![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
17 თებერვალს, რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება სამოყვარულო წყვილთა რბოლა, 4 ეტაპიანი თასის "ზამთრის სეზონი 2012-1013"-ის ფარგლებში (მეოთხე ეტაპი).
სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდება ოთხივე ეტაპის ქულების ჯამით. კლასები დაიყოფა სტანდარტულად: AWD, FWD, RWD, ABSOLUT. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. არასრულწლოვანი პროფესიონალი მრბოლელები დაიშვებიან მოყვარულთა ჩათვლაში. მოქმედი პროფესიონალური ლიცენზიის მქონე სრულწლოვანი მონაწილეები მოხვდებიან მხოლოდ აბსოლუტ კლასში. არცერთ კლასში არ დაიშვება სპორტული(სლიკები) და ნახევრადსპორტული(ნახევრადსლ კები) აგრეთვე "ექსტრიმ-პერფორმანსი" და "ტრექ-დეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები. აბსოლუტურ კლასში დაიშვება მხოლოდ ნებისმიერი ძარიანი ავტომობილი განურჩევლად წამყვანი თვლებისა და სიმძლავრისა. ლეგენდები, კარტინგები და სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები დაიშვება როგორც დამოუკიდებელი კლასი მხოლოდ მაშინ, თუ მათი რიცხვი შეადგენს მინიმუმ 8 სატრანსპორტო საშუალებას. აბსოლუტურ კლასში მონაწილეობას მიიღებს კლასებში 1 და 2 ადგილებზე გასული მონაწილეებიც. გადასახადი მონაწილეობაზე 40 ლარი. გულშემატკივართა დასწრება უფასო! ტრასა უკვე გამზადებულია სავარჯიშოდ. რეგისტრაცია წინასწარ ტელეფონით 2307703 ან ადგილზე კლასების მიხედვით: უკანა წამყვანი თვლით აღჭურვილი ავტომობილები რეგისტრაცია 09:00 - 10:30 სტარტი 11:00 წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები რეგისტრაცია 11:30 - 13:00 სტარტი 13:30 ოთხივე წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები რეგისტრაცია 14:00 - 15:30 სტარტი 16:00 მონაწილეები გაივლიან საკვალიფიკაციო გარბენს და რბოლაში ჩაერთვება თითოეულ კლასში მხოლოდ 8 საუკეთესო დროის მქონე. საკვალიფიკაციო გარბენი შედგება 2 გარბენისგან. მონაწილე მეორე გავლას ახორციელებს პირველი გავლის დასრულებისთანავე. ორი გარბენიდან საუკეთესო დრო ჩაითვლება საკვალიფიკაციო დროდ. (ამით ვაზღვევთ მონაწილის შეცდომას). უკანა წამყვანი კლასის დასრულების შემდეგ გაიმართება შეჯიბრი დრიფტში. ვინც წყვილთა რბოლის ტრასას გაივლის დრიფტიდან გამოუსვლელად გახდება გამარჯვებული. თუ ასეთი რამდენიმე აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო ნაკლებ დროს მოანდომებს ტრასის გავლას. დრიფტის შეჯიბრზე გამარჯვებულს გადაეცემა 6ლ. სინთეთიკური ზეთი და სხვა საცხებ საპოხი მასალები რეინოლისგან. მიმდინარე ქულები: http://www.rustavi1.com/?lang=geo&act=...;pid=1355319730 p.s. ეს მარტო ზამთრის ჩემპიონატის ბოლო ეტაპია და ის ახალი 12 ეტაპიანი მერე დაიწყება. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
XRINCO ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5,687 რეგისტრ.: 28-December 09 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 669 ![]() |
გილოცავ ვანიჩკააააააა, მიაღწიე ბოლოს და ბოლოს. მაგარი გამეხარდა აი ძაააააან
|
|
|