გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
Feb 23 2013, 06:09
გამოხმაურება
#1
|
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 56 რეგისტრ.: 13-November 10 მდებარ.: Earth მომხმარებელი № 1,616 |
გამარჯობათ,
პირველ რიგში თხოვნა მექნება ირონიისა და შავი იუმორისაგან თავი შეიკავოთ თუ უადგილოდ ვიკითხავ რამეს, რადგან შორს ვარ სუბარუსაგან, თუმცა მანქანის მესმის რაღაც მოკლედ რა ხდება, მეგობარს უნდა მანქანის ყიდვა ახლო მომავალში, დღეს (უფრო სწორად გუშინ) მკითხა რა მანქანა ვიყიდოო და მისი მოთხოვნების შესაბამისად ვურჩიე იმპრეზა (მიუხედავად იმისა რომ მე BMW მყავს ვიცი რაც არის ასე თუ ისე სუბარუ და არც რეკლამები და გაბუქებებია აუცილებელი მოთხოვნები შემდეგია: 4კარიანი, სედანი მაღალი კლირენსით (შეძლებისდაგვარად) 4X4 სისტემით (ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მექნება ბევრი შეკითხვა) უნდა კარგი გამავლობა, ანუ ბლოკირებებით ნუ მანევრი გასაგებია და მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ის რაც შერჩეულ მოდელს ექნება არ უნდა ზედმეტი სიმძლავრე და აქედან გამომდინარე საწვავის ზედმეტი ხარჯი (220-280 ცხენის ფარგლებში განისაზღვრება სავარაუდოდ ძრავი) უნდა მანქანა რომელიც იქნება ყოველდღიური გადაადგილების საშუალება, ივლის სოფელში (სადაც საკმაოდ ცუდი გზაა და 4X4-თან ერთად კლირენსიც მნიშვნელოვანია) ტრასაზე და ქალაქშიც გასწრებისას სიმძლავრე უნდა ეყოს და ასე ვთქვათ მისი ჭია გაახაროს... სტარტზე ეფექტი უნდა ქონდეს ასე თუ ისე, მკვდარი ძრავი არ უნდა იყოს... არ უნდა 1.5 და მსგავსი დამხრჩვალი კატები ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვურჩიე იმპრეზა, უტურბინო... WRX? აქ უკვე ვიჭედები... რომელი ვერსიაა კარგი ამ პირობებისათვის? სავარაუდო 0-100 5 წამიდან 7-მდე (ნუ თუ კარგი ბლოკირებებით კლირენსით და ბევრად ნაკლები წვით იქნება მოდელი რომელიც სხვა კონფიგით არ გამოდის, ამ შემთხვევაში იყოს 7+ 8-მდე ასევე, სავარაუდოდ თუ ფინანსური მდგომარეობა გამომიკეთდა, იმ ადამიანთან საუბრის შემდეგ ნეტში გადავხედე ფასებს და ცოტა არ იყოს მეიაფა იმპრეზები, თუ გავწვდი იქნებ მეც ვიყიდო (ოღონდ სამომავლოდ ვინც ერკვევით და არ შეიზარებთ ჩამახედეთ თქვენს სამზარეულოში ასევე მაინტერესებს ბოქსერის თავირებურებანი... მსმენია 100 000-ზე ისტუკებაო და ბევრიც მიცინია ამაზე პ.ს. ფორესტერი არ უნდა, იხრჩობს თავს გაუსანთლავი თოკით და კიდევ, დიდი გამოცდილი მძღოლი ვერ არის, + რაც ყოლია LHD იყო და საჭის გადატანის ამბავი როგორ იქნება იმპრეზაზე? თუ გადადის მარტივად? და რა მოქმედებები უნდა ჩატარდეს ამისათვის? პ.პ.ს ჩემს ნიკს რაც შეეხება, ადრე ერთი დავარეგისტრირე, ს20 ყავს, შედი რაღაცას გაიგებ საინტერესოს-თქო, თან ნაწილს ეძებდა და მერე არ შევდივარო ისა და... ტურბინიანი ძრავები რამდენს წვავს ისე? დიდი სხვაობა თუ არ არის.... მმმ... |
|
|
|
![]() |
Feb 23 2013, 20:05
გამოხმაურება
#2
|
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 56 რეგისტრ.: 13-November 10 მდებარ.: Earth მომხმარებელი № 1,616 |
პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის...
დღეს ტურბინიან ფორიკაზე დავსვი და კარგად დადის მაგრამ ჯიპი არ მინდაო ტურბინიანი იმიტომ არა რომ: 1. მოკვდება! არაა ისეთი მძღოლი ეგ მანქანა დაიმორჩილოს 2. ბენზინი უნდა ურჩიო, რაც (გურიაში ვარ მე, და აქ მით უმეტეს დიდი ფუფუნებაა კარგი ბენზინი) 3. ძრავის რესურსი აქვს ნაკლები ტურბინიანს 4. უტურბინოს ძალა სრულებით უნდა ეყოს მის ,,გიჟმაჟ სურვილებს" გასაგებია რომ დიმიტრი გელოვანისნაირი მანქანა არ არსებობს, თუმცა, ამიტომ დაგეკითხეთ, მეტ-ნაკლებად ეს ყველაფერი დაბალანსებული რო იყოს რა მოდელი ავიღოთ-თქო... ბიუჯეტში მთლად მგელი ვერ არის, ამიტომ 2000+ სავარაუდოდ ვერ მოუვა, თან მგონი ჯობია ცოტა ბებერი იყოს მანქანა და გამართული + ის რაც უნდა და არა ახალი და ბლოკირებების გარეშე მაგალითად. კლირენსი არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან სოფელი აქვს სადაც ხშირად დადის და ცუდი გზაა იქ, კლირენსიც უნდა და ტალახიც ბლომადაა თორემ რეალური ოფფროუდიც ვიცი რა არის და იმას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა 220-280 ცხენი კიდევ რაღაც რუსულ კატალოგში ვნახე WRX -ს ეწერა, ალბათ რაღაც უაზროდ იყო ან მე ვერ დავაკვირდი... მოდი დავალაგოთ პრიორიტეტები რომ უფრო გამარტივდეს საქმე: 1.წინა უკანა და ცენტრის ბლოკი (აუცილებლად, თორემ გაუსანთლავი თოკი მზად აქვს 2. კლირენსი, ზემოთხსენებული სოფლის გამო, + არ ივლის ისე რომ კლირენსმა მანევრზე ხელი შეუშალოს, (სავარაუდოდ ზემოთ დაიწერა ფორიკას ამოები გადავაო და მაგითაც აიწევს) 3. ტურბინიან ძრავზე დავწერე ზევით, თან თქვენც დაწერეთ რესურსი მეტი აქვს უტურბინოსო... (თუმცა მოვლა პრობლემა არ არის, კარგი ზეთი და დანასტროიკების შემდეგ შერჩეული საწვავის ჩასხმა (კარგი იდეაა ეს უკანასკნელი) ) 4. აქსელერაცია ნუ რჩება ძალაში ის დროები (შეძლებისდაგვარად) 5. მექანიკა აუცილებლად (უდიერი მოპყრობა ნაკლებად ექნება კოლოფს, არც არასწორი დატვირთვები) + საშინლად სასურველია 6-იანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი... 6. უტურბინო კიდევ ერთხელ იმიტომ არა რომ მისმა მეუღლემც უნდა იაროს იმ მანქანით რომელიც არც ისე კარგი მძღოლია (მაგ. როცა თოვს ვერ ატარებს რადგან ეშინია რომ ფანტელები დაეჯახება და მისთანანი 7. მანქანა უნდა დასატოვებლად, ანუ 4-5 წელი მაინც გაიჩერებს რა, თუ მეტი არა... 8. მანქანა მოემსახურება ოჯახს როგორც სედანი რომელიც არაფერზე ამბობს უარს 9. ასევე დღეს გამოთქვა სურვილი (რის ჩაცხრობა-ჩაკვლაც ვეცადე) გაზის აპარატურას დავაყენებო... ბიუჯეტი წინასწარ არ არის გაწერილი თუმცა სავარაუდო მაქსიმუმი არის 7-8 000$ (რაც ნაკლები მით უკეთესი) (( იდეაში ამ თანხაში უნდა შევიდეს გაზის დაყენება 4G თავისი ნასტროიკებით და სიყვარულებით)) თუ ზე-მძლავრი ცხოველი არ იქნება და სხვანაირად ეს ,,ნავაროტკები" ვერ დააკმაყოფილა, დაე იყოს ტურბინიანი (უკიდურესად) ასევე ითვალისწინებს საწვავის ხარჯს (რადგან ყოველდღიურ მანქანად უნდა) კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ, არასწორი დატვირთვები მანქანას არ ექნება და სწორი ექსპლუატაციის პირობებში იმედია არ იქნება მალფუჭებადი... ეხლა რაც შეეხება ჩემს მანქანას, ეს ცოტა მომავლის პერსპექტივააა რადგან ამ ეტაპზე რომც გავყიდო ჩემი დასამატებელი არაფერი მაქვს, + ჩემი არის 4X4 E30, უკან 100% ბლოკირებული LSD, ცენტრი 100% დაბლოკილი და წინ ღია (თუმცა ხშირია როცა წინ ორივე ასე ვთქვათ ბუქსაობს კიდევ მაინტერესებს ეს ბლოკები და რამე რუმეები როგორ მუშაობს? იმას არ ვგულისხმობ რიჩაგი აქვს თუ არა სალონში, ანუ ვისკომუფტაა თუ რამე სხვა? ფორუმზე ვნახე პოსტები, უკან LSD აქვს მაგრამ რეალურად ვერ დაბლოკაო და მისთანანი (ფორიკაზე) და იგივე მომენტი ხომ არ იქნება აქ? დაგაყარეთ კითხვები RPK - სავით, მაპატიეთ, თუმცა თქვენს იქეთ გზა არ მაქვს კიდევ ერთხელ გმადლობთ ყურადღებისათვის... |
|
|
|
Forester2.0 შემარჩევინეთ Impreza Feb 23 2013, 06:09
maxouni ეუუუფფფ, ამდენს რა ... Feb 23 2013, 10:25
PAINKILLER Forester2.0
220-280 ცხენი თ... Feb 23 2013, 10:29
bako ფაქტი ის, რომ იმპრე... Feb 23 2013, 10:30
PAINKILLER
Forester2.0 არ გამიტარებია ის ... Feb 24 2013, 09:37
OZY ახალი Mანქანაა მთლ... Feb 24 2013, 10:01
PAINKILLER
![]() ![]() |