![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 4,115 რეგისტრ.: 28-July 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 254 ![]() |
ოჯახში ახალი წევრის შემომატებასთან ერთად აუცილებელი გახდა სახლში დავამონტაჟო ცენტრალური გათბობის სისტემა. ამ საკითხში სრულიად გაუთვითცნობიერებელი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე თემა გამეხსნა რომ თქვენი რჩევები მოვისმინო. დარწმუნებული ვარ ბევრს ექნება გამოცდილება ამ სფეროში.
მოკლედ მაქვს 2 ძირითადი პრობლემა. 1) რომელი ფირმის და ქვეყნის ქვაბი ავიღო. ზოგმა ფონდიტალიო, ზოგმა არისტონიო და ზოგმაც ჩემთვის უცნობი გერმანული წარმოების ქვაბი მირჩია. 2) ვინაიდან სახლი ასე თუ ისე გარემონტებული მაქვს ვერ ვაძლებ თავს იმის უფლებას რომ წყლის და გაზის მილები კედელში ან იატაკში ჩავმალო. თუმცა მაინც კაფელ-მეტლახის აყრას მაინც ვერ ავცდი გარკვეულ მონაკვეთებში. ამიტომ ვფიქრობ წყლის მილებთან ერთად გაზის მილიც ჩავდო იატაკში. რამდენად მიზანშეწონილია გაზის მილის იატაკში დამალვა და ზემოდან მეტლახით დაფარვა? აბა გამოცდილო ხალხო მირჩიეთ რამე ქვაბზე და გაზის გაყვანაზე. -------------------- I'm so JDM I sleep on the right side of the bed.
|
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,685 რეგისტრ.: 9-April 09 მომხმარებელი № 10 ![]() |
მეც მქონდა იგივე პრობლემა და მილების დამალვა არ მირჩიეს.
ვინც დამალა მერე ყველას პრობლემა შეექმნა. ჩემ საახლობლოშიც ძალია ბევრს. პარკეტისქვეშ წყლის მილი ხოს აერთოდ სისულელეა ყველას გაუფუჭა პარკეტი. ქვაბი კარგი უნდა დააყენო. გააჩნია სახლი რამხელა გაქ რა. მე ფონდიტალი დავაყენე და ძალიან კმაყოფილი ვარ. არც ისე ძვირია და საკაიფოდ მუშაობს. ბევრსაც არ წვავს. ტრუბები აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყიდო და რადიატორები არუნდა დაზოგო. დაზოგილი რადიატორი ხარჯს გიზრდის მაგრად. ნუ დაყენებული რომ კარგათ უნდა იყოს მაგაზე ორი აზრი არაა. ტრუბებიც რომ შიგნით გადის სახლში ეგეც კარგია სითბოს დანაკარგი ცოტა გაქ |
|
|
![]() ![]() |