IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ცენტრალური დიფერენციალის მართვა, მხოლოდ ავტომატიკაზე
maxouni
გამოხმაურება Nov 9 2009, 12:53
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,778
რეგისტრ.: 21-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 38




ალბათ ხშირად გაგიგიათ ტომ VTD კარობკა უკეთესია Active AWD-ზე იმიტომ რომ აქტიურის ტორქის გადანაწილება 90/10-ია რაც სამწუხაროდ წააგავს
4X4 ვექტრას AWD სისტემას.
მაგრამ ვინაიდან უკანა ხიდის მართვა ხდება ელექტრონულად ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენ თვითონ ვმართოთ ცენტრალური დიფერენციალი.
ანუ სურვილისამებრ შევძლოთ მისი დაბლოკვა და თორქის გადანაწილება 50/50
გადაკეთება საკმაოდ მარტივია.
1. მანუალში თუ ჩავიხევებით ვნახავთ რომ ცენტრალური დიფერენციალის მართვის სოლენოიდის წინაღობა 10-17 ომია. ამიტომ მოვამზადებთ დაახლოებით 15 ომიან წინაღობას რომლის მინიმალური სიმძლავრე 10W(ვატი) უნდა იყოს თორემ დაიწვება. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება 4 ცალი 60 ომიანის დაპარალელება.
2. ამ წინაღობის ერთ ბოლოს კარგად დავამაგრებთ მანქანის კორპუსზე ანუ დავამასებთ და მეორე ბოლოს ჯერჯერობით დავიმახსოვრებთ.
3. კარობკის კომპიუტერთან(TCM) მოვძებნით ცენტრალური დიფერენციალის მართვის სადენს. პინის ნიმერი ზუსტად არ მახსოვს (თუა არ ვცდები B54 შტეკერზე 15 ნომერი) მაგრამ უნდა იყოს თეთრი მწვანე ზოლით.
4. ჩავჭრით ამ სადენს და დავაგრძელებთ მინიმუმ იმ დიამეტრის სადენებით როგორიც ქარხნულია (10 ვატს უნდა გაუძლოს).
5. დავუყენებთ 3 კონტაქტიან გადამრთველს ღილაკს, რომელიც მუშაობს შემდეგნაირად : პოზიცია I კონტაქტები 1 და 2 დაკონტაქტებულია კონტაქტი 3 ჰაერშია ; პოზიცია II კონტაქტები 2 და 3 დაკონტაქტებულია კონტაქტი 1 ჰაეშია (იმედია მოხვდებით რომ ღილაკზე კონტაქტების ნუმერაცია პირობითია)
6. გადამრთველის #2 ფეხზე მივამაგრებთ TCM-დან მომავალ სადენს
7. გადამრთველის #1 ფეხზე მივამაგრებთ კარობკისკენ მიმავალ სადენს
8. გადამრთველის #3 ფეხზე მივამაგრებთ წინაღობისსენ მიმავალ სადენს რომელიც წეღან დავიმახსოვრეთ.
შედეგი ასეთი იქნება : გადამრთვეის პოზიცია I ცენტრალური დიფერენციალის მართვა ქარხნულია; გადამრთველის პოზიცია II ცენტრალური დიფერენციალი დაბლოკილია და ხიდებს შორის განაწელაბა გვაქვს 50/50.
კიდევ ერთჯერ ვიმეორებ რომ ეს ეხება Active AWD კარობკებს TZ მარკირებით
ამ ყველაფერს ოფციაში შეგვიძლია დავამატოთ დატჩიკი რომელიც გვაჩვენებს ცენტრალური დიფერენციალის დაბლოკვის ხარისხს ანუ ხიდებს შორის თორქის თანაფარდობას რომელიც სასარგებლო ინფორმაციასაც მოგვცემს ქარხნულ რეძიმში გადართულ მდგომარეობაში და თან გაგვაფრთხილებს შემთხვევით ჩართული რომ არ დაგვრჩეს 50/50.
გისურვებთ წარმატებებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
maxouni
გამოხმაურება Nov 9 2009, 16:41
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,778
რეგისტრ.: 21-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 38




ციტატა(Vajika @ 9th November 2009 - 17:04) [snapback]50684[/snapback]
მე მინდა პირველმა გამოვცადო ჩემი კარობკა და დამეხმარები მაგის გაკეთებაში? მითხარი რა არი საჭირო!!

კაცოოოუ, სულ დანომრილი ჩამოვწერე ზემოთ და მეტი რა ვქნა? biggrin.gif

ციტატა(STI-888 @ 9th November 2009 - 17:04) [snapback]50685[/snapback]
და მახო რა მაინტერესებს ძრავის ჩაქრობით დეფოლტზე სტანდარტულ მდგომარეობაში რომ ბუნდებოდეს არ სეიძლება? როგორც DCCD ბრუნდება ავტომატურ რეჟიმში?

სულ ოდნავ გააძვირებს თორემ როგორ არ შეიძლება
ციტატა(chrdili @ 9th November 2009 - 17:34) [snapback]50693[/snapback]
ისე იმპრეზასნაირი სატრიალო რო გაკეთდეს, ცვლადი წინაღობით?

თუ გეგულება სადმე 10 ვატინი წინაღობა როგორ არ შეიძლება biggrin.gif მე არა მგონია სადმე იპოვო, იმიტომ რომ 10 ვატიანი წინაღობა კაი მოზრდილი მუშტის ხელაა და ჯერ სად უნდა დააყენო და მერე იმის ტრილი არ გინდა? ბარემ გადადი და მიაწექი მანქანას biggrin.gif

.
ციტატა(nika @ 9th November 2009 - 17:16) [snapback]50692[/snapback]
უფრო მეტს გეტყვით. ტვინიანი კოლოფების უმეტესობა ასევე სოლენოიდებით იმართება და მაგის ტიპტრონიკად გადაკეთებაც ძაან იოლად შეიძლება (ტიპტრონიკის ფუნქციის დამატება).

ნამდვილად შეიძლება , მე გადამიკეთებია ეგრე ფორდის კარობკა, მაგრამ მერე დაახლოებით ისეთივე კომფორტულია როგორც ტანკი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
maxouni   ცენტრალური დიფერენციალის მართვა   Nov 9 2009, 12:53
STI-888   მაგადიაა :)   Nov 9 2009, 13:54
Raven   maxouni ეგ ვინმეს გა...   Nov 9 2009, 14:01
Matador   ვაა, აი მახოჯან!!...   Nov 9 2009, 14:15
Vajika   maxouni შეიძლება შე...   Nov 9 2009, 14:30
Sturbo   maxouni საინტერესოა წნ...   Nov 9 2009, 14:31
chrdili  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge