![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
||
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
7-8 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება სამოყვარულო წყვილთა რბოლის მეოთხე ეტაპი (3 BMW-ს გათამაშება და საქართველოს ჩემპიონატი).
სიახლე!!! კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით ფინალურ ეტაპზე გასული 8 კაცის გარეთ დარჩენილი მონაწილეები (საქართველოს ჩემპიონატი) განაგრძობენ ერთმანეთში ბრძოლას საქართველოს თასის გათამაშებაში. კვალიფიკაციის შემდეგ მეცხრე ადგილზე გასული საქართველოს თასის გათამაშებაში ავტომატურად კლასიფიცირდება როგორც პირველი დროის მქონე, მეათე ადგილზე გასული როგორც მეორე დროის მქონე და ასე შემდეგ. თასის გათამაშება შედგება 8 ეტაპისგან რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ჩემპიონატის ყველა დარჩენილი ეტაპი გაიმართება ამ პრინციპით. თასის გათამაშებაში ქულების დარიცხვა მოხდება შემდეგნაირად: მონაწილე რომელიც კვალიფიკაციის შედეგად (საქართველოს ჩემპიონატში) გადის 8 კაცში, თასის გათამაშებაში იღებს 1.5 ქულას. ამდენივეს იღებს მონაწილე ყოველ გამოტოვებულ ეტაპზე, თუნდაც ჩემპიონატში ჩაერთოს მოგვიანებით. ყველა, 8 კაცის მიღმა დარჩენილი, მონაწილე იღებს 2.5 ქულას. მეოთხე ადგილოსანი იღებს 3.5 ქულას. მესამე ადგილოსანი იღებს 4 ქულას. მეორე ადგილოსანი იღებს 4.5 ქულას. პირველადგილოსანი იღებს 5 ქულას. შეჯიბრის დეტალები: არცერთ კლასში არ დაიშვება სპორტული (სლიკები) და ნახევრადსპორტული (ნახევრადსლიკები) აგრეთვე "ექსტრიმპერფორმანსი" და "თრექდეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები. კვალიფიკაციების და შეჯიბრის დრო კლასების მიხედვით: 7 სექტემბერი 15:00 - 15:50 RWD (უკანა წამყვანი) რეგისტრაცია 16:00 - RWD კვალიფიკაცია 16:00 - 16:50 FWD (წინა წამყვანი) რეგისტრაცია 17:00 - FWD კვალიფიკაცია 17:00 - 17:50 AWD (ოთხივე წამყვანი) რეგისტრაცია 18:00 - AWD კვალიფიკაცია 8 სექტემბერი 11:00 - RWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი) 13:30 - FWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი) 16:00 - AWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი) გზა საკმაოდ ჩქარია! მე-4 სიჩქარეებიც გაამზადეთ ![]() |
|
|
||
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 10,619 რეგისტრ.: 30-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 53 ![]() |
Tandila
10% ვორნი მიზანმიმართული გაოფებისთვის!! PAINKILLER 10% ამისთვის!! ციტატა(PAINKILLER @ 4th September 2013 - 19:25) [snapback]523794[/snapback] პ.ს. მექანიკა იყო |
|
|