IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> სუბარუს ძრავების EJ სერია, და Stroker Kit-ები ...
VADA
გამოხმაურება Jul 25 2013, 13:23
გამოხმაურება #1


პოხუი STI
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,334
რეგისტრ.: 13-January 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 724




EJ სერიის ძრავი, პირველად გამოვიდა 1989 წელს. იაპონიაში 1.8 მოცულობით და ამერიკისთვის 2.2-იანი მოცულობით. ორივე ძრავი იდო ლეგასში. EJ22 და EJ18 გამოვიდა ევროპული ბაზრისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ეს ძრავიები ცენტრალური შეფრქვევის სისტემით მუშაობდა, გარდა ინგლისური ბაზრისთვის გამოშვებული ძრავებისა. რომელიც კარბურატორულ სისტემაზე იყვნენ.
მიუხედავა იმისა, რომ იაპონური ძრავები მოცულებით პატარებია, ამერიკული ანალოგებთან შედარებით, სიმძლავრე უფრო მეტი ჰქონდათ. ეს იყო, ძირითადად, ორვალიანი გალოვკებისა და გამშვების სისტემის დამსახურება.
პირველად ამერიკაში, ტურბინიანი ძრავით ლეგასი, გამოუშვეს 1992 წელს. 2.2-იანი მოცულობით, 1 ვალიანი კონსტრუქციით, ინტერქულერის გარეშე და 163 ცხენის ძალით. იაპონიაში კი 2.0-იანი მოცულობის ძრავით აღჭურვილი ლეგასი კი 208 ცხენით ამაყობდა.
1992 წლიდან, EJ სერიის ხაზით გამოუშვეს 1.6-იანი მოცულობის ძრავები 95 ცხენი ძალით. ჩრდილოეთ ამერიკისთვის ცალკე შექმნეს 145 ცხენის ძალიანი EJ22 ძრავი. შექმენს ასევე 2.5 ლიტრიანი ძრავები ამერიკისთვის 165 ცხენის ძალით. იაპონური და ავსტრალიური ბაზრისთვის კი გამოუშვეს 2.0-იანი ატმოსფერული ძრავები 148 ცხენით.
აღსანიშნავია, რომ ყველა ბაზრისთვის, გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა, EJ20H და EJ20R ძრავები აღჭურვილი იყო სეკვენტალური ტვინტურბო სიტემებით. რომელთათვისაც დამახასიათებელი იყო, საგრძნობი ლაგი ერთი ტურბინიდან წყვილ ტურბინაზე გადასვლამდე. ეს მომენტი გამოასწორეს EJ206 და EJ208 ძრავებში, რომლებიც დგას მეოთხე თაობის ლეგასებში.
1993 წლიდან გამოდის იმპრეზები. რომელთაც აბრევიატურაში მიმატებული ჰქონდათ GT ან Turbo ბაზრის რეგიონების მიხედვით. მასში იდო 240 ცხენის ძალიანი 2.0 ლიტრიანი მოცულობის ძრავები. იგივე ძრავები იდო ლეგასებშიც, მაგრამ მათი ცხენები 217-ს არ გაცილებია.
1 წლის შემდეგ, ინჟინრებმა მოუმატოს ცხენები ძრავს 6 ერთეულით, რამაც თავის მხრივ თორქის დაწევა გამოიწვია 309-დან 279 ერთეულამდე. თუმცა 1994 წლიდან გამოუშვეს, რალის სერიასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელი - WRX STI. 250 ცხენითა და 309 თორქით.
აღსანიშნავია, რომ ამერიკაში პირველი WRX გამოჩნდა 2002 წელს 227 ცხენის ძალიანი ძრავით და WRX STI 2003 წლიდან, იგივე სიმძლავრის ძრავით.

მთლიანობაში, გამოშვებულია 6-ნაირი მოცულობის ძრავები სხვადასხვა ქვეყნისთვის, მაგრამ არსადაა მთლიანი გამით და მახასიათებლებით წარდგენილი.

ქვემოთ მოვყვანილ სიაში ჩამოწერილია ძრავები შემდეგი მახასიათებლებით:
ძრავის მოცულობა, ცხენის ძალები, თორქი, პორშინის სვლის სიგრძე, დიამეტრი და მოდელი

1493 97ც.ძ./129ნმ 65,8მმ/85მმ SOHC Impreza
1498 107ც.ძ./142ნმ 79,0მმ/77,7მმ DOHC Impreza
1597 90-95ც.ძ./128-143ნმ 65,8მმ/87,9მმ SOHC Impreza
1820 103ც.ძ./147ნმ 75მმ/87მმ SOHC Impreza, Legacy
1994 115-160ც.ძ./170-187ნმ 75მმ/92მმ SOHC Impreza, Legacy, Forester
1994 150-160ც.ძ./186-196ნმ 75მმ/92მმ DOHC Impreza
1994 ტურბინირებული 170-280ც.ძ./240-343ნმ 75მმ/92მმ DOHC Impreza, Legacy, Forester
2212 128-131ც.ძ./190-193ნმ 75მმ/96,9მმ SOHC Legacy
2212 ტურბინირებული 163ც.ძ./250ნმ 75მმ/96,9მმ SOHC Legacy
2212 ტურბინირებული 280ც.ძ./395ნმ 75მმ/96,9მმ DOHC Impreza
2457 150-165ც.ძ./221-227ნმ 79მმ/99,5მმ SOHC Legacy
2457 165-170ც.ძ./220-223ნმ 79მმ/99,5მმ DOHC Legacy
2457 ტურბინირებული 210-280ც.ძ./320-379ნმ 79მმ/99,5მმ DOHC Impreza, Legacy

მიუხედავად თანმიმდევრობითი გაუმჯობესებისა EJ სერიის ძრავებისა, ბლოკის გეომეტრია დღემდე უცვლელია - ოპოზიტური განლაგებით. დიდად არც ცილინდრის დიამეტრი და პორშინის სვლის სიგრძე შეცვლილა. გარდა, ახალი, 2007 წლის 1.5 ლიტრიანი ძრავებისა. სადაც პორშინის სვლის სიგრძე გაიზარდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მოდიფიკაციისთვის, ცილინდრები და სხვა შემადგენელი ნაწილები ერთნაირი არის.
1994 წლიდან დიდი გადატრიალება მოხდა ბლოკების სისტემაში. კერძოდ, ცილინდრების გაგრილების დახურული სისტემა გარდაიქმნა ღია სისტემად. როგორც მწარმოებლები აკონკრეტებენ ნახევრადღია სისტემად. მისი პლიუსებია: წონის შემცირება, უფრო ეფექტური გაგრილების სისტემის შემუშავება და რიგი ელემენტების უნიფიცირება სხვადასხვა მოცულობის ძრავებისთვის.
1994 წლიდან ყველა ამოტსფერული ძრავი აღიჭურვა გაგრილების ღია სისტემით. ასევე, ტურბინირებული ძრავებიც, მაგრამ ყველა ერთბაშად არა. 1996 წლამდე EJ20G ძრავი, ჯერ კიდევ დახურული გაგრილების სისტემით გამოდიოდა იმპრეზა WRX Type RA და WRX STI მოდელებისთვის. ეს ძრავები, სახელით RA ბლოკი, დგას რალისთვის შექმნილი იმპრეზებშიც. გაუმჯობესებული გაგრილების არხებით, გალოვკებით, რაზვესოვკით და კიდევ ბევრი რამით. დაჟე კარტერიც კი განსხვავებული აქვთ. მან მიიღო სახელად Boxer Master 4.
ეს ეგრეთწოდებული RA ბლოკი დევს იმპრეზის სამოქალაქო ვერსიაში, ლეგენდარულ 22B-ში. საიდანაც თავისუფლად იღებდნენ 400 ცხენს, ძრავის სიცოცხლიუნარიანობის ზედმეტად შემცირების გარეშე.
რადგან, RA ბლოკის წარმოება, ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომ შეიმუშავეს გაგრილების ღია სისტემა და შეიქმნა EJ20K. EJ20G-მაც განიცადა მოდიფიკაცია. მასზე დარჩა იგივე გალოვკები. ნიზი კი მიიღო EJ20K-სგან. შემდეგ წლებში, ამ ძრავისთვის, Prodrive-მა შექმნა მოლიბდენის შენადნობით დაფარული პორშინები.
ეს ყველა ცვლილება, ტუნინგის მოყვარულებისთვის არც თუ ისე კარგი იყო. რადგან ტუნინგით მიღწევადი სიმძლავრის ზღვარმა შესამჩნევად დაიწია.

1994 წლიდანვე, ამერიკის ბაზრისთვის შექმნილი, 2.5 ლიტრიანი ძრავებიც აღიჭურვა გაგრილების ღია სისტემით. რამაც რიგი პრობლემები გამოიწვია. მიუხედავად გაგრილების გაუმჯობესებისა, დაეცა ძრავის სიმტკიცის მახასიათებლები. ამიტომაც, 1999 წალმდე გამოშვებული ძრავების სიმძლავრე, ამერიკის ბაზრისთვის, არ გაცდენილა 200 ცხენს.იგივე სიმძლავრეზე იქნა დამუშავებული კლაპნების რეგულირების სისტემაც.
1999 წლიდან, ამერიკის ბაზრისთვის შემუშავდა ახალი მოდიფიცირებული ძრავები: EJ25E, EJ251 და EJ252. ცოტათი გაძლიერებული ბლოკით და გაუმჯობესებული გაგრილების სისტემით. მიუხედავად ამისა, ამ ძრავიდან 250 ცხენზე მეტის ამოღება რიგ პრობლემებთან და რისკთან იყო დაკავშირებული.
ამავე წელს ცვლილებები განიცადა ბლოკმა. პადშიპნიკმა შეიცვალა დისლოკაციის ადგილი. კალენვალზე მესამე ფუძედან, გადავიდა ბოლო, მეხუთე ფუძეზე. განახლდა გალოვკები და ტურბო სისტემები. ესეთმა ძრავებმა, მიიღეს EJ205 დასახელება, რომლებიც დგებოდა WRX-ის საექსპორტო მოდელებში და რიგ უნივერსალებში შიდა, იაპონური ბაზრისთვის. ამავე პერიოდში გამოუშვეს EJ207 ძრავები, რომლებისთვისაც დამუშავდა კლაპნების რეგულირების სისტემა. იგივე AVCS.

AVCS სისტემით აღიჭურვა 2.5 ლიტრიანი ძრავებიც. სახელწოდებით EJ255. ამ ძრავით, 2004 წლის დასაწყისში, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის აღჭურვეს სუბარუს მოდელი, კროსოვერ-პიკაპი - Baja. ცოტა გვიან ის გამოჩნდა აფრიკისა და ევროპის ბაზრისთვისაც. 2005 წლიდან კი მთელ მსოფილოს მოედო. 2005 წლიდანვე, AVCS სისტემა, სტანდარტულად ყველა EJ სერიის ყველა ძრავზე დადგა. 300 ცხენის ძალიანი EJ257 ძრავით აღიჭურვა ამერიკის ბაზრისთვის WRX STI MY. ხოლო ევროპული და აზიური ბაზრისთვის დამუშავდა რამდენიმ მოდელი, 280 ცხენის ძალიდან 320-მდე.
EJ207 ძრავი აღიჭურვა ტვინსკროლი ტურბინით. გაუმჯობესებული ინტერქულერით, შემშვებ-გამშვები სისტემით და გალოვკების მუშაობის პრინციპით, ამ ძრავიდან ამოიღეს 308 ცხენის ძალა და 422ნმ თორქი. როცა იგივე მოდიფიკაციით, მაგრამ 2.5 ლიტრიანი ძრავიდან, რომელზეც უკვე Single-scroll ტურბინა დააყენეს, ანუ VF48, ამოიღეს 309 ცხენის ძალა და 393ნმ თორქი.

ცალკე გამოსაყოფია შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული მოდიფიკაციები. როგორიცაა: S201-S204, V-Limited, RB320, GB270 და სხვა. ეს მოდელები, სხვა სერიული მოდელებისგან, გასხვავდებიან არა მარტო გაუმოჯბესებული პადვესკით, ან კარგად შესრულებული ინტერიერით, არამედ ფორსირებული ძრავებითაც.

აქვე მინდა დავწერო, თუ რომელი ძრავებით გამოდიოდა WRX და რომელი ძრავებით - WRX STI.

WRX
ძრავი EJ20G EJ20G EJ20K EJ205 EJ207 EJ255
სიმძლავრე 240/6000 260/6500 280/6500 280/6500 280/6500 260/6000
თორქი 304/5000 309/5000 328/5000 338/5000 338/5000 420/4000
ცილინდრის ბლოკი დახურული ღია(გარდა RA) ღია ღია ღია ღია
პორშინები Cast Cast Cast Cast Cast Cast

МWRX STi
ძრავი EJ20G EJ20G EJ20K EJ20K EJ205 EJ22K EJ207 EJ257
სიმძლავრე 250/6500 275/6500 280/6500 280/6500 280/6500 280/6500 320/6800 300/6000
თორქი 309/5000 319/5000 343/5000 353/5000 353/5000 363/5000 350/5000 460/4500
ცილინდრის ბლოკი დახურული დახურული ღია ღია ღია ღია ღია ღია
პორშინები კოვანნები კოვანნები კოვანნები კოვანნები კოვანნები კოვანნები კოვანნები კოვანნები



ჰოდა, ეხლა მივედი ყველაზე საინტერესომდე smile.gif
სუბარუ რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი, სხვისგან არაფრით გამორჩეული, გადაადგილების საშუალება, მაშინ მისი ძრავის, ამდენი მრავალხმრივი მოდიფიაცია, არაფრით აირეკლებოდა მფლობელის ცხოვრებაში. მაგრამ მისი ცილინდრების კონსტრუქცია, კლაპნების რეგულირების სისტემა და ტურბინა ძალიან იზიდავს ტუნერებს. რის გამოც ბევრი ტუნერ კანტორა უშვებს რიგ ნაწილებს სუბარუს ძრავებისთვის და არა მარტო ძრავისთვის. ისინი გვთავაზობენ სხვადასხვა ვარიანტებს აფგრეიდისთვის.
გამოვყოფდი, მუშა მოცულობის გაზრდას, Stroker Kit-ებს და Short Block-ებს.
გაგრილების ღია სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ბლოკის დაგილზვა პრაქტიკულად ნებისმიერ ზომაზე. ამით ცილინდრის პრინციპული კონსტრუქცია იცვლება. გილზები, ეგეთი ოპერაციის მერე, ხდება ეგრეთწოდებული სველი.
მასქიმალური ცილინდრის დიამეტრი, სველი გილზების შემთხვევაში, შეიძლება იყოს 103მმ. რომელიც 84.5მმ-იან კალენვალთან ერთად ძრავის მოცულობას ზრდის 2.8 ლიტრამდე. მაგრამ სველი გილზები, ბლოკის დამატებითი გაძლიერების გარეშე, დიდ დატვირთვას ვერ უძლებს. უნდა შეიცვალოს პორშინები კოვანნებით, შატუნების გაძლიერებული მასალით უნდა იყოს და ა.შ. ასე დამუშავებული ძრავიდან თავისუფლად შეიძლება ამოიღო 250 ცხენი, რომელიც კარგია ყოველდღიურობისთვის, მაგრამ უვარგისია დრაგისთვის, მიუხედავად უზარმაზარი თორქისა.
უფრო უკეთესი ვარიანტია EJ25 ძრავის კალენვალის ჩადება EJ20 ძრავში. ესეთი ცვლილება არაა გათვალისწინებული ქარხნულად, მაგრამ საკმაოდ საყვარელი და მისაღები ვარიანტია ტუნერებისთვის. ამ შემთხვევაში 79მმ-იანი პორშინის სვლის ხარჯზე, გაზრდილია თორქი დაბლებზე და სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია. ძრავის მოცულობა კი ხდება 2124 კუბური სანტიმეტრი. თუ ესეთ შემთხვევაში გამოვიყენებთ WRX STI-ის კოვანნ პორშინებს, უფრო უკეთესს ძრავს მივიღებთ, ვიდრე გაუმჯობესებული 2.5 ლიტრიანი ძრავია.
სტანდარტული ვარიანტი EJ22 ძრავისა, რომელიც B22-ში დევს, 2.2 ლიტრიანი მოცულობისაა. ცილინდრის დიამტერით 96.6მმ და 75მმ-იანი პორშინის სვლით. ამ შემთხვევაში სიმძლავრეც მეტია და თორქიც. ღია ბლოკით, EJ22K, შეიძლება 300 ცხენამდე ამოიღო ზედმეტი პრობლემების გარეშე და დახურული ბლოკიდან - 350 ცხენამდე. მაგრამ ესეთი ბლოკების მოძებნა, ცოტა არ იყოს და ძნელია.
პოტენციალის განვითარების, როგორც ძრავისა, ასევე ტუნინგ ნაწილებისა და კონსტრუქციის სიმძლავრის მხრივ გამოირჩევიან 2.0 ლიტრიანი ძრავები. WRX-ის ბლოკები, მატორში ჩარევის გარეშე, თავისუფლად უძლებენ 320 ცხენის ძალიან დატვირთვას. ხოლო WRX STI-ის შემთხვევაში - 350-ს. თუ დახურულ ბლოკთან გვაქვს საქმე, მაშინ 400 ცხენიც არ წარმოქმინს პრობლემას.
უფრო მეტი ცხენებისთვის კი რიგი ტუნინგ-კანტორები, მაგალითად, STI და Prodrive, უშვენებ ტუნინგ ნაწილებს EJ ძრავებისთვის, რომლებიც პირდაპირ, გადაკეთების გარეშე ერგებიან სტოკ ნაწილებს.




უუფ, რამდენი დამიწერია smile.gif

ერთი თხოვნა მექნება, განვავრცოთ ეს თემა. ანუ ეს სტროკერები არის 2.1 ლიტრიანი, 2.2 ლიტრიანი, 2.6 ლიტრიანი, 2.8 ლიტრიანი და რომელს რა პლიუსი და რა მინუსი აქვს ჩამოვაყალიბოთ.
და საერთოდ, რა შედის ამ სტროკერ კიტებში. ამათი ცვლილებისას, კიდევ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.


თუ რამე ვნახე კიდევ ახალი, მივამატებ შემდეგში smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
RACKER
გამოხმაურება Jul 25 2013, 14:00
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




მალადეც ვადა კარგათ გიშრომია და ძალიან საინტერესო ინფოა. ბევრს გამოადგება ვინც დამწყებია სუბარუში.
რაც შეეხება სტროკერ დესტროკერებს.
იმას გააჩნია მანქანას რისთვის აწყობა და რა სიმძლავრე გჭირდება.
დრაგი პარნო კალცო და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
VADA   სუბარუს ძრავების EJ სერია   Jul 25 2013, 13:23
Niklolozi   VADA კარგი ინფოა.   Jul 25 2013, 13:48
RACKER   მალადეც ვადა კარგა...   Jul 25 2013, 14:00
karlo-fan   VADA მადლობა, ძალი...   Jul 25 2013, 14:01
xmx829   კარგი იყო მადლობა.   Jul 25 2013, 14:20
VADA   გაიხარეთ. ესე იგი ტ...   Jul 25 2013, 14:32
crimson   ბრავო ;)   Jul 25 2013, 14:43
shota   VADA :ok:   Jul 25 2013, 14:44
RACKER  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge