IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> წყვილთა რბოლა - 17 თებერვალი - RIM, ზამთრის სეზონის ბოლო IV ეტაპი
NetDevil
გამოხმაურება Feb 10 2013, 21:14
გამოხმაურება #1


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




17 თებერვალს, რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება სამოყვარულო წყვილთა რბოლა, 4 ეტაპიანი თასის "ზამთრის სეზონი 2012-1013"-ის ფარგლებში (მეოთხე ეტაპი).
სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდება ოთხივე ეტაპის ქულების ჯამით.
კლასები დაიყოფა სტანდარტულად: AWD, FWD, RWD, ABSOLUT.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. არასრულწლოვანი პროფესიონალი მრბოლელები დაიშვებიან მოყვარულთა ჩათვლაში.
მოქმედი პროფესიონალური ლიცენზიის მქონე სრულწლოვანი მონაწილეები მოხვდებიან მხოლოდ აბსოლუტ კლასში.
არცერთ კლასში არ დაიშვება სპორტული(სლიკები) და ნახევრადსპორტული(ნახევრადსლ
კები) აგრეთვე "ექსტრიმ-პერფორმანსი" და "ტრექ-დეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები.
აბსოლუტურ კლასში დაიშვება მხოლოდ ნებისმიერი ძარიანი ავტომობილი განურჩევლად წამყვანი თვლებისა და სიმძლავრისა.
ლეგენდები, კარტინგები და სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები დაიშვება როგორც დამოუკიდებელი კლასი მხოლოდ მაშინ, თუ მათი რიცხვი შეადგენს მინიმუმ 8 სატრანსპორტო საშუალებას.

აბსოლუტურ კლასში მონაწილეობას მიიღებს კლასებში 1 და 2 ადგილებზე გასული მონაწილეებიც.

გადასახადი მონაწილეობაზე 40 ლარი.
გულშემატკივართა დასწრება უფასო!

ტრასა უკვე გამზადებულია სავარჯიშოდ.

რეგისტრაცია წინასწარ ტელეფონით 2307703 ან ადგილზე კლასების მიხედვით:

უკანა წამყვანი თვლით აღჭურვილი ავტომობილები
რეგისტრაცია 09:00 - 10:30
სტარტი 11:00

წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები
რეგისტრაცია 11:30 - 13:00
სტარტი 13:30

ოთხივე წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები
რეგისტრაცია 14:00 - 15:30
სტარტი 16:00

მონაწილეები გაივლიან საკვალიფიკაციო გარბენს და რბოლაში ჩაერთვება თითოეულ კლასში მხოლოდ 8 საუკეთესო დროის მქონე.

საკვალიფიკაციო გარბენი შედგება 2 გარბენისგან. მონაწილე მეორე გავლას ახორციელებს პირველი გავლის დასრულებისთანავე. ორი გარბენიდან საუკეთესო დრო ჩაითვლება საკვალიფიკაციო დროდ. (ამით ვაზღვევთ მონაწილის შეცდომას).

უკანა წამყვანი კლასის დასრულების შემდეგ გაიმართება შეჯიბრი დრიფტში. ვინც წყვილთა რბოლის ტრასას გაივლის დრიფტიდან გამოუსვლელად გახდება გამარჯვებული. თუ ასეთი რამდენიმე აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო ნაკლებ დროს მოანდომებს ტრასის გავლას.
დრიფტის შეჯიბრზე გამარჯვებულს გადაეცემა 6ლ. სინთეთიკური ზეთი და სხვა საცხებ საპოხი მასალები რეინოლისგან.


მიმდინარე ქულები:
http://www.rustavi1.com/?lang=geo&act=...;pid=1355319730


p.s. ეს მარტო ზამთრის ჩემპიონატის ბოლო ეტაპია და ის ახალი 12 ეტაპიანი მერე დაიწყება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
ANS-555
გამოხმაურება Feb 18 2013, 12:37
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,684
რეგისტრ.: 28-July 11
მდებარ.: unknown
მომხმარებელი № 2,150




გილოცავთ, სულ გამარჯვებები მოგველოცოს>>>
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
NetDevil   წყვილთა რბოლა - 17 თებერვალი - RIM   Feb 10 2013, 21:14
shalva90   წარმატებები ვანო გ...   Feb 11 2013, 00:54
Zurie   იფიფიფ :D   Feb 11 2013, 09:41
maxouni  
  Feb 17 2013, 23:39
AnDreee   ჩემი ვიდეო ნეტუ?   Feb 17 2013, 23:49
SNIKERSA   AnDreee გილოცავ   Feb 17 2013, 23:52
sti type ra   ვანო დონე ხარ იმენ...   Feb 18 2013, 07:41
ratikobaxa   ჯიიიიიგარრრი ხარ ი...   Feb 18 2013, 08:42
maxo   ორივეს გილოცავთ ლო...   Feb 18 2013, 10:15
lio   ვანიჩლა ლომი ხარ ლ...   Feb 18 2013, 13:37
NetDevil   მადლობა, გაიხარეთ...   Feb 18 2013, 14:01
aleko   2 პირველი მოსულა ტო?   Feb 18 2013, 14:57
NetDevil   კვადროში პირველ ად...   Feb 18 2013, 17:31
Zurie   ანუ მე მეორეზევარ?   Feb 18 2013, 17:32
NetDevil   Zurie დიახთ :) გილოც...   Feb 18 2013, 17:33
giorgisubaru   საღოლ საღოლ ! გილო...   Feb 18 2013, 17:39
Zurie   ვა რა მაგადიაააააა...   Feb 18 2013, 18:07
NetDevil   Zurie 17 მარტს :)   Feb 18 2013, 18:10
karoche   შეცდომაა ცხრილში, ...   Feb 18 2013, 19:12
NetDevil  
  Feb 20 2013, 09:19
NetDevil   Onboard :)
  Feb 23 2013, 16:16
suxooo   Feb 27 2013, 21:38


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge