IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ვაკუუმის პომპის დაყენება, ხომ არ იცით რომელ მანქანას აქვს მსგავსი რამ?
maxouni
გამოხმაურება Nov 5 2012, 11:26
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,778
რეგისტრ.: 21-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 38




მოგეხსენებათ რომ PCV კლაპანი საკმაოდ მნიშვნელოვანია მანქანისთვის, ანუ კარტერში დაგროვილი გაზები აუცილებლად უნდა ამოიტუმბოს ძრავიდან თორემ მერე სხვა გასასვლელს რომ ვერ პოულობს, გალოვკის საქშენებიდან გამოდის და ზეთსაც მშვენივრად მიირთმევს. როცა მატორი მუდმივად ბუსტზეა და შიგადაშიგ თუ ხდება ხოლმე გაზიდან ფეხის აშვება, რა თქმა უნდა ეს წამიერი ვაკუუმი ვერ ასწრებს კარტერში დაგროვილი წნევის მთლიანად ამოტუმბვას და შედეგად გაზაობისას ვიღებთ ზეთის ჭამას.
გარდა მისას ანტილაგის მუშაობის დროს ვაკუუმი თითქმის აღარ იქმნება კოლექტორში და შესაბამისად PCV კლაპანიც ფუნქციას კარგავს, გარდა ამისა ვაკუუმი თუ არ შეიქმნა ტორმუზიც ვაკუუმის გარეშე რჩება და ვრჩები უტორმუზოდ.
არსებობს ამ პრობლემს მოგვარების რამოდენიმე გზა, მარტო ტორმუზის საკითხი შედარებით იოლი მოსაგვარებელია, რამეთუ არსებობენ მანქანები რომლებსაც ტორმუზი სულაც არ აქვთ ვაკუუმზე (მაგალითად ფორდ სკორპიო) და ელექროამძრავი გიდრავლიკური პომპა აქვს და მინდა ანღნიშნო რომ მშვენივრად ასრულებს თავის საქმეს, ანუ ზაჟიგანია თუ გახსნილია ტორმუზი სულ კარგი აქვს და სულ არ სჭირდება ძრავის დაქოქვა.
მაგრამ ამ შემთხვევაში ისევ პრობლემად რჩება კარტერის ვენტილაციის საკითხი. კარტერის ვენტილაციისთვის ტურბინირებულ სუპერქარებში იყენებენ ვაკუუმის ელექტრო პომპებს და ვინც დააყენა სუბარუზე ყველა აღნიშნავს რომ ძალიან ეფექტურია, ეფექტურობა იამში გამოიხატება რომ ძრავი ყველაზე კარგად მუშაობს როცა კარტერში პატარა ვაკუუმია შექმნილი (-0.1 -0.2 ბარი), მაგრამ ალბათ წარმოგიდგენიათ რა ფასი ექნება ამ სუპერქარების ვაკუუმის პომპებს smile.gif ყველაზე იაფიანი კორვეტის პომპაა და 400$ ღირს ნახმარი ohmy.gif, საბენდნიეროდ ვაკუუმის პომპების არსებობა მარტო სუპერქარებით არ შემოიფარგლება. ვინაიდან დიზელის ძრავებს სუსტი ვაკუუმი აქვთ და ეს ვაკუუმი ვერ ყოფნის ტორმუზებს, ამიტომ, დიზელის ძრავებზე აყენებენ ვაკუუმის პომპებს, მაგალითად ფორდ ტრანზიტზე, ოპელ ვექტრაზე და ა.შ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ტრანზტებს და ოპელებს ეს პომპები მექანიკურები აქვს, ფორდს რემენზე და ოპელს კბილანაზე.
თუ ვინმემ იცით რომელ მანქანას აქვს ელექტრო ვაკუუმის პომპები ნუ დაიზარებთ და დაწერეთ, ამ ექსპერიმენტალური ტუნინგის ხარჯებიც და ექპერიმენტიც ჩემზეა, უბრალოდ თქვენი დახმარება მჭირდება იამში რომ მომაძებნინოთ ინფორმაცია საქართველოს დაშლილებში არსებულ რომელი მანქანებიდან რომელს აქვს ელექტრო ვაკუუმის პომპები.
გავიგე ძველ კუბიკ ვოლვოებს აქვთო, მაგრამ მაგას ვერც დაშლილს იპოვი და ვერც მოსიარულეს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
maxouni
გამოხმაურება Mar 4 2013, 01:53
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,778
რეგისტრ.: 21-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 38




ეგ ზეპირად ვიცი რაცაა, ეგ არის ჩვეულებრივი აირ პამპი, რომელიც თბილისში 40-50 ლარი ღირს. მაგის მოვალეობაა ჰაერი მიაწოდოს გამონაბოლქვს, ანუ გალოვკაში შედი იმ ადგილას რომ გამშვებ კლაპნებთან მოხვდეს. მიზანი: ცივზე სმესი ძალიან მდიდარია, ამოტომ ვერ ხდება სრული წვა და ატმოსფეროში გამოიყოფა CO, ჰო და ეგ პომპა აწვდის ჰაერს რომ იქვე მოხდეს სრული წვა, ანი გამშვები კლაპანი რომ გაიხსნება, წვა გაგრძელდეს მიწოდებული ჟანგბადის ხარჯზე.
მეც ვიფიქრე თავიდან მაგის დაყენება, მაგრამ მერე წავიკითხე რომ ეგ ჰაერის პომპა ვერ იტანს ზეთს, ანუ ზეთი თუ მოხვდა ფუჭდებაოო, ჰო და მაგის დაყენება კი შეიძლება, მაგრამ ოილ-ქეჩის გავლით უნდა დააყენო

დღეს მაჩუქეს მექანიკური პომპა, მაგრამ შკივი არ აქვს sad.gif თან საკმაოდ მოზრდილია და ან ჩაეტევა დინამოს ადგილას ან არა. ჩატევაში იგულისხმება მოტრიალებული პაუკის ფაიფინგს რომ ხელი არ შეუშალოს თორემ დინამოზე დიდი ნამდვილად არაა
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
maxouni   ვაკუუმის პომპის დაყენება   Nov 5 2012, 11:26
bako   არ წამიკIთხვას, მაგ...   Nov 5 2012, 11:29
maxouni  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge