IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> მშენებარე ბინას ვყიდულობ სანზონაში, ხოდა მჭირდება თქვენი მეგობრული რჩევები
SUBARU WRX STI B...
გამოხმაურება Jul 19 2013, 09:52
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,256
რეგისტრ.: 30-September 12
მდებარ.: Telavi
მომხმარებელი № 2,989




მოკლედ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ამ ეტაპზე და ერთი კვირა მაქვს დრო არჩევანის გასაკეთებლად, სანზონაში მეტროღრმაღელეს მიმდებარედ გურამიშვილის #58-ში "ჯორჯიან ჰაუზ პლუსი"-საგან მინდა შევიძინო თეთრი კარკასი 550$-ად, ორი თვეა რაც დაიწყო მშენებლობა და 26 თვეში აპირებენ დამთავრებას, რატომ ვაკეთებ ამ ბინაზე არჩევანს და არ მაქვს ფული წინასწარ რომ უკვე აშენებული ვიყიდო, პირობა ესეთი აქვთ, 5000$ უნდათ წინასწარი შესატანი და შემდეგ შიდა უპროცენტო განვადება, არ აქვთ სართულების მიხედვით ფასები განსხვავებული, 1-დან მე-17 სართულის ჩათვლით ღირებულება შეადგენს 1მ2-ის 550$-ს, არჩევანი დიდია რადგან 300-მდე ბინიდან 90 -ია დაკავებული ჯერ, შენდება ორი კორპუსი: ერთსადარბაზოიანი და ორსადარბაზოიანი ეზოთი და მიწისქვეშა ორსართულიანი ავტოსადგომით, ასევე კომერციული ფართები კორპუსების დაბლა და წინ, ამ კომპანიას დამთავრებული აქვს უკვე ერთი კორპუსი გურამიშვილის 12#-ში, როგორც შევხედე სერიოზული ხალხი ჩანს და დამთავრებულ კორპუსში ვისაც შეძენილი აქვთ კიდევ ამ კორპუსშიც ყიდულობდნენ გუშინ, აშენებენ თავიანთი სახსრებით და არანაირი სესხით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება და მემგონი დაამთავრებენ და არ გაკოტრდებიან.

კიტხვები რაც მაქვს ეხლა:

1) თუ ვინმეს გსმენიათ ამ ხალხის შესახებ მაინც კიდევ გადავაზუსტო;
2) ავირჩიე მე-15 სართულზე 80 მ2 ბინა მტკვრის მხარეს ხედით და ამ სიმაღლეზე მაინტერესებს დადებითიც და უარყოფითი მხარეებიც;
3) ადგილი ვიცი რომ არ არის მაინცდამაინც ცენტრი მარა ფასთან შედარებით მემგონი არც ძაან ცუდი უნდა იყოს და თუ იცით ბინის ფასები მითხარით რამეში ხომ არ ვტყუვდები;
4) მოკლედ განვიხილოთ ყველაფერი და არჩევანი უნდა გავაკეთო იქით კვირაში, იქნებ ვინმეს გინდოდეთ და მეზობლებიც გავხდეთ smile.gif , არ შეგეხათროთ ნებისმიერი უარყოფითი აზრის გამოხატვის, მე ყველას მოვისმენ და არჩევანს ისე გავაკეთებ

ესეც ლინკი

მშენებარე ბინა გურამიშვილის 58-ში
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
nik_je
გამოხმაურება Jul 19 2013, 12:02
გამოხმაურება #2


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 374
რეგისტრ.: 5-May 13
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 3,421




ციტატა(SUBARU WRX STI B4 @ 19th July 2013 - 10:52) [snapback]512019[/snapback]
თუ ვინმეს გსმენიათ ამ ხალხის შესახებ მაინც კიდევ გადავაზუსტო


1. რეესტრში გადაამოწმე, რამე ქონება თუ უფიქსირდებათ მფლობელებს და კომპანიას ცალკე
2. გადაამოწმე ეს ქონება უკვე დატვირთული ხო არ არის
3. კონტრაქტი შეუდგინე ისე, რომ ორ აზროვანი მუხლები მინიმუმამდე დაიყვანო
4. თუ ქონება არ გააჩნიათ, შეეშვი დიდი პროცენტია შარის
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
SUBARU WRX STI B4   მშენებარე ბინას ვყიდულობ სანზონაში   Jul 19 2013, 09:52
crimson   SUBARU WRX STI B4 ძალიან მ...   Jul 19 2013, 09:59
SUBARU WRX STI B4  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge