IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> DRL ანთებული ფარებით დადიხართ?, ძალიან მარტივია.
RACKER
გამოხმაურება Apr 9 2009, 21:19
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




ამერიკული მანქანების დიდ ნაწილს აქვთ DRL. ანუ რას ნიშნავს ეს.
როდესაც მანქანა დაქოქილია და ხელის მუხრუჭი ჩაწეულია ფარები სულ ანთია.

რადგან საქართველოში არ არის ბურუსი და საშინელი ამინდი ტყუილა ენერგის ხარჯვაა
ეს პრობლემა მეც მქონდა. ზოგმა რა მითხრა ზოგმა რა. კომპიუტერზე მიიყვანე 50 ლარად ჩაგიქრობენო ზოგმა ვაფშე არ ეშველებაო.
ამიტომ ავიღე სქემები და მეთვითონ დავიწყე ძებნა თუ როგორ შეიძლებოდა გამეთიშა ეს სისულელე.
ბევრი არ მიდზებნია მალევე ვიპოვე სისტემაში DRL ბლოკი, რომელსაც მხოლოდ სართის გამოძრობა სჭირდებოდა.

1 საათი მაინც ვეძებე მანქანაში სად შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ბლოკი და ბოლოს მთელი ტორპედოს დაშლის შემდეგ როგორც იქნა ვიპოვე.
და აი ისიც. მხოლოდ გამოზრობა უნდა და პრობლემა მოგვარებულია rolleyes.gif

მარჯვენა კუთხეში ფეჩთან წითლად არის შემოხაზული
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
crisis
გამოხმაურება Aug 4 2013, 20:19
გამოხმაურება #2


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 40
რეგისტრ.: 13-March 13
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 3,311




თავის დროზე დამაინტერესა ეს საკითხი, და ასეთი გზით გადავწვიტე. ფაქტიურად, ბარდაჩოკის უკან DRL-ბლოკს რომ ეძახით, არის ჩვეულებრივი დიოდი B95 სქემაზე რომ აწერია:

ისე მეც არა ვარ ალალი მომხრე შუადღისით მოძრაობის დროს ჩართული „ბლიჟნი“-ს, რომელიც საგრძნობლად ამცირებს საკმაოდ ძვირი ნაწილების - ქსენონის ნათურების და აკუმულიატორის რესურსს და საბედნიეროდ ჯერ არც არის რეგლამენტირებული საქართველოს კანონებით, განვითარებული ქვეყნების ნაწილთან განსხვავებით. IMHO ქალაქში და ავტობანზე მაგი სულ არ არის საჭირო. მაგრამ მაგალითად, ხაშურის იქით დასავლეთის ტრასაზე და სხვებზე, სადაც ვაი-შუმახერები საფრთხეს უჩენენ არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს, ნებაყოფლობითი Day Running Lights სულაც ზედმეტი არ არის. გავიხსენოთ, ჩვენ ხომ ინსტინკტურად უფრო ყურადღებით ვეკიდებით იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ანთებული ფარებით მოძრაობს?– ამიტომ, თუ ეს ზომა შეუწყობს ხელს უფრო შორიდან დაგინახონ და უცებ გზა არ გადაგირბინონ ან „ლობოვოი ობგონ“-ი არ მოგართვან, მარტო დადებითი ეფექტი იქნება. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მთლად DRL არ გამეუქმებინა და „ცხელი“ კომუტაციის საშუალება გამითვალისწინებინა. ხო და ტორპედოში დავამონტაჟე ჩვეულებრივი რელე, რომლის დანიშნულებაა – ამ DRL-დიოდის კომუტაცია, და იმართება ასევე სალონიდან, სადაც საჭის მარცხვნივ დამატებითი გადასართველისთვის გათვალისწინებულია ადგილი და დაფარულია „ზაგლუშკით“. თუ რელეს არ ჩავთვლით, ეს გადასართველი ამ გადაკეთების ერთადერთი ხარჯია - დაშლილებში ფეიქრის ქუჩაზე 20 ლარად შევიძინე, ელიავაზე კი საერთოდ 30 დამიფასეს! გაბარიტების +12v-დან ამ გადასართველის შიდა ნათურებს მივაწოდე კვება, რომ ამუშავდეს ღილაკის ინდიკაცია და განათება სიბნელეში:

ანუ ამ მომენტიდან თქვენ ოპერატიულად წყვიტავთ, ჩართოთ DRL თუ არა ))
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
RACKER   DRL ანთებული ფარებით დადიხართ?   Apr 9 2009, 21:19
crimson   RACKER პირველად გავ...   Apr 9 2009, 22:16
RACKER  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge