![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ალბათ ხშირად გაგიგიათ ტომ VTD კარობკა უკეთესია Active AWD-ზე იმიტომ რომ აქტიურის ტორქის გადანაწილება 90/10-ია რაც სამწუხაროდ წააგავს
4X4 ვექტრას AWD სისტემას. მაგრამ ვინაიდან უკანა ხიდის მართვა ხდება ელექტრონულად ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენ თვითონ ვმართოთ ცენტრალური დიფერენციალი. ანუ სურვილისამებრ შევძლოთ მისი დაბლოკვა და თორქის გადანაწილება 50/50 გადაკეთება საკმაოდ მარტივია. 1. მანუალში თუ ჩავიხევებით ვნახავთ რომ ცენტრალური დიფერენციალის მართვის სოლენოიდის წინაღობა 10-17 ომია. ამიტომ მოვამზადებთ დაახლოებით 15 ომიან წინაღობას რომლის მინიმალური სიმძლავრე 10W(ვატი) უნდა იყოს თორემ დაიწვება. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება 4 ცალი 60 ომიანის დაპარალელება. 2. ამ წინაღობის ერთ ბოლოს კარგად დავამაგრებთ მანქანის კორპუსზე ანუ დავამასებთ და მეორე ბოლოს ჯერჯერობით დავიმახსოვრებთ. 3. კარობკის კომპიუტერთან(TCM) მოვძებნით ცენტრალური დიფერენციალის მართვის სადენს. პინის ნიმერი ზუსტად არ მახსოვს (თუა არ ვცდები B54 შტეკერზე 15 ნომერი) მაგრამ უნდა იყოს თეთრი მწვანე ზოლით. 4. ჩავჭრით ამ სადენს და დავაგრძელებთ მინიმუმ იმ დიამეტრის სადენებით როგორიც ქარხნულია (10 ვატს უნდა გაუძლოს). 5. დავუყენებთ 3 კონტაქტიან გადამრთველს ღილაკს, რომელიც მუშაობს შემდეგნაირად : პოზიცია I კონტაქტები 1 და 2 დაკონტაქტებულია კონტაქტი 3 ჰაერშია ; პოზიცია II კონტაქტები 2 და 3 დაკონტაქტებულია კონტაქტი 1 ჰაეშია (იმედია მოხვდებით რომ ღილაკზე კონტაქტების ნუმერაცია პირობითია) 6. გადამრთველის #2 ფეხზე მივამაგრებთ TCM-დან მომავალ სადენს 7. გადამრთველის #1 ფეხზე მივამაგრებთ კარობკისკენ მიმავალ სადენს 8. გადამრთველის #3 ფეხზე მივამაგრებთ წინაღობისსენ მიმავალ სადენს რომელიც წეღან დავიმახსოვრეთ. შედეგი ასეთი იქნება : გადამრთვეის პოზიცია I ცენტრალური დიფერენციალის მართვა ქარხნულია; გადამრთველის პოზიცია II ცენტრალური დიფერენციალი დაბლოკილია და ხიდებს შორის განაწელაბა გვაქვს 50/50. კიდევ ერთჯერ ვიმეორებ რომ ეს ეხება Active AWD კარობკებს TZ მარკირებით ამ ყველაფერს ოფციაში შეგვიძლია დავამატოთ დატჩიკი რომელიც გვაჩვენებს ცენტრალური დიფერენციალის დაბლოკვის ხარისხს ანუ ხიდებს შორის თორქის თანაფარდობას რომელიც სასარგებლო ინფორმაციასაც მოგვცემს ქარხნულ რეძიმში გადართულ მდგომარეობაში და თან გაგვაფრთხილებს შემთხვევით ჩართული რომ არ დაგვრჩეს 50/50. გისურვებთ წარმატებებს |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ციტატა(maxouni @ 9th November 2009 - 17:41) [snapback]50701[/snapback] თუ გეგულება სადმე 10 ვატინი წინაღობა როგორ არ შეიძლება მე არა მგონია სადმე იპოვო, იმიტომ რომ 10 ვატიანი წინაღობა კაი მოზრდილი მუშტის ხელაა და ჯერ სად უნდა დააყენო და მერე იმის ტრილი არ გინდა? ბარემ გადადი და მიაწექი მანქანას აქ ცოტა გავატტ)*&% იმიტომ რომ აქ იმპულსებით იმართება და თავისუფლად შეიძლება, უბრალოდ დასადგენია იმპულსების სიგანეები ზუსტად ამ იმპულსების სიგანეების გაზომვით იმუშავებს აი აეს : ციტატა(mishaj @ 9th November 2009 - 17:53) [snapback]50708[/snapback] ძალიან მაგარია!! რა მაინტერესებს იცი, ბლოკირების მაჩვენებელი უბრალოდ წინაღობას გაზომავს თუ რამე სხვა მეთოდი გაქვს მხედველობაში? ციტატა(SUB 300 @ 9th November 2009 - 17:47) [snapback]50706[/snapback] ჩემ კარობკაზე თუ გინდათ ჩაატარეთ ცდა მაინც ისე დევს შენს კარობკაზე არ გამოვა იმიტომ რომ TV კარობკაა და ეგ უკეთესია ბოლომდე დაბლოკილზე. TZ რამდენიც არ უნდა ბლოკო უკან 50-ზე მეტს მაინც ვერ გადაიტანს და TV-ს შეუძლია 65 წაიღოს უკან. ციტატა(chrdili @ 9th November 2009 - 17:43) [snapback]50703[/snapback] ციტატა(maxouni @ 9th November 2009 - 18:41) ნამდვილად შეიძლება , მე გადამიკეთებია ეგრე ფორდის კარობკა, მაგრამ მერე დაახლოებით ისეთივე კომფორტულია როგორც ტანკი რაში გამოიხატებოდა? იმაში გამოიხატებოდა რომ ძალიან უხეშად გადაწქონდა სიჩქარეში, დარტყმები ჰქონდა ციტატა(Raven @ 9th November 2009 - 18:00) [snapback]50711[/snapback] Полноприводная модель с автоматической коробкой передач (Е-4АТ) использует систему распределения тягового усилия при помощи гидромуфты (многодискового электронноуправляемого сцепления в масляной ванной гидромуфты --- უკვე ტყუილია ახლა ზეპირად არ მახსოვს ლინკი, მაგრამ ჩვენს ფორუმზე დევს ის სტატია ტოიოტას ფორუმიდან სადაც ზუსტადაა აღწერილი TZ კატრობკის მუშაობის პრინციპი, მაზსოვს დიდი დისკუსია იყო მაგ თემაზე, ისიც მახსოვს პეინამ იქ რომ აღმოაჩინა კარობკები კოდით როგორ უნდა გაარჩიო, რომ TZ არის Active AWD და TV - VTD. ისიეც მახსოვს Active AWD-ს როგორ დაასვარეს თავზე და ვერავინ ვერაფერი უპასუხა, იმიტომ რომ მართლა არაა სრულყოფილი სისტემა. მართალია მთლად CRV არ არის რომ უკანა ხიდი საერთოდ გაუთიშოს სა ახალ მტვარეზე რომ ჩართოს 2 და ისიც 2 კვირის დაგიანებით, მაგრამ მექანიკის 50/50-გან საკმაოდ შორს რომაა ეგ ფაქტია. მე ამ ბლოკირატორის გაყიდვას კი არ ვაპირებ ![]() |
|
|
![]() ![]() |