IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ვაკუუმის პომპის დაყენება, ხომ არ იცით რომელ მანქანას აქვს მსგავსი რამ?
maxouni
გამოხმაურება Nov 5 2012, 11:26
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,778
რეგისტრ.: 21-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 38




მოგეხსენებათ რომ PCV კლაპანი საკმაოდ მნიშვნელოვანია მანქანისთვის, ანუ კარტერში დაგროვილი გაზები აუცილებლად უნდა ამოიტუმბოს ძრავიდან თორემ მერე სხვა გასასვლელს რომ ვერ პოულობს, გალოვკის საქშენებიდან გამოდის და ზეთსაც მშვენივრად მიირთმევს. როცა მატორი მუდმივად ბუსტზეა და შიგადაშიგ თუ ხდება ხოლმე გაზიდან ფეხის აშვება, რა თქმა უნდა ეს წამიერი ვაკუუმი ვერ ასწრებს კარტერში დაგროვილი წნევის მთლიანად ამოტუმბვას და შედეგად გაზაობისას ვიღებთ ზეთის ჭამას.
გარდა მისას ანტილაგის მუშაობის დროს ვაკუუმი თითქმის აღარ იქმნება კოლექტორში და შესაბამისად PCV კლაპანიც ფუნქციას კარგავს, გარდა ამისა ვაკუუმი თუ არ შეიქმნა ტორმუზიც ვაკუუმის გარეშე რჩება და ვრჩები უტორმუზოდ.
არსებობს ამ პრობლემს მოგვარების რამოდენიმე გზა, მარტო ტორმუზის საკითხი შედარებით იოლი მოსაგვარებელია, რამეთუ არსებობენ მანქანები რომლებსაც ტორმუზი სულაც არ აქვთ ვაკუუმზე (მაგალითად ფორდ სკორპიო) და ელექროამძრავი გიდრავლიკური პომპა აქვს და მინდა ანღნიშნო რომ მშვენივრად ასრულებს თავის საქმეს, ანუ ზაჟიგანია თუ გახსნილია ტორმუზი სულ კარგი აქვს და სულ არ სჭირდება ძრავის დაქოქვა.
მაგრამ ამ შემთხვევაში ისევ პრობლემად რჩება კარტერის ვენტილაციის საკითხი. კარტერის ვენტილაციისთვის ტურბინირებულ სუპერქარებში იყენებენ ვაკუუმის ელექტრო პომპებს და ვინც დააყენა სუბარუზე ყველა აღნიშნავს რომ ძალიან ეფექტურია, ეფექტურობა იამში გამოიხატება რომ ძრავი ყველაზე კარგად მუშაობს როცა კარტერში პატარა ვაკუუმია შექმნილი (-0.1 -0.2 ბარი), მაგრამ ალბათ წარმოგიდგენიათ რა ფასი ექნება ამ სუპერქარების ვაკუუმის პომპებს smile.gif ყველაზე იაფიანი კორვეტის პომპაა და 400$ ღირს ნახმარი ohmy.gif, საბენდნიეროდ ვაკუუმის პომპების არსებობა მარტო სუპერქარებით არ შემოიფარგლება. ვინაიდან დიზელის ძრავებს სუსტი ვაკუუმი აქვთ და ეს ვაკუუმი ვერ ყოფნის ტორმუზებს, ამიტომ, დიზელის ძრავებზე აყენებენ ვაკუუმის პომპებს, მაგალითად ფორდ ტრანზიტზე, ოპელ ვექტრაზე და ა.შ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ტრანზტებს და ოპელებს ეს პომპები მექანიკურები აქვს, ფორდს რემენზე და ოპელს კბილანაზე.
თუ ვინმემ იცით რომელ მანქანას აქვს ელექტრო ვაკუუმის პომპები ნუ დაიზარებთ და დაწერეთ, ამ ექსპერიმენტალური ტუნინგის ხარჯებიც და ექპერიმენტიც ჩემზეა, უბრალოდ თქვენი დახმარება მჭირდება იამში რომ მომაძებნინოთ ინფორმაცია საქართველოს დაშლილებში არსებულ რომელი მანქანებიდან რომელს აქვს ელექტრო ვაკუუმის პომპები.
გავიგე ძველ კუბიკ ვოლვოებს აქვთო, მაგრამ მაგას ვერც დაშლილს იპოვი და ვერც მოსიარულეს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
mixa
გამოხმაურება Nov 5 2012, 12:23
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,767
რეგისტრ.: 18-April 09
მომხმარებელი № 27




ესეთ რამეზეა ლაპარაკი? http://www.autoanything.com/brakes/69A3151A0A0.aspx
არაა ისეთი დიდი რო სადმე ვერ ჩაატიო. ბოლობოლო ბარდაჩოკში დააგდე smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
maxouni   ვაკუუმის პომპის დაყენება   Nov 5 2012, 11:26
bako   არ წამიკIთხვას, მაგ...   Nov 5 2012, 11:29
maxouni  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge