IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> PayPal in Georgia, როგორც იქნა
Gianni
გამოხმაურება Apr 10 2013, 14:11
გამოხმაურება #1


რანერისტი...
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,990
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარ.: Erbil, Iraq
მომხმარებელი № 215




გილოცავთ ყველას,
დღეიდან ამოქმედდა ფეიფალი საქართველოში და ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ რამე რუმეებში ფულის გადაყრა.... განსაკუთრებით ავტო ნაწილებში. პირადად მივაბი თბს სახელფასო ბარათი და უპრობლემოდ მუშაობს. წარმატებები ყველას. ნებისმიერ საკიტხზე ვიმსჯელოთ აქ.

Paypal.com

პ.ს.
ესეც ჩემი პირველი შენაძენი, დატესტვის პონტში:



--------------------
Allahu Akbar

الله أكبر
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Gianni
გამოხმაურება Apr 11 2013, 21:49
გამოხმაურება #2


რანერისტი...
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,990
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარ.: Erbil, Iraq
მომხმარებელი № 215




საქართველო მსოფლიოს მსხვილი საგადამხდელო სისტემა Paypal-ის წევრი გახდა, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება მიეცემა პროდუქცია ონლაინ რეჟიმში, ათასობით ინტერნეტმაღაზიაში სწორედ ამ სისტემის გამოყენებით შეიძინოს უსაფრთხოდ და პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე. Paypal-ით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ საქართველოს ბანკების მიერ გაცემული Visa და Mastercard საკრედიტო ბარათები.

Paypal სისტემის უპირატესობებსა და ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზებული მხარდაჭერის ხარისხის შესახებ "ინტერპრესნიუსი" Paypal-ის რეგიონულ მენჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დამიენ პერილას ესაუბრა.

- შეიძლება ითქვას, რომ ორ წელზე მეტია, რაც საქართველოში მუდმივად იზრდებოდა იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელთაც სურდათ ქვეყანა Paypal საგადამხდელო სისტემაში ჩართულიყო, თუმცა, ეს აქამდე არ ხდებოდა. რა გახდა დამაკმაყოფილებლი პირობა, რის გამოც საქართველოს მიეცა შესაძლებლობა გამხდარიყო Paypal-ის წევრი?

- ჩვენც მუდმივად ვიღებდით ინფორმაციას, რომ ამის სურვილი იყო. იმის შესახებაც ვიცით, რომ ქართველ მომხმარებელთა ნაწილმა შექმნა ფეისბუქ გვერდი, სადაც გამოთქვამდნენ სურვილს Paypal ხელმისაწვდომი ყოფილიყო მათთვის. გარდა ამისა, მოგვდიოდა მიმართვები როგორც პოლიტიკოსების, ისე საქართველოს ეროვნული ბანკისგან. პირველ რიგში, გაჭიანურების მიზეზი იყო ის, რომ გარკვეული დრო დასჭირდა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებსა და რიგი საკითხების განხილვას, ასევე, კანონმდებლობის შესწავლას იმაში დასარწმუნებლად, რომ ის Paypal-თან თანხმობაში მოდიოდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან. მეორეს მხრივ, ჩვენ გვჭირდებოდა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ადგილობრივი ბაზრის კველვა, სანამ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემაში საქართველოს ჩართვის შესახებ. თქვენ იცით, Paypal ძალიან დიდი საგადამხდელო სისტემაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და ყველგან არსებობს ადგილობრივი სპეციფიკური პირობების გათვალისწინების აუცილებლობა. თქვენს ქვეყანაში ეს პროცესი არც თუ ისე ადვილი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე საქართველოში ვართ და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. გვჯერა, რომ ჩვენი ბიზნესი საქართველოში წარმატებული იქნება. აქამდე საქართველოს რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან უკვე ვთანამშრომლობდით. მათ შორის თურქეთთან, რუსეთთან და უკრაინასთან. სამივე ქვეყანაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია. ახლა საქართველომაც მნიშვნელოვანი პოტენციალი შეიძინა ამ მხრივ, ორი მიზეზის გამო – ქვეყნაში ძალიან მასშტაბური ინტერნეტ მოხმარების მაჩვენებელია, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს აქვს წვდომა ინტერნეტზე და, გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს დიდი სურვილი დანარჩენ სამყაროსთან დაკავშირებისა, ქართველი მოსახლეობის სწრაფვა, აწამოოს ინტერნეტ ტრანზაქციები, ძალიან მზარდია. ასეთი შინაარსის გზავნილები საკმარისად მივიღეთ როგორც მომხმარებლებისაგან, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც. პერსპექტივა, რაც ამ თანამშრომლობაში გვხიბლავს, არის ის, რომ ჩვენ ვაკავშირებთ საქართველოს მთელ დანარჩენ სამყაროსთან ინტერნეტ ვაჭრობის თვალსაზრისით, რადგან Paypal სისტემა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მიაღწიოს მსოფლიოში ნებისმიერ ადგილს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ეს ახალი შესაძლებლობაა.

- ვისთვის არის ხელმისაწვდომი Paypal ამ ეტაპზე საქართველოში? რა მხარდაჭერის ხარისხი ექნება საქართველოს Paypal-ისგან?

- სერვისი ხელმისაწვდომია ყველა ქართველი მომხმარებლისთვის. ანუ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს ნივთები ინტერნეტით, განახორციელოს ტრანზაქცია განურჩევლად იმისა, ყიდულობს კომპიუტერს, ტანსაცმელს, მუსიკას თუ რაიმე სახის სერვისს. ასე რომ, თუკი ინდივიდს რაიმეს ყიდვა სურს, უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეს Paypal სისტემაში საკუთარი საკრედიტო ბარათით, იქნება ეს საქართველოს ნებისმიერი ბანკის მიერ გაცემული Visa, Mastercard თუ American Exress ბარათი. ის, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვთავაზობთ, არის მხარდაჭერა ადგილობრივი ბიზნესებისთვის. თუმცა, ჩვენ ამის გაკეთებას ვგეგმავთ, ოღონდ შემდგომ ეტაპზე. ამ მომენტისთვის ვამჯობინეთ კერძო მომხმარებლის ნაწილზე გაგვეკეთებინა აქცენტი, რადგან გვჯერა, რომ ამ მხრივ საქართველოში დიდი პოტენციალია.

- უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში ვაჭრობისას მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ნივთის მიწოდებასა და გადამზიდავ კომპანიასთან დაკავშირებული საკითხებია. რას სთავაზობს Paypal ამ კუთხით მომხმარებელს?

- რეალობა არის ის, რომ დღეს მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც Paypal სისტემას იყენებს, Ebay-ზე ვაჭრობს, რადგან ჩვენ ერთი კომპანია ვართ. თუმცა, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ რეგიონის ქვეყნებზე დაკვირვების შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ ასევე ბევრი ადამიანი იყენებს Paypal სისტემას სხვა ინტერნეტმაღაზიებში სავაჭროდ. ყველა ინტერნეტმაღაზია კი, არ სთავაზობს ნივთების მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მიწოდებას და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ჩვენ ამ შემთხვევაში ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რათა უზრუნველვყოთ ნავაჭრის მიწოდება ჩვენი კლიენტებისთვის. ასეთ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ ჩვენი სისტემის ყველა წევრ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ბევრთან ვითანამშრომლებთ, ვინც მომხმარებელს დააკავშირებს ნებისმიერ ინტერნეტმაღაზიასთან ნებისმიერ ქვეყანაში. ამასთან, ვთანამშრომლობთ ისეთ უცხოურ კომპანიებთანაც, ვისაც შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში მიაწოდოს ამანათი მომხმარებელს, თუკი ის კონკრეტული ინტერნეტმაღაზია, სადაც ნივთი იქნა შეძენილი კონკრეტულ ქვეყანაში მიწოდებას არ უზრუნველყოფს. ეს პრობლემა ყოველთვის დგება ყველა სხვა ქვეყანაშიც და ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ მივაწოდოთ ქართველ მომხმარებელს ინფორმაცია ასეთი კომპანიებისა და მათი სერვისის შესახებ.

- რა ხარჯებთანაა დაკავშირებული Paypal-ით სარგებლობა?

- Paypal უფასოა მომხმარებლებისათვის. მათ არ უწევთ რაიმეს გადახდა რეგისტრაციის ან წევრობისთვის, ასევე არც განხორციელებული ტრანზაქციებისთვის. ვთქვათ, თუ თქვენ გსურთ იყიდოთ რაიმე დიდი ბრიტანეთის ინტერნეტმაღაზიაში, თქვენ დამატებით არაფრის გადახდა არ მოგიწევთ, ეს თავად მაღაზია გადაიხდის დამატებით გადასახადს და არა თქვენ საქართველოში. ერთადერთი გადასახადი, რაც შეიძლება წარმოიშვას ქართველი მომხმარებლისთვის, არის ვალუტის კონვერტაციის შედეგად დაკისრებული გადასახადი. ანუ, ვთქვათ, თქვენი საბანკო ანგარიში აშშ დოლარშია გახსნილი და თქვენ რაიმეს ყიდვა გინდათ ევროში, თუ ჩვენ განვახორციელებთ ვალუტის კონვერტაციას, ამისთვის მცირე დამატებით გადასახადს ჩვენ ავიღებთ, ხოლო თუ ამას თქვენი ბანკი გააკეთებს, მაშინ ის დააწესებს თავის გადასახადს. საერთო ჯამში, Paypal-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისით სარგებლობა ძალიან უსაფრთხო და დაცულია. უსაფრთხოება კი, ინტერნეტში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ინტერნეტ ვაჭრობას ეხება, რადგან არავინაა დაინტერესებული მისი ფინანსური ინფორმაცია ვინმეს ჩაუგდოს ხელში. სწორედ ამაშია Paypal-ის განსაკუთრებულობა, ჩვენ არასოდეს მივაწვდით თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეს. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო ინტერნეტვაჭრობისათვის. მჯერა, რომ ქართველი მომხმარებლებისთვისაც სწორედ ასე იქნება.

"ინტერპრესნიუსი"
ანა ცხოვრებოვა


--------------------
Allahu Akbar

الله أكبر
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
Gianni   PayPal in Georgia   Apr 10 2013, 14:11
karlo-fan   აუ მე გამჭედა, დავა...   Apr 10 2013, 14:20
OZY  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge