IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ცენტრალური დიფერენციალის მართვა, მხოლოდ ავტომატიკაზე
maxouni
გამოხმაურება Nov 9 2009, 12:53
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,778
რეგისტრ.: 21-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 38




ალბათ ხშირად გაგიგიათ ტომ VTD კარობკა უკეთესია Active AWD-ზე იმიტომ რომ აქტიურის ტორქის გადანაწილება 90/10-ია რაც სამწუხაროდ წააგავს
4X4 ვექტრას AWD სისტემას.
მაგრამ ვინაიდან უკანა ხიდის მართვა ხდება ელექტრონულად ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენ თვითონ ვმართოთ ცენტრალური დიფერენციალი.
ანუ სურვილისამებრ შევძლოთ მისი დაბლოკვა და თორქის გადანაწილება 50/50
გადაკეთება საკმაოდ მარტივია.
1. მანუალში თუ ჩავიხევებით ვნახავთ რომ ცენტრალური დიფერენციალის მართვის სოლენოიდის წინაღობა 10-17 ომია. ამიტომ მოვამზადებთ დაახლოებით 15 ომიან წინაღობას რომლის მინიმალური სიმძლავრე 10W(ვატი) უნდა იყოს თორემ დაიწვება. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება 4 ცალი 60 ომიანის დაპარალელება.
2. ამ წინაღობის ერთ ბოლოს კარგად დავამაგრებთ მანქანის კორპუსზე ანუ დავამასებთ და მეორე ბოლოს ჯერჯერობით დავიმახსოვრებთ.
3. კარობკის კომპიუტერთან(TCM) მოვძებნით ცენტრალური დიფერენციალის მართვის სადენს. პინის ნიმერი ზუსტად არ მახსოვს (თუა არ ვცდები B54 შტეკერზე 15 ნომერი) მაგრამ უნდა იყოს თეთრი მწვანე ზოლით.
4. ჩავჭრით ამ სადენს და დავაგრძელებთ მინიმუმ იმ დიამეტრის სადენებით როგორიც ქარხნულია (10 ვატს უნდა გაუძლოს).
5. დავუყენებთ 3 კონტაქტიან გადამრთველს ღილაკს, რომელიც მუშაობს შემდეგნაირად : პოზიცია I კონტაქტები 1 და 2 დაკონტაქტებულია კონტაქტი 3 ჰაერშია ; პოზიცია II კონტაქტები 2 და 3 დაკონტაქტებულია კონტაქტი 1 ჰაეშია (იმედია მოხვდებით რომ ღილაკზე კონტაქტების ნუმერაცია პირობითია)
6. გადამრთველის #2 ფეხზე მივამაგრებთ TCM-დან მომავალ სადენს
7. გადამრთველის #1 ფეხზე მივამაგრებთ კარობკისკენ მიმავალ სადენს
8. გადამრთველის #3 ფეხზე მივამაგრებთ წინაღობისსენ მიმავალ სადენს რომელიც წეღან დავიმახსოვრეთ.
შედეგი ასეთი იქნება : გადამრთვეის პოზიცია I ცენტრალური დიფერენციალის მართვა ქარხნულია; გადამრთველის პოზიცია II ცენტრალური დიფერენციალი დაბლოკილია და ხიდებს შორის განაწელაბა გვაქვს 50/50.
კიდევ ერთჯერ ვიმეორებ რომ ეს ეხება Active AWD კარობკებს TZ მარკირებით
ამ ყველაფერს ოფციაში შეგვიძლია დავამატოთ დატჩიკი რომელიც გვაჩვენებს ცენტრალური დიფერენციალის დაბლოკვის ხარისხს ანუ ხიდებს შორის თორქის თანაფარდობას რომელიც სასარგებლო ინფორმაციასაც მოგვცემს ქარხნულ რეძიმში გადართულ მდგომარეობაში და თან გაგვაფრთხილებს შემთხვევით ჩართული რომ არ დაგვრჩეს 50/50.
გისურვებთ წარმატებებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
nika
გამოხმაურება Nov 10 2009, 11:59
გამოხმაურება #2


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 517
რეგისტრ.: 24-May 09
მომხმარებელი № 117




ციტატა(PAINKILLER @ 10th November 2009 - 12:29) [snapback]50959[/snapback]
1 პოზიციაში სულ დაბლოკილია ხიდი, HOLD-ის გარეშეც

ეს კიდე ჯობია გაუთიშო. ვთქვათ და მე სერპანტინზე ჩამოვდივარ და 1-ში მაქ კოლოფი. რა გამოდის რომ ცენტრი დაბლოკილია? მოვსპობ ეგრე ტრანსმისიას. ოღონდ არ თქვა რო ეგეთი ადგილები არაა არსად. ძაანაც კარგად არის.
ნუ მეორეზე საერთოდ არ მაქ საუბარი მეორეში ყველა ვარიანტში გათიშული უნდა იყოს.

დაძალებით ჩართვაზე კიდე ერთს ვიტყვი. ნივაზე მოგეხსენებათ ნებისმიერ სიჩქარეზე შეგიძლია დაბლოკო ცენტრი. ხოდა ახლაც დიდი დისკუსიები მიდის მაგაზე ზამთარში თოვლზე დაბლოკილით ჯობია სიარული თუ გახსნილით. ორივეს აქვს თავისი უპირატესობები. ამიტომაც მგონია რომ 100-ითაც დაბლოკილი სიარული რო შეგეძლოს ძაან კარგი იქნება. ტრანსმისიას კიდე არაფერი არ მოუვა მაგ დროს. უცხოური Part Time ჯიპების უმეტესობის ინსტრუქციაში პირდაპირ წერია რომ წინა ხიდის ჩართვა 100 კმ/სთ სიჩარემდე შეიძლება (ვისაც ავტომატური პნევმოჩართვა აქვთ იმათ გაჩერებაც არ სჭირდება სამაგისოდ)
Go to the top of the page
 
+Quote Post
PAINKILLER
გამოხმაურება Nov 10 2009, 12:24
გამოხმაურება #3


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




ციტატა(nika @ Nov 10 2009, 13:59) [snapback]50997[/snapback]
ეს კიდე ჯობია გაუთიშო. ვთქვათ და მე სერპანტინზე ჩამოვდივარ და 1-ში მაქ კოლოფი. რა გამოდის რომ ცენტრი დაბლოკილია? მოვსპობ ეგრე ტრანსმისიას. ოღონდ არ თქვა რო ეგეთი ადგილები არაა არსად. ძაანაც კარგად არის.
ნუ მეორეზე საერთოდ არ მაქ საუბარი მეორეში ყველა ვარიანტში გათიშული უნდა იყოს.

დაძალებით ჩართვაზე კიდე ერთს ვიტყვი. ნივაზე მოგეხსენებათ ნებისმიერ სიჩქარეზე შეგიძლია დაბლოკო ცენტრი. ხოდა ახლაც დიდი დისკუსიები მიდის მაგაზე ზამთარში თოვლზე დაბლოკილით ჯობია სიარული თუ გახსნილით. ორივეს აქვს თავისი უპირატესობები. ამიტომაც მგონია რომ 100-ითაც დაბლოკილი სიარული რო შეგეძლოს ძაან კარგი იქნება. ტრანსმისიას კიდე არაფერი არ მოუვა მაგ დროს. უცხოური Part Time ჯიპების უმეტესობის ინსტრუქციაში პირდაპირ წერია რომ წინა ხიდის ჩართვა 100 კმ/სთ სიჩარემდე შეიძლება (ვისაც ავტომატური პნევმოჩართვა აქვთ იმათ გაჩერებაც არ სჭირდება სამაგისოდ)

1-ში დაბალ სიჩქარეზე დაბლოკილზე რა უნდა მოუვიდეს კარობკას? თუ ტრანსმისიაში ჰიდრომუფტასაც გულისხმობ, არც მაგას მოუვა რამე, იმიტომ რომ ხიდებს შორის ბრუნთა სხვაობა იმდენად დიდი ვერ იქნება რომ ფრიქციონები დაბრიდოს smile.gif

თოვლზე კი თუ ძალიან სრიალებს, სჯობია დაბლოკილი იყოს მუდმივად, და მაგ დროს 100კმ/სთ-ით ისედაც ვერ ივლი smile.gif

სადაც 100კმ/სთ-ით ივლი, იქ მოხვევასაც დიდი მნიშნველობა ექნება, ამიტომ დიფერენციალი უნდა მუშაობდეს მაგ დროს smile.gif ან სულ სწორი გზა უნდა იყოს biggrin.gif



--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
maxouni   ცენტრალური დიფერენციალის მართვა   Nov 9 2009, 12:53
STI-888   მაგადიაა :)   Nov 9 2009, 13:54
Raven   maxouni ეგ ვინმეს გა...   Nov 9 2009, 14:01
Matador   ვაა, აი მახოჯან!!...   Nov 9 2009, 14:15
Vajika   maxouni შეიძლება შე...   Nov 9 2009, 14:30
Sturbo   maxouni საინტერესოა წნ...   Nov 9 2009, 14:31
chrdili  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge