გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
May 5 2009, 22:44
გამოხმაურება
#1
|
|
|
Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 928 რეგისტრ.: 4-May 09 მდებარ.: tiflis მომხმარებელი № 63 |
მე მაინტერესებს და გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სვამ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს, იქნებ ამ მოვუყაროთ თავი ინფოამრციას საბურავებზე, დისკებზე, ზიმნი, ლეტნი და ასე შემდეგ ინფოს.
ეხლა მიყენია კარგი საბურავები (პროტექტორის ამბავში) S+M (თოვლი + ტალახი), ანუ გამოდის რომ ზიმნები. ეგეთებით ზაფხულში ჯობია არ ვიარო. ლეტნებში რომელი გადის? რა აღნიშვნები უნდა ქონდეს. თან რომ მოვხსნი ამ ზიმნებს, ჯობია ისევ რამე დისკებზე შევაგდო და დაბერილები შევინახო ზამთრამდე, რომ არ გაფუჭდეს, ხომ მასეა? ამისთვის ნებისმიერ მაქანანისათვის განკუთვნილი ჩემი ზომის დისკები შემიძლია ვიყიდო? ეკონომიის ამბავში რკინისები. დანარჩენი წესით ყიდვა გაყიდვაში უნდა დამეგდო, მაგრამ აქ მოდერების იმედზე ვარ, თუ საჭიროა ან დაშალონ, ან მითხარით და დავშლი. საბურავების მასიური შეცვლის სეზონი უკვეა. საკუთარი გამოცდილებიდან სად და რა საბურავების ყიდვა ჯობია ზაფხულისთვის? |
|
|
|
![]() |
Nov 7 2009, 22:40
გამოხმაურება
#2
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 |
juze
ციტატა(juze @ 7th November 2009 - 22:19) [snapback]50164[/snapback] ეხლა მიყენია კარგი საბურავები (პროტექტორის ამბავში) S+M (თოვლი + ტალახი), ანუ გამოდის რომ ზიმნები. ეგეთებით ზაფხულში ჯობია არ ვიარო. ლეტნებში რომელი გადის? რა აღნიშვნები უნდა ქონდეს. ყველაზე დიდი შეცდომა რაც უამრავს მოსდის ჩვენი ელიავას დონეზე მიღებული საბურავების გამყიდველებიდან გადმოცემის შედეგად... M/S ნიშნავს Mud / Snow, ანუ ესეთი საბურავი მწარმოებლის განმარტებით (აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პროტექტორის გეომეტრიაზე და არა რეზინის შემცველობაზე !!!) შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ოდნავ თოვლიან და ტალახიან საფარზეც.. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს რომ ესენი არის ზამთრის საბურავები... ზამთრის საბურავს უნდა ეხატოს ფიფქები!!! არ არის ფიფქები არსად? ზნაჩიტ ეგენი ზიმნები არაა რაც გინდა ეწეროს. საბურავი ზამთრის და თოვლის შესაბამისია თუ მისი შემცველობის მინიმუმ 80-90% სუფთა რეზინაა და პროტექტორებზე აქვს "პრისოსკები", ანუ ზიგზაგიზებურად დაჭრილი ძალიან წვრილი ხაზები (ჩაკეტილი ზიგზაგები), რითაც ხდება ყინულოვან საფარზე მოჭიდების გაუმჯობესება. მოკლედ საბურავს თუ არ ახატია ფიფქი მანდ მორჩენილია კინო !!! არსებობს ძალიან ბევრი საბურავის ტიპი მაგრამ აქ მოვიყვან მხოლოდ 3 ტიპს 1) M/T - Mud/Terrain, ტალახის საბურავები, ესენი გამოირჩევა დიდი მკვეთრი და მასიური პროტექტორებით და განკუთვნილია მხოლოდ ტალახიანი და გაუკვალავი ზედაპირების დასაძლევად. ასფალტზე არის ძალიან ხმაურიანი და უკომფორტო, ხშირად აქვთ სიჩქარის შეზღუდვაც. ამ საბურავებიდან საქართველოში ყველაზე პოპულარულებია Bf Goodrich M/T და Yokohama M/T 2) H/T - Haigway/Terrain, პირდაპირი თარგმანით ასფალტის საბურავები, ანუ მისი პროტექტორები მაქსიმალურად გათვლილია სწორ ზედაპირზე და ეს საბურავები იძლევიან მაქსიმალურ მანევრირებადობას და სტაბილურობას მაღალ სიჩქარეზე. იგი ძირითადად კაპრონული შემადგენლობისაა 3) A/T - All/Terrain ანუ საბურავები რომლებიც ცოტცოტა გამოდგება როგორც ტალახში ასევე ასფალტზეც. როგორც წესი ეს საბურავები ერთერთი ყველაზე პოპულარული საბურავის ტიპია 4X4 მანქანებისთვის და ალბათ 60-70% ამას ხმარობს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ სრულიად უაზრო საბურავია, რადგან ასფალტზე არის ძალიან ხმაურიანი და არაკომფორტული, ხოლო ტალახში და გაუვალ საფარზე ათასი თავით ჩამორჩება M/T საბურავებს. ანუ არ იქითაა და არც აქეთ როგორც ეგრეთწოდებული "ზიმალეტა"... ამიტომ მე ყველას ვურჩევდი შემდეგს რომ უნდა ქონდეს 2 ან მაქსიმუმ 3 წყვილი საბურავი შემდეგი მიზნებისთვის 1) ზამთრის Snow (ფიფქებით) - თოვლი და ყინულისთვის 2) H/T მშრალ ტრასაზე სიარულისთვის ანუ ჩვენ ენაზე "ლეტნი" 3) m/T მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მანქანა გაძლევთ ოფროუდერულ შესაძლებლობებს და ხშირად გიწევთ სერიოზულად მიუვალ ადგილებში სიარული ესაა ჩემი მოკლე აღწერა საბურავებზე |
|
|
|
giogagnidze ბორბალი May 5 2009, 22:44
RACKER
![]() ![]() |