IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> აუდიო აპარატურის შერჩევა, დამწყებთათვის
Anzor Alvarez
გამოხმაურება Oct 25 2009, 21:00
გამოხმაურება #1


Anzor Alvarez
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,652
რეგისტრ.: 4-September 09
მდებარ.: მაცივარი
მომხმარებელი № 357




დაგადავწყვიტე დამეწერა ძალიან მოკლე განმარტება დინამიკებზე გამაძლიერებლებზე და საბვუფერებზე ისე რო უბრალოდ რჩევის სახე ქონოდა, თან უბრალო მოკვდავი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე იყოს smile.gif

დავიწყოთ დინამიკებით:
პირველი პარამეტრი დინამიკების შერჩევისას არის მისი მგრძლობელობა. ეს პარამეტრი გულისხმობს დინამიკის სიხშირულ დიაპაზონს რომლის ბრეგებად გარდაქმნა შეუძლია და იზომება ჰერცებში, უბრალო მოკვდავი ადამიანის ყურს შეუძლია აღიქვას სიხშირე 20 დან 20 000 ჰერცამდე. რაც უფრო დაბალი სიხშირის იმიტირება შეუძლია დინამიკს მით უფრო ღრმა "ბასს" - წარმოქნის.

შემდეგი პარამეტრია სიმძლავრე, სიმძლავრის გასაზომად გამოიყენება ერთეული ვატი, მაგრამ სიმძლავრის გამოსაანგარიშებელი ფორმულა არის ორი, P.M.P.O და R.M.S, პირეველი ანუ პმპო სიმძლავრე გვეუბნება დინამიკის მხოლოდ პიკურ დათვირთვას, წამის მეასედში სიმძლავრე რომელიც შეუძლია დინამიკს აღიქვას ისე რო არ დაითუთქოს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ წამის მეასედში, მეორე პარამეტრი ერემესი, არის სიმძლავრე რომელზეც დინამიკი მუშაობს მუდმივი დატვირთვით, დინამიკის არჩევისიას მხოლოდ და მხოლოდ RMS სიმძლავრეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, (ამიტომაა ზოგი არტეჩის 20 კილოვატიან tongue.gif დინამიკს რო ყიდულობს და უბრალო პიონერის დინამიკი რომ უფრო ხმამაღალია)

დინამიკების ტიპები: დინაკიები არის ორი სახის კომპონენტური და კოაქსიალური,
კოაქსიალურ დინამიკები ერთი წერტილიდან ანუ დინამიკის მდებარეობის ადგილიდან გამოსცემს ხმას, და მთელ სიხშირული ზოლის არღქმა ხდება ერთი წერტილიდან, იმიტომ რომ თვითონ დინამიკზეა დამონტაჟებული ე.წ. "პიშალკი" ამ დროს საშუალო სიხშირის ბგერები ხშირ შემთვევაში იკარგება, ხოლო კომპონენტურ დინამიკებს ცალკე აქვთ დაბალი სიხშირის და მაღალი სიხშირის დინამიკები, ასევე სტანდარტულად მოყვებათ ე.წ. კროსოვერები, რომლებიც სიხშირულ ფილტრაციას ახდენენ, ანუ დინამიკში უშვებენ დაბალ სიხშირეს ხოლო ტვიტერში ე.წ. "პიშალკში" მაღალ სიხშირეს. ეს პრინციპი გაცილებით აუმჯობესებს აკუსტიკას და საშინლად ამცირებს საფულის სისქეს.

ხმის გამაძლიერებლები:
უვკე გავარკვიეთ რა განსვავებაა პიკურ და მუდმივ სიმძლავრეს შორის მაგრამ, გამაძლიერებლებში მარტო სიმძლავრე და არხების რაოდენობა არ განაპირობებს მის ავ-კარგიანობას, მაძლიერებლები ხასიათდებიან სქემის კლასების მიხედვით, ძირითადად გამოიყენება სამი კლასი (რაც გაყიდვაში შემორჩა) A, AB და D კლასის მაძლიერებლები, A კლასის მაძლიერებლებს აქვთ ყველაზე მაღალი ხარისხის ხმა, მაგრამ სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ და ოხრად სითბოს გამოყოფენ, AB კლასის მაძლიერებელი კომპრომისულია ხმის ხარსხთან შეფარდებით სამაგიეროდ, უფრო მაღალ სიმძლავრეზე მუშაობს და გადახურების პრობლემაც ნაკლებად აქვს. ხოლო თუ საჭიროა ბასისგან შუშების ჩამტვრევა იდეალური შედეგისთვის უნდა გამოვიყენოთ D კლასის გამაძლიერებელი, A და AB კლასისგან განსხვავებით მას განსხვებული ხმის გაძლიერების მექანიზმი გააჩნია.


Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Anzor Alvarez
გამოხმაურება Oct 26 2009, 16:25
გამოხმაურება #2


Anzor Alvarez
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,652
რეგისტრ.: 4-September 09
მდებარ.: მაცივარი
მომხმარებელი № 357




ვეცდები ავხსნა რა განსხვავებაა D კლასის და AB კლასის გამაძლიერებლებს შორის ოღონდ რაც შეიძლება მარტივ ენაზე, (შესაძლებელია k=Vop/Vtp -ც ავხსნა, მაგრამ არაფელს არ გვაძლევს ჩვენ ხო აწყობა არ გვინდა მარტო ყიდვა გვსურს )
ძირითადი განსხვავება ამ ორ მაძლიერებლს შორის არის მარგი ქმედების კოეფიციენტი, პრაქტიკაში D-კლასის მქკ აღემატება 90 %, როდესაც AB კლასის მაძლიერებლის მქკ შეადგენს მაქსიმუმ 78 %, შესაბამისად რაც უფრო ნაკლებია დანაკარგები მით უფრო ნაკლებია მოყწობილობის გადახურების ალბათობა (მით უფრო ნაკლები ენერგია იხარჯება სითბოს გამოყოფაზე),



მაგრამ ყველაფერს გააჩნია თავისი უარყოფითი მხარე, ამ შემთხვევაში კი ეს არის სიგნალის დამახინჯების დონე რომელიც AB კლასის მაძლიერებლებთან შედარებით გაციელბით მაღალია. როდესაც საუბარია საბვუფერებზე აქ მაღალშიხირული სიგნალის დამახინჯება არავის აღელვებს, მთელი დატვირთვა მოდის 20 დან 1000 ჰერცამდე სადაც დამახინჯება მინიმუმს უტოლდება სწორედ ამიტომ გამოიყენება ამ სახის მაძლიერებლები საბვურებებთან ურთიერთობისას. რეკომენდირებული არაა D კლასის გამაძლიერებლზე ფართო-ზოლოვანი დინამიკების მიერთება მაღალ სიხშირეებზე ხმას საგრძნობლად ამახინჯებს, ხმამაღალი კი იქნება მაგრამ რათ გინდა smile.gif
ორი სიტყვით D კლასის მაძლეირებლის შიგნეულობაზე:
ამ მაძლიერებელში მომუშავე ტრანზისტორები მუშაობენ ჩართვა გამორთვაზე, როდესაც გამორთულია ძაბვა არ დაგის როდესაც ჩართულია ძაბვა გადის, ორივე შემთვევაში ძაბვის კარგვა ძალიან ცოტაა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე D - ციფრულს არ ნიშნავს იმის მიუხედავად რომ პროცესორის ტრანზისტორებივით მუშაობენ) პროსტა C ს მერე ეგ ასო მოდიოდა და ეგრე დაარქვეს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
mishaj   აუდიო აპარატურის შერჩევა   Oct 25 2009, 21:00
cladhed  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge