![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8 რეგისტრ.: 13-February 10 მომხმარებელი № 814 ![]() |
გუშინ მოვსრიალდი და ბარდიულს მივარტყი გვერდულად (მსუბუქად) და მაგის მერე უკანა ხიდს მითიშავს, რო ჩავაქრობ და დავქოქავ ჩვეულებრივ კვადროა და 5 მეტრში მითიშავს ისევ.. რისი ბრალი შიძლება იყოს?
|
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 53 რეგისტრ.: 1-October 09 მდებარ.: zestafoni მომხმარებელი № 436 ![]() |
გამარჯობათ ყველას.
მოკლედ ჩემი პრობლემა რაში მდგომარეობს: საკმაოდ დიდი ხანია ფორესტერი მყავს და ნამდვილად არაფერს არ შეუწუხებივარ ამ დრომდე. ეხლა კი უკანა ხიდმა გარტყმები დაიწყო ცივზე დაახლოებით 3-4 კილომეტრს ისე გადის რომ არანაირი პრობლემა არ აღენიშნება შემდეგ რომ გაავაჩერებ და დავძრავ უკანა ხიდი იწყებს გარტყმას, დაბალ სიჩქარეზე ურტყავს ანუ სავარაუდოდ როდესაც მიდის პირველით და მეორეთი. პერიოდულად სალონში ანთებს CHECK საც ოღონდ არის ხოლმე შემთხვევა რომ თვითონვე ქრება ხან კიდევ მანამდე არ ჩაქრება სანამ მანქანას არ გამოვრთავ და თავიდან არ ჩავრთავ. მოკლედ თავიდან მეგონა რომ ეს ყველაფერი გადაცემათა კოლოფის ბრალი იყო მაგრამ ხელოსანმა გადაცემათა კოლოფი არაფერ შუაში არ არისო უკანა ხიდში უნდა ეძებო პრობლემაო. ამის მერე უკანა ხიდი გამოვრთე მცველის საშუალებთ და დავტოვე მხოლოდ წინაზე და ის სიმტპომებიც დაკარგა იქნებ დამეხმაროთ ზუსტი დიაგნოზის დასმაში რო შესაბამისად მოვიქცე. უკანა ხიდის შეცვლა მინდა მთლიანად. იქნება არაა შესაცვლელი და სხვა რამეც შველის. მადლობთ წინასწარ |
|
|
![]() ![]() |