უცხო მანქანებისათვის), სადაც მონაწილე ვალდებულია გაიაროს შესაძლებელი მაქსიმალური სიჩქარით და შეძლებისდაგვარად დაფაროს იგი მინიმალურ დროში. ეს არის მოკლე მიმოხილვა მოყვარულთა რალის ირგვლივ. დაინტერესებისა და მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში იხილეთ მოცემული ბმულები: • მონაწილის სახელმძღვანელო. • შეჯიბრის კერძო რეგლამენტი. • შეჯიბრის პროგრამა • კილომეტრაჟის ტარირება (გასწორება) გისურვებთ წარმატებას! |
|
|
|
![]() |
Oct 9 2012, 08:56
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,322 რეგისტრ.: 23-May 09 მომხმარებელი № 116 |
crimson
ციტატა(crimson @ 9th October 2012 - 08:50) [snapback]429483[/snapback] მე ჩემი უტურბინო ფორიკათუ გამოვდივარ, შტურმანი მჭირდება ვაა შენც კოტე. როგორც ჩანს ბევრი გადის ჩვენგან კარგია. |
|
|
|
NetDevil მოყვარულთა რალი - 14 ოქტომბერი 2012 Oct 5 2012, 17:20
AnDreee ვეძებ გამოცდილ შტუ... Oct 8 2012, 22:05
datoxachi კუბლიჩ გაემზადეეე... Oct 8 2012, 22:53
nika შევერკინოთ? Oct 9 2012, 08:04
datoxachi nika
აბა რა ;) Oct 9 2012, 08:07
svd ვა სამოყვარულო რალ... Oct 9 2012, 08:20
nika ვიტარა "სხვალზე... Oct 9 2012, 08:33
crimson მე ჩემი უტურბინო ფ... Oct 9 2012, 08:50
svd crimson
<... Oct 13 2012, 14:25
kublicha დღეს გვაქვს პრედსტ... Oct 13 2012, 14:31
datoxachi კი დღეს საღამოს შე... Oct 13 2012, 14:33
kublicha datoxachi
რომელ საათზ... Oct 13 2012, 14:53
MEPARA წარმატებები ლომებ... Oct 14 2012, 12:17
lio რახდება? ვინ გადის ... Oct 14 2012, 12:19
NetDevil ჰე რა მოხდა დაწერე... Oct 14 2012, 17:45
Drifter_Silvia Oct 15 2012, 00:29
shako_tevzuka მე და ანდრო გავედი... Oct 15 2012, 11:32
L_D ვინები გახდნენ პრი... Oct 17 2012, 12:00
leqsoo B) Oct 17 2012, 15:37
nika რაკერ ფოტოებს არ დ... Oct 18 2012, 12:24
RACKER
datoxachi მეც ბლომად გადავიღ... Oct 25 2012, 07:51![]() ![]() |