გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
Aug 3 2013, 22:37
გამოხმაურება
#1
|
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 40 რეგისტრ.: 13-March 13 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 3,311 |
SG Forester-ში გადავწყვიტე შევცვალო სპიდომეტრის განათება, ორიგინალი საკმაოდ სუსტია, ნათურები ნელ-ნელა მუქდებიან
და იწვებიან, თან ამერიკული „მილიანი“ სკალაც არ მაწყობდა: ![]() დავშალე და მოვაშორე „ანაქრონიზმები“- სპირალიანი ნათურები, რომლებიც განათებას არასასურველი მოყვითალოებას უმატებდნენ, განსაკუთრებით ნახევარი ძალით ჩართვის დროს, თან რესურსიც შეზღუდული აქვთ: ![]() გაყიდვაში არსებობენ შუქდიოდიანი ნათურები, რომლებიც „ერთი ერთზე“ ცვლიან ჩვეულებრივებს, მაგრამ შუქის ნაკადი აქვთ მიმართულებითი და ამიტომ ჩვენი შემთხვევისთვის არ ივანგებენ, საჭიროა შუქდიოდიანი ლენტა: ![]() დაშლა ადვილია, წინა პლასტმასის ნაწილები მარტო „ზაშელკებზეა“. აი, ვისაც სურს სპიდომეტრის ისრის მოხსნა და ციფერბლატის შეცვლა კილომეტრიანზე - იუველირული მუშაობაა და აუცილებელია მხოლოდ თუ თეთრი ან სხვა არამწვანე ფერის განათება გსურთ, შემიძლია მაგიც აგიხსნათ როგორ კეთდება. ![]() ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად რომ ციფერბლატი ახალზე, GPS-ით კილომეტრებში გრადუირებულზე შევცვალე, სალონის უამრავი დანარჩენი გადასართველების და ღილაკების ძველი ფერი შევუნარჩუნე. 12-ვოლტიანი შუქდიოდიანი ლენტა (თეთრი, მწვანე, წითელი, ლურჯი - იყიდება რადიონაწილების მაღაზიებში, ელიავაზე და ლილოში) დავჭერი საჭირო სიგრძის ფრაგმენტებზე და თავისივე „ლიპუჩკებზე“ მივაწებე კორპუსის შიგნით. აღსანიშნავია, რომ გაჭრა აუცილებელია მხოლოდ ლენტაზე მითითებულ პუნქტირის ადგილებში, მინიმუმ 3 დიოდი ჯგუფში: ![]() მართულებით გადაბმა ხერხდება პარალელურად, ანუ „პლიუსი“-„პლიუსთან“ და „მინუსი“-„მინუსთან“: ![]() ![]() ![]() ამ განათების საერთო კვება უერთდება ნებისმიერი ყოფილი ნათურის ცარიელ ბუდეში, აქაც უნდა დაცული იყოს პოლარობა: ![]() საბოლოოდ, ხვდება აწყობა: ![]() და მანქანაში დაბრუნება ))) - მწვანე სტილის შენარჩუნებით: ![]() - ან, მაგალითად, თეთრი (როცა მექნება დრო, სალონის განათების დანარჩენ კომპონენტებს მაგ ფერზეც შევცვლი): ![]() ვისაც სურს პრიბორების ინდივიდუალური დიზაინის შექმნა - შეუძლია ფოსტის მეშვეობით შექმნას ან ამოირჩიოს და გამოწეროს ნებისმიერი შაბლონი. მე რუსეთიდან (http://vic43.com/) ორი თვე ველოდე და მერე თბილისშიც ვნახე დიზაინის ფირმა, მაგრამ ასეთ დონეზე ვერ ამზადებენ. |
|
|
|
![]() |
Aug 4 2013, 12:18
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 12,006 რეგისტრ.: 9-April 09 მომხმარებელი № 13 |
აი სწორედ ასეთი თემებისთვისაა ეს განყოფილება შექმნილი.... სწორედ ასეთი თემებისთვის... crisis საღოლ, კარგათ გიჩალიჩია.... |
|
|
|
crisis სპიდომეტრის განათება Aug 3 2013, 22:37
xrinco კარგად გიჩალიჩია, ... Aug 3 2013, 22:43
TRULOVI ლამაზია მარა პროც... Aug 3 2013, 22:50
crisis პაიალნიქთან მეგობ... Aug 3 2013, 22:53
levanisan კაია და კაი ნამუშე... Aug 3 2013, 22:58
OZY კარგია ყოჩაღ ეს იდ... Aug 3 2013, 23:12
PAINKILLER დაილოცოს ოპტიტრონ... Aug 4 2013, 00:02
mtiuli crisis
სასწრაფოდ და... Aug 4 2013, 11:22
Don.Bandolero იქნებ დაწერო როგორ... Oct 12 2014, 04:08
maxouni
![]() ![]() |