IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ELF VS Motul, ბრენდების დიდი ჯახი
Alexandro
გამოხმაურება Jun 18 2013, 11:42
გამოხმაურება #1


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 57
რეგისტრ.: 11-March 10
მომხმარებელი № 892




ამ თემაში მინდა ორი დიდი ბრენდის შედარება გავაკეთო, ტექნიკური დატა შიტებით, საფასო პოლიტიკით, საერთაშორისო მიღწევებით და ასე შემდეგ. ძირითადად შევეხები რამოდენიმე სახეობის ზეთს, 5W30, 5W-40 NORMAL SERIES (სპორტულ ზეთებს შემდეგ გავუკეთებ შედარებას)

საერთაშორისო არენაზე ELF და MOTUL საკმაოდ ბევრ ადგილას იკვეთებიან და რეალურად ერთმანეთის დიდი კონკურენტებიც არიან, ქვეყნების მიხედვით ზოგჯერ სტატისტიკა პოპულარობისა თუ გაყიდვების განსხვავდება, თუმცა ძირითადად მაინც ერთნაირად ძლიერი ბრენდებია.

შევეხოთ საერთაშორისო Auto & Moto ჩემპიონატების სპონსორობებს:

ELF წარმოდგენილია შემდეგ სახეობებში: FORMULA 1 (TOTAL ის ბრენდ ქვეშ), DAKAR Rally, Moto GP (თავისივე გუნდით), 24 Hour of Le-mans, არის Renault, Nissan,KAVAZAKI-ს OEM მიმწოდებელი კონვეირზე.

Motul წარმოდგენილია შემდეგ სახეობებში:24 Hour of Le-mans, Moto GP, Ice speedway series და სხვა მრავალი, თითქმის ყველგან formula 1 ის გარდა.

დავიწყოთ კონკრეტული შედარება ასორტიმენტის მიხედვით: საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი მოდელი ზეთები:
Motul: Motul 5W40 X-Clean, 5W40 X-Cess , Motul 5W30 Eco-Nergy, Motul 5W30 X-Clean
ELF: ELF 5W30 Solaris MSX, ELF 5W30 Evolution SXR, ELF 5W40 Excellium Full Tech, ELF 5W40 Solaris LSX

ზეთები შევადაროთ კონკრეტული პროდუქტები, შესაბამისი ფორმულებით და დაშვებებით.

Motul 5W30 X-Clean VS ELF 5W30 Solaris MSX



ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API დაშვების მიხედვით ELF უფრო ახალი დაშვება აქვს ანუ "SN" ვიდრე MOTUL "SM", მწარმოებლის დაშვებების მიხედვით კი ერთნაირი დაშვებები აქვს უბრალოდ ELF-ს ფორდის დაშვება აქვს დამატებული. 100 გრადუსზე სიბლანტე ერთნაირი აქვთ ზუსტად და შეადგენს 12-ს და Flash Point ორივეს 230 აქვს და VISCOSITY INDEX 5 ერთეულით მეტი აქვს ELF-ს.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W30 x-Clean იყიდება 25 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 22,5 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W30 Solaris MSX იყიდება 25 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 20 ლარად)


Motul 5W30 Eco-Nergy VS ELF 5W30 Evolution Sxr



ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით ერთნაირი დაშვებები აქვთ, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით კი ერთნაირი დაშვებები აქვს უბრალოდ Motul-ს ფორდის დაშვება აქვს დამატებული. 100 გრადუსზე სიბლანტე თითქმის ერთნაირი აქვთ ზუსტად და შეადგენს 10 და 9.9-ს და Flash Point 163 VS 160 აქვთ.


შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W30 Eco-Nergy იყიდება 20 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 18 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W30 Evolution Sxr იყიდება 19 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 15 ლარად)

Motul 5W40 X-cess VS ELF 5W40 Excellium Full Tech



ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით MOTUL-ს აქვს SN სპეციფიკაცია ELF-ს კი SM, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით ერთნაირი დაშვებები გააჩნია ორივე ბრენდს.
100 გრადუსზე სიბლანტის ინდექსი ELF-ს უფრო მეტი აქვს და შეადგენს 14.7-ს (მოტული 14.2), ასევე viscosity index ELF-ს აქვს 172 (მოტულს 170), რაც იმის მანიშნებელია რომ მაღალ ტემპერატურებზე ELF-ს უკეთესი მაჩვენებლები აქვს ვიდრე მოტულს.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W40 X-cess იყიდება 22 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 20 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W40 Excellium Full Tech იყიდება 20 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 16 ლარად)

Motul 5W40 X-Clean VS ELF 5W40 Solaris LSX


ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით ELF-ს აქვს SN სპეციფიკაცია MOTULS-ს კი SM, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით ერთნაირი დაშვებები გააჩნია ორივე ბრენდს.
100 გრადუსზე სიბლანტის ინდექსი motul-ს უფრო მეტი აქვს და შეადგენს 14.1-ს (elf 13,9), ასევე viscosity index ELF-ს აქვს 170 (მოტულს 172), თუმცა FLASH POINT ელფ-ს აქვს 240 მოტულს კი 234 გრადუსი.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი 5W40 X-Clean იყიდება 30 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 27 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W40 Excellium Full Tech იყიდება 25 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 21 ლარად)


ამ მოკლე მიმოხილვით ვეცადე შემედარებინა ბრენდები, ხარისხი, გამოცდილება და ფასი ერთმანეთისათვის. smile.gif ახლა არჩევანი კი უკვე მხოლოდ მომხმარებელზეა smile.gif)).
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
crimson
გამოხმაურება Jun 18 2013, 12:42
გამოხმაურება #2


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




ციტატა(Alexandro @ 18th June 2013 - 12:42) [snapback]503074[/snapback]
ამ მოკლე მიმოხილვით ვეცადე შემედარებინა ბრენდები, ხარისხი, გამოცდილება და ფასი ერთმანეთისათვის. ახლა არჩევანი კი უკვე მხოლოდ მომხმარებელზეა

ჩვენც დიდი ხანია შედარებული გვაქვს ბრენდები ფასები და ხარისხიც და არჩEვანიც გაკეთEბული გვაქვს უკვე კაი ხანია smile.gif



ციტატა(bako @ 18th June 2013 - 13:08) [snapback]503096[/snapback]
მეც ვიყავი იმ რიგებში ვინც დედას აგინებდა ელფს, იმიტომ რომ ბევრი ძრავი შეიწირა. რო ჩავიხედე ამ ბრენდში აღმოჩნდა რომ შემოქონდათ იაფფასიანი პროდუქტი, რომელიც მხოლოდ რენოს და დაჩიას ძრავებისთვის იყო განკუთვნილი

ჩვენ ისევ მაგ რიგებში ვართ და ბევრი ძრავიც გვაქვს გაკეთEბული მაგ ზეთის გამო, ეხლა რეინკარნაცია განიცადა და სხვა ხარისხის შემოვიდა ? smile.gif კაი რა

ციტატა(Alexandro @ 18th June 2013 - 12:53) [snapback]503080[/snapback]
ხო სულ დამავიწყდა, გარკვეულ სუბარუებს ELF კონვეირზე აწვდის პროდუქციას იაპონიაში

აი ეგ არ ვიცოდი, თუ შეიძლება რომ რამე დამამტკიცებელი წყარო მოგვაწოდოთ, ბალონზე დაკრული სუბარუს ბირკა არ ნიშნავს კონვეირზე მიწოდებას, მაგით არ შეიყვანოთ ხალხი შეცდომაში.
რაც შეეხება კონვეირს და სუბარუს, ევროპაში სუბარუს "ორიგინალი" ზეთEბი მოტულის წარმოებისაა და საგარანტიო მანქანები სერვისზე მხოლოდ მოტულის ზეთEბით სარგებლობენ.


ჯერ ერთ კომპანიას შემოქონდა ელფი რომელმაც ნახევარ თბილისს დედა უტირა და 4 მაგ ფასებში ყიდიდნენ იმიჯის ასაწევად და არა მარტო აგიტო, ეხლა თQვენ შემოგაქვთ, მერე რა smile.gif მერე სხვა შემოიტანს მაგრამ ელფი ისევ ის ელფი დარჩEბა რაც აქამდე იყო.




ზეთEბის შედარებაც ესე არ ხდება, ხშIრად არ ვადარებ ხოლმე მე ზეთEბს მაგის გამო რომ მარტო კლასიფიკაცია სლ, სმ დ.ა.შ. ხშირად არაფრის მთქმელია ხოლმე, ხანდახან პირიქითAცაა რომ ახალი კლასიფიკაციის ზეთს ძველი ჯობია.

bako
შენ კი იცი რაზეც მაქვს საუბარი smile.gif

შეგვიძLია რამე საერთო პროექტი მოვიფიქროთ ზეთEბის მეგატესტის ჩატარებაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alexandro
გამოხმაურება Jun 18 2013, 13:01
გამოხმაურება #3


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 57
რეგისტრ.: 11-March 10
მომხმარებელი № 892




ციტატა(crimson @ Jun 18 2013, 13:42) [snapback]503126[/snapback]
ჩვენც დიდი ხანია შედარებული გვაქვს ბრენდები ფასები და ხარისხიც და არჩEვანიც გაკეთEბული გვაქვს უკვე კაი ხანია smile.gif
ჩვენ ისევ მაგ რიგებში ვართ და ბევრი ძრავიც გვაქვს გაკეთEბული მაგ ზეთის გამო, ეხლა რეინკარნაცია განიცადა და სხვა ხარისხის შემოვიდა ? smile.gif კაი რა
აი ეგ არ ვიცოდი, თუ შეიძლება რომ რამე დამამტკიცებელი წყარო მოგვაწოდოთ, ბალონზე დაკრული სუბარუს ბირკა არ ნიშნავს კონვეირზე მიწოდებას, მაგით არ შეიყვანოთ ხალხი შეცდომაში.
რაც შეეხება კონვეირს და სუბარუს, ევროპაში სუბარუს "ორიგინალი" ზეთEბი მოტულის წარმოებისაა და საგარანტიო მანქანები სერვისზე მხოლოდ მოტულის ზეთEბით სარგებლობენ.
ჯერ ერთ კომპანიას შემოქონდა ელფი რომელმაც ნახევარ თბილისს დედა უტირა და 4 მაგ ფასებში ყიდიდნენ იმიჯის ასაწევად და არა მარტო აგიტო, ეხლა თQვენ შემოგაქვთ, მერე რა smile.gif მერე სხვა შემოიტანს მაგრამ ელფი ისევ ის ელფი დარჩEბა რაც აქამდე იყო.
ზეთEბის შედარებაც ესე არ ხდება, ხშIრად არ ვადარებ ხოლმე მე ზეთEბს მაგის გამო რომ მარტო კლასიფიკაცია სლ, სმ დ.ა.შ. ხშირად არაფრის მთქმელია ხოლმე, ხანდახან პირიქითAცაა რომ ახალი კლასიფიკაციის ზეთს ძველი ჯობია.

bako
შენ კი იცი რაზეც მაქვს საუბარი smile.gif

შეგვიძLია რამე საერთო პროექტი მოვიფიქროთ ზეთEბის მეგატესტის ჩატარებაზე


ITA ELF ის დისტრიბუტორი გახდა 2012 წელს, მანამდე იყო ALFA MOTORS რომელსაც შემოქონდა ძირითადად 10-40, 15-40 და მხოლოდ დაბალი დაშვებების სერიები.
მე რა 5-40-იც და 5-30 ებიც დავწერე ELF EVOLUTION SXR -ის გარდა არც ერთი არ იყო აქამდე საქართველოში და შესაბამისად ვერავინ ჩაასხავდა მას, ანუ რეაურად ვერ გამოცდიდით.

პროექტი მოვიფიქროთ და მე პირადად ვამბობ რომ ELF-ს შესაბამისი დაშვებებით და კლასიფიკაციებით მოგცემთ ტესტების ჩასატარებლად, რადგანაც დარწმუნებული ვარ მის ხარისხსი.

რაც შეეხება ძველ დისტრიბუტორს 12 წელი ქონდა ეგ ზეთი და მხოლოდ 4 პოზიცია ძრავის ზეთზე მუშაობდა არადა სახეობების მეტი რა არის, ის მოქონდა რაც იაფი იყო.
მაგალითისათვის: FORD TRANSIT 2007-2010 წლიანებს DPF სისტემის გამო წირდება LOW SAPS 5W-30, მე ვარ შემსწრე მაგ ფაქტის რომ ჩაუსხეს ELF EVOLUTION SXR 5W-30 რომელსაც ფორდის დაშვება საერთოდაც არ აქვს და რამის ფილტრი გაბიდნეს.

რაც შეეხება სუბარუს თემას, ოფიციალურად გამოვითხოვ ელფიდან ინფოს და მოგაწვდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
Alexandro   ELF VS Motul   Jun 18 2013, 11:42
R-O-M-A   Alexandro მადლობა ინფ...   Jun 18 2013, 11:50
shota   Alexandro მეზარება წა...   Jun 18 2013, 11:52
Alexandro   ხო სულ დამავიწყდა, ...   Jun 18 2013, 11:53
VADA   Alexandro 300V-ის შესაბა...   Jun 18 2013, 11:57
Alexandro  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge