IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> /// BATUMI Drag Racing 2013..., ///კვირას, 18 აგვისტოს, 3 საათზე (ახალ ბულვარში)
Drifter_Silvia
გამოხმაურება Aug 15 2013, 21:55
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,230
რეგისტრ.: 23-October 10
მომხმარებელი № 1,548




/// კვირას! 18 აგვისტოს! 3 საათზე! ბათუმის ახალ ბულვარში!

BMW Club Georgia და ბათუმის ავტოდრომი აწყობს დრაგის რიგგარეშე შეჯიბრს შავი ზღვის სანაპიროზე!
ზღვა, სანაპირო, გოგონები, გართობა და უსწრაფესი მანქანებიიიიიიიიიიიი! უკეთესი?
დრაგის გვერდი საქართველოში: Georgian Drag Racing Series
ღონისძიების FB ბმული: EVENT LINK

საკონტაქტო ინფორმაცია
თუ გრძნობთ რომ არ იცით რა გინდათ და ყველაფერი გაინტერესებთ დარეკეთ: 598 555 777 ვასკა ხაჩიძე.
მონაწილეებმა ნებისმიერ კითხვაზე დარეკეთ 574 003 005 გიორგი მკრიჩიანი.
პრო-ფოტოგრაფების და ტელევიზიის აკრედიტაცია ადგილზე: 598 33 88 77 ნიკა.
საორგანიზაციო თუ სასპონსორო თემებზე 574 714 741 გიგი ტუღუში.



მონაწილეთათვის აუცილებელი საკითხავი!

კლასები იყოფა შემდეგნაირად: (როგორც პირველ ეტაპზე)
A) 0cc - 3500cc (RWD+FWD)
cool.gif 3501cc - 4400cc (RWD+FWD)
C) RWD+FWD Absolut
D) AWD Absolut

კოეფიციენტები:
VTEC, ///M (გარდა ამერიკული E36-ისა), Compressor, Rotary - 1.3 / Turbo - 1.8
RWD - უკანა ამძრავი ავტომობილი / FWD – წინაამძრავი ავტომობილი / AWD - 4x4

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს (მართვის მოწმობით).

რეგისტრაციის ადგილი, ღირებულება და პირობები:
რეგისტრაცია ადგილზე: 12:00-14:00 სთ - 50 ლარი,
2 კაცს შეუძლია 1 მანქანით გამოსვლა და 1 კაცს შეუძლია 2 და მეტი მანქანით გამოსვლა!


რეგისტრაციისას იღებთ სასტარტო ნომერს (მაგ.: C15, რაც ნიშნავს C კლასში მე15 ნომერს), რომელსაც
აკრავთ მარცხენა მხარეს – უკანა შუშაზე, ანუ მძღოლის შუშის უკან.

უსაფრთხოების ზოგადი წესები

აკრძალულია:
1) დამსუბუქების მიზნით კუზაოს გარე ვიზუალური ნაწილების დახსნა. (გარდა არდატევისა)
2) შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
3) სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
დანარჩენ დეტალურ ტექნიკურ რეგლამენტს ადგილზე რეგისტრაციისას მიიღებთ...


* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

1. რბოლის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა სასტიკად აკრძალულია, თუ ეს უკანასკნელი უსაფრთხოების მიზნით აუცილებლობას არ მოთხოვს.
2. რბოლისა და ვარჯიშის დროს ავტომობილებმა უნდა იმოძრაონ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სარბოლო ზოლზე, სტარტიდან ფინიში მიმართულებით.
3. თუ შეჯიბრის დროს, ავტომობილი რიგი მიზეზების გამო გაჩერდა და მძღოლს არ შეუძლია მისი გაყვანა საფრთხის ზონიდან, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს ავტომობილი და გავიდეს ჯებირს მიღმა.
4. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ავტომობილზე შესაძლებელია მხოლოდ, ასეთი სამუშაოებისთვის გამოყოფილ ტექნიკურ ზონაში. კონკრეტულ შემთხვევაში – პადოკში.
5. აკრძალულია კუზაოს ელემენტების მოხსნა დამსუბუქების მიზნით (გარდა შემთხვევებისა როდესაც ფიზიკურად არ ეტევა კუთვნილ ადგილზე).
6. აუცილებელია რბოლის დროს ღვედის შეკვრა და გვერდითა მინების აწევა. აკუმულატორი უნდა იყოს დამაგრებული.
7. აკრძალულია მინების მაგივრად სკოჩის გამოყენება. მინის ჩანაცვლება შეიძლება გამჭვირვალე პლასტიკატებით.
8. არავის არ აქვს უფლება მიეკაროს სარბოლო ბილიკზე გაჩერებულ ავტომობილს გარდა იმ სამსახურებისა რომელთაც ევალებათ ექსტრემალური ევაკუაცია.
9. რბოლის მიმდინარეობის დროს ავტომობილის ძრავის დაქოქვა შეიძლება მხოლოდ იმ საშუალებებით რომელიც განთავსებულია ავტომობილში, გამონაკლისი დასაშვებია ავტომობილის პადოკში ყოფნის დროს სადაც დასაშვებია გარე დაქოქვის მოწყობილობების გამოყენება.
10. როდესაც ავტომობილი იმყოფება წინასასტარტო ზონაში და მძღოლი ვერ ქოქავს ავტომობილს 2 წუთის განმავლობაში, მას კონკრეტული (მოცემული) გარბენი ჩაეთვლება წაგებად.
11. დაფინიშების შემდეგ მონაწილე რომელიც ბრუნდება სტარტთან, მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ.სთ–ს, ამ პირობის დარღვევისას, მძღოლის შედეგი ანულირებული იქნება და განმეორების შემთხვევაში მოხდება დისკვალიფიკაცია.
12. თუ მონაწილის ავტომობილს ვარჯიშის ან/და რბოლის დროს წარმოექმნა რაიმე ტექნიკური პრობლემა და ვერ აგრძელებს გარბენს, მაგრამ ავტომობილით გადაადგილება შეუძლია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სარბოლო ბილიკი ყველაზე უსაფრთხო გზით.
13. თუ მძღოლი გახდა ავტოკატასტროფის მონაწილე, მას არ აქვს უფლება დატოვოს ავტოდრომი ორგანიზატორის თანხმობის გარეშე.
14. ორგანიზატორი ვალდებულია შეაჩეროს შეჯიბრი (პრაქტიკა, მოთელვა, კვალიფიკაცია და ა.შ.) ნებისმიერი ექსტრემალური შემთხვევის დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს.
15. გარბენის დროს ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის დროს მძღოლი ვალდებუილა გადავიდეს დრაგ–ზოლიდან რათა აიცილოს თავიდან ზეთის ან სხვადასხვა სითხის დაღვრა სარბოლო ზონაში.


წინასასტარტო ზონა . სტარტის პროცედურა.

1. მსაჯების ნიშანზე, მონაწილე ვალდებულია 2 წუთის განმავლობაში შეიყვანოს ავტომობილი წაინასასტარტო ზონაში.
2. მსაჯების ნებართვის გარეშე მონაწილეს ეკრძალება სტარტის ზონაში შესვლა. მანამდე ავტომობილი უნდა იყოს უძრავად. წინასასტარტო ზონაში მექანიკოსებს ეკრძალებათ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება ავტომობილზე.
3. მსაჯების ნიშანზე წინასასტარტო ზონაში მყოფი მონაწილეები (ავტომობილები) მიდიან სტარტის ზონაში სადაც დაიშვება საბურავების გაცხელება, ავტომობილის მომზადების და საბურავების გაცხელების პროცედურა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ამ დროს სტარტის ხაზის გადაკვეთა დასაშვებია.
4. კონკრეტული გარბენის შეყოვნების ან გადადების შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს ნებისმიერი მოძრაობა და დაელოდოს მსაჯების შემდგომ მითითებებს.


ჩემპიონატის სისტემა.

დაწყვილება ხდება "ჟირიბიოვკით" ანუ კენჭისყრით...
თუ ვინმე არ ენდობა ღონისძიების ორგანიზატორების მიერ დაყენებულ მსაჯთა კოლეგიას –
ზუსტად სტარტის და ფინიშის ხაზზე შეუძლია დააყენოს კამერიანი ადამიანი, რომელიც დააფიქსირებს სტარტის და ფინიშის შედეგს.

ფალსტარტი.
1. როდესაც ერთი მონაწილე აკეთებს ფალსტარტს, მეორე მონაწილე ვალდებულია განაგრძოს მოძრაობა და დაასრულოს (დააფინიშოს) იგი, მისთვის ამ გარბენის რეზულტატი ჩაითვლება.
2. მონაწილე რომელმაც გააკეთა ფალსტარტი, ანელებს მოძრაობას და დადგენილი წესით და მარშრუტით (მე2 წაგების შემთხვევაში) ბრუნდება რიგის ბოლოში ან სასტარტო ზოლთან (1ლი გარბენის შემთხვევაში).
3. გარბენის დროს როდესაც ორივე მძღოლი აკეთებს ფალსტარტს ასეთ შემთხვევაში მათ (ორივეს) ეთვლებათ წაგებად. 2:2–ის შემთხვევაში ინიშნება დამატებითი დადგომა, რომელიმე მრბოლელის გამარჯვებამდე.


ტრასაზე მოძრაობა.

1. სტარტის ბრძანების შემდეგ ავტომობილები იწყებენ მოძრაობას აჩქარებით სწორხაზოვან ურთიერთ პარალელური მიმართულებით ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე.
2. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდგომ, ავტომობილები ანელებენ მოძრაობას და ბრუნდებიან პადოკში ამ დროს მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ–სთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
SuBchika
გამოხმაურება Aug 21 2013, 16:23
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 14,460
რეგისტრ.: 5-September 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 360




Black Jo
თუნდაც იმაში თემო რომ გისწორდება დრეკზე ოფიციალურ შეჯიბრზე გამოსვლა და გაზაობაwink.gif

karlo-fan
ციტატა(karlo-fan @ 21st August 2013 - 16:12) [snapback]520218[/snapback]
ვკითხულობ და მიკვირს რა, იმის მაგივრად რომ გაამხნევოთ და შეაქოთ ადამიანი, პირიქით აკეთებთ...

ყველაზე სწრაფი მანქანა რომ არ ყავს თვითონაც იცის, მაგრამ მუღამი აქვს ადამიანს და ისწორებს, ადრენალინი უსწორდება და ა.შ.

ძალიან კარგი იქნებოდა ვისაც მართლა მამალი მანქანები ყავთ რომ სუბჩიკასავით გამოდიოდნენ და აჩვენებდნენ რა შეუძლიათ, თორე სანაპიროზე და ტრასაზე ჩემი აფტამატი იმპრეზაც კარგად მიდის :ფეისპალმ:

wink.gif ჯიგარი ხარ შენ გესმის
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
Drifter_Silvia   /// BATUMI Drag Racing 2013..., ///კვირას, 18 აგვისტოს, 3 საათზე (ახალ ბულვარში)   Aug 15 2013, 21:55
FEOLA   პრიზები ჩეიდევითო ...   Aug 15 2013, 22:15
Drifter_Silvia   FEOLA არაპირებ გას...   Aug 15 2013, 22:18
RS-dziii   Drifter_Silvia აუ რამაგა...   Aug 16 2013, 00:22
Tandila   ვინ აპირებთ წასვლა...   Aug 16 2013, 10:55
DAVIDUS   ებიჭო გამოდით ვინმ...   Aug 16 2013, 11:24
RS-dziii   შეიძლება მეც გავგა...   Aug 16 2013, 14:16
tazo 1jz   RS-dziii ბიჯო შენი მანქა...   Aug 16 2013, 17:05
RS-dziii  
ციტატ...   Aug 19 2013, 16:21
crimson  
  Aug 21 2013, 03:54
PEI-100  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge