![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,162 რეგისტრ.: 28-August 10 მდებარ.: Tbilisi, Georgia მომხმარებელი № 1,361 ![]() |
19 იანვარი ნათლისღებაა - ყველას მოგილოცავთ, ღვთის წყალობას და ჯანმრთელობას გისურვებთ!!!
ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესია საუფლო დღესასწაულებს შორის. ამ დროს განცხადდა სამგვამოვნება წმინდა სამებისა – მამისა, ძისა და სული-წმიდისა: მამა ღმერთი სიტყვით ადასტურებდა ქრისტეს ღვთაებრიობას, ძე ღმერთი იორდანეში ნათელს იღებდა, სული-წმინდა კი გარდამოვიდოდა მტრედის სახით. სწორედ ნათლისღებისას გამოვლინდა საღვთო ბუნება იესო ქრისტესი, ამიტომ ამ დღეს ღვთისგანცხადებაც ეწოდება. ნათლისღების დღესასწაულზე ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით, რწმენით მიღებულ დიდი აიაზმის წყალს სამკურნალო ძალაც აქვს - მორწმუნეებს, ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ შეინახონ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღონ! |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,285 რეგისტრ.: 28-January 10 მდებარ.: rustavi მომხმარებელი № 765 ![]() |
გილოცავთ ბიჭებო ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს
|
|
|
![]() ![]() |