IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ELF VS Motul, ბრენდების დიდი ჯახი
Alexandro
გამოხმაურება Jun 18 2013, 11:42
გამოხმაურება #1


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 57
რეგისტრ.: 11-March 10
მომხმარებელი № 892




ამ თემაში მინდა ორი დიდი ბრენდის შედარება გავაკეთო, ტექნიკური დატა შიტებით, საფასო პოლიტიკით, საერთაშორისო მიღწევებით და ასე შემდეგ. ძირითადად შევეხები რამოდენიმე სახეობის ზეთს, 5W30, 5W-40 NORMAL SERIES (სპორტულ ზეთებს შემდეგ გავუკეთებ შედარებას)

საერთაშორისო არენაზე ELF და MOTUL საკმაოდ ბევრ ადგილას იკვეთებიან და რეალურად ერთმანეთის დიდი კონკურენტებიც არიან, ქვეყნების მიხედვით ზოგჯერ სტატისტიკა პოპულარობისა თუ გაყიდვების განსხვავდება, თუმცა ძირითადად მაინც ერთნაირად ძლიერი ბრენდებია.

შევეხოთ საერთაშორისო Auto & Moto ჩემპიონატების სპონსორობებს:

ELF წარმოდგენილია შემდეგ სახეობებში: FORMULA 1 (TOTAL ის ბრენდ ქვეშ), DAKAR Rally, Moto GP (თავისივე გუნდით), 24 Hour of Le-mans, არის Renault, Nissan,KAVAZAKI-ს OEM მიმწოდებელი კონვეირზე.

Motul წარმოდგენილია შემდეგ სახეობებში:24 Hour of Le-mans, Moto GP, Ice speedway series და სხვა მრავალი, თითქმის ყველგან formula 1 ის გარდა.

დავიწყოთ კონკრეტული შედარება ასორტიმენტის მიხედვით: საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი მოდელი ზეთები:
Motul: Motul 5W40 X-Clean, 5W40 X-Cess , Motul 5W30 Eco-Nergy, Motul 5W30 X-Clean
ELF: ELF 5W30 Solaris MSX, ELF 5W30 Evolution SXR, ELF 5W40 Excellium Full Tech, ELF 5W40 Solaris LSX

ზეთები შევადაროთ კონკრეტული პროდუქტები, შესაბამისი ფორმულებით და დაშვებებით.

Motul 5W30 X-Clean VS ELF 5W30 Solaris MSX



ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API დაშვების მიხედვით ELF უფრო ახალი დაშვება აქვს ანუ "SN" ვიდრე MOTUL "SM", მწარმოებლის დაშვებების მიხედვით კი ერთნაირი დაშვებები აქვს უბრალოდ ELF-ს ფორდის დაშვება აქვს დამატებული. 100 გრადუსზე სიბლანტე ერთნაირი აქვთ ზუსტად და შეადგენს 12-ს და Flash Point ორივეს 230 აქვს და VISCOSITY INDEX 5 ერთეულით მეტი აქვს ELF-ს.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W30 x-Clean იყიდება 25 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 22,5 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W30 Solaris MSX იყიდება 25 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 20 ლარად)


Motul 5W30 Eco-Nergy VS ELF 5W30 Evolution Sxr



ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით ერთნაირი დაშვებები აქვთ, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით კი ერთნაირი დაშვებები აქვს უბრალოდ Motul-ს ფორდის დაშვება აქვს დამატებული. 100 გრადუსზე სიბლანტე თითქმის ერთნაირი აქვთ ზუსტად და შეადგენს 10 და 9.9-ს და Flash Point 163 VS 160 აქვთ.


შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W30 Eco-Nergy იყიდება 20 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 18 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W30 Evolution Sxr იყიდება 19 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 15 ლარად)

Motul 5W40 X-cess VS ELF 5W40 Excellium Full Tech



ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით MOTUL-ს აქვს SN სპეციფიკაცია ELF-ს კი SM, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით ერთნაირი დაშვებები გააჩნია ორივე ბრენდს.
100 გრადუსზე სიბლანტის ინდექსი ELF-ს უფრო მეტი აქვს და შეადგენს 14.7-ს (მოტული 14.2), ასევე viscosity index ELF-ს აქვს 172 (მოტულს 170), რაც იმის მანიშნებელია რომ მაღალ ტემპერატურებზე ELF-ს უკეთესი მაჩვენებლები აქვს ვიდრე მოტულს.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W40 X-cess იყიდება 22 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 20 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W40 Excellium Full Tech იყიდება 20 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 16 ლარად)

Motul 5W40 X-Clean VS ELF 5W40 Solaris LSX


ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით ELF-ს აქვს SN სპეციფიკაცია MOTULS-ს კი SM, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით ერთნაირი დაშვებები გააჩნია ორივე ბრენდს.
100 გრადუსზე სიბლანტის ინდექსი motul-ს უფრო მეტი აქვს და შეადგენს 14.1-ს (elf 13,9), ასევე viscosity index ELF-ს აქვს 170 (მოტულს 172), თუმცა FLASH POINT ელფ-ს აქვს 240 მოტულს კი 234 გრადუსი.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი 5W40 X-Clean იყიდება 30 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 27 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W40 Excellium Full Tech იყიდება 25 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 21 ლარად)


ამ მოკლე მიმოხილვით ვეცადე შემედარებინა ბრენდები, ხარისხი, გამოცდილება და ფასი ერთმანეთისათვის. smile.gif ახლა არჩევანი კი უკვე მხოლოდ მომხმარებელზეა smile.gif)).
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
crimson
გამოხმაურება Jun 18 2013, 16:21
გამოხმაურება #2


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




ციტატა(PAINKILLER @ Jun 18 2013, 15:55) [snapback]503184[/snapback]
300V-ს შესაბამისი სერია თუ არის, ჩვეულებრივი გამოყენებისთვის რატომ არ არის განკუთვნილი?? 300V უპრობლემოდ ისხმება არა-სარბოლო დანიშნულებით, მე პირადად სულ მაგას ვიყენებ უკვე 7 წელია....
იტოგში 300V-ზე უკეთესი ზეთი დადეთ და ვინც არ გადავიდეს სხვა ბრენდზე, ის იყოს კეიჩი ცუჩიას თუქსუსი biggrin.gif


აჰა ძმაო შენ შედარებისათვის.


შევადაროთ ELF 5-50 HTX 805 VS MOTUL 5-40 300V

ეს ორი იმიტომ რომ 5-40 არ აქვს ელფს.



40 გრადუსზე MOTUL-ის სიბლანტე - 74,2 ELF-ის 117
100 გრადუსზე MOTUL-ის სიბლანტე - 13,1 ELF-ის 19,3
ფლეშ პოინტი მოტული 216, ელფი 222

რამდენზე ცვლით 300V-ს ქალაქში რომ დადიხართ მაშინ?

შენი დადებულებიდან ის გაქვს შემოხაზული რაც შენი აზრით უკეთEსია ხო ? biggrin.gif სხვადასხვა სიბლანტის ზეთის ვისკოსტებს ადარებ ერთიდაიგივე ტემპერატურაზე biggrin.gif
წითლად შემოგვიხაზე სადღAც პატარა ასოებით მიუწერიათ რალი და წრიული რბოლაო, 300ვ-ზე რომ პირველივე პოსტში რაც წერია იმას არ უყურებ ხო ? Subaru Wrt, World rally championship და ასე შემდეგ smile.gif

სულ უცხოები რო იყოთ ალბათ ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის და იმის გამო რომ თQვენი ზეთEბი გაყიდოთ არასამართლიანი ინფორმაციის თAვზე მოხვევისთვის შეიძლება სხვა ზომები მიგვეღო, მაგრამ მოდი დავრჩEთ მეგობრებად smile.gif მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მოტული პირაპირ ასოცირდება ვრც-სთAნ, სუბარუსთან, მოტოსთAნ, ყველანაირ ფორსირებულ ძრავებთAნ, თQვენ ეხლა ფურცლებით და ციფრების არასამართლიანი და უსაფუძვლო შედარებებით გვიმტკიცებთ თეთრზე შავს. გაიარეთ იამოტოში და გამოართვით მიტასუს ზეთEბის ტდს-ები, მაგაზე მაღAლი კლასიფიკაციის ზეთEბი შეიძლება საქართველოში ვერც ნახოთ, მაგრამ რაც არის ყველამ ვიცით.

მე ძლიან დიდი ხანი ვხმარობდი შელს, ენეოსსაც ვხმარობდი უტურბინო ძრავებზე, სხვა ზეთEბსაც მაგრამ საბოლოოდ პრაქტიკამ (მთEლ დანარჩენ ქვეყნებს თAვი რო დავანებოთ) ერთ დასკვნამდე მიგვიყვანა, 100%-ით ვიცი რაცაა ხარისხიანი და ძალიან კარგი (კარგი ბევრია). თQვენსავით უამრავი კომპანია მოდის რომელსაც რაღAც ზეთი შემოაქვს და ყველა იმას ამტკიცებს რომ ჩემი ზეთი მაგარია და მაგ საშინელ მოტულს მანქანებში რატო ასხავთო smile.gif უკვე ღAდაობამდეც კია მისული ეს თEმა

bako
ციტატა(bako @ 18th June 2013 - 14:11) [snapback]503151[/snapback]
კოტე ჩემზე კარგად იცი რო აპარატებით, ქლიბის ხახუნით როლიკის ტრიალIთ ზეტი არ მოწმდება. მე ალექსის ვტხოვ რო სპეც ფასში მიცეს ზეთები იმ სუბარუშნიკებს, ვისაც მართლა აინტერესებს მიიღოს ზუსტი პროდუქტი კარგ ფასში და არა გაბერილში...

ფურცლების, თეორიის და უმნიშვნელო ციფრების ერთმანეთთან შედარებას მემგონი თუნდაც ეგ ქლიბის ხახუნი და როლიკების ტრიალი ჯობია.
კარგია ფასს როცა გვიკლებენ სხვადასხვა პროდუქტზე, მაგას რა ჯობია, მაგრამ ჩAვსვათ ყველაფერი სამართლიან და ზომიერების ფარგლებში.
იმის მტკიცება რომ ელფი მოტულს ჯობია და ელფი უფრო იაფი ღირსო უკვე არასწორია, სამართლიანი იქნებოდა დაგეწერათ რომ ელფი რაც შემოდიოდა იყო ნაგავი, ეხლა გარწმუნებთ და დედას ვიფიცებით რომ შემოვა ბევრად უკეთEსი და ისეთი რომ ძრავი არ გაფუჭდება და მოგცემთ იაფად. ვინც დაინტერესედაბა და ვისთვისაც ზეთებზე ექსპერიმენტები და უმნიშვნელოვანეს დეტალში თAნხის დაზოგვა ურჩევნია მოვა და შეიძენს



აჰა იგივე თEმა, შეცდომაში შეყვანა

Alexandro
ციტატა(Alexandro @ 18th June 2013 - 16:40) [snapback]503207[/snapback]
კაი ეხლა ბარემ Motul 10-40 300v VS ELF 15-40 HTX 835 Reduced: 64% of original size [ 1000 x 500 ] - Click to view full image40 გრადუსზე MOTUL-ის სიბლანტე -89,5 ELF-ის 91100 გრადუსზე MOTUL-ის სიბლანტე - 14 ELF-ის 15,2 ფლეშ პოინტი მოტული 226, ელფი 224

მოდი ეხლა აგვიხსენი ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავებს ელფის 15w40-s უფრო მეტი ვისკოსტი რო აქვს ვიდრე მოტულის 10w40-ს და სამაგიეროდ უფრო ნაკლები ვისკოსტები ვიდრე მოტულის 15w50-ს ეგ რას ნიშნავს კაია თუ ცუდია და რატო ?





xaron
ციტატა(xaron @ 18th June 2013 - 16:21) [snapback]503199[/snapback]
სიბლანტეები და მონაცემები ეგრე MEGUINსაც არანაკლები აქვს მაგრამ მაგაზი უბანძესი ზეთი დედამიწის ზურგზე არ არსებობს ბათუმში ჩასვლამდე BMW 4ცილინდრიანმა 2 ლიტრა შეჭამა

+1
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
Alexandro   ELF VS Motul   Jun 18 2013, 11:42
R-O-M-A   Alexandro მადლობა ინფ...   Jun 18 2013, 11:50
shota   Alexandro მეზარება წა...   Jun 18 2013, 11:52
Alexandro   ხო სულ დამავიწყდა, ...   Jun 18 2013, 11:53
VADA   Alexandro 300V-ის შესაბა...   Jun 18 2013, 11:57
Alexandro  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge