IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> /// BMW–ს ფესტივალი 2013, ///22 სექტემბერი,, 11 საათი, ავტოდრომი...
Drifter_Silvia
გამოხმაურება Sep 11 2013, 20:52
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,230
რეგისტრ.: 23-October 10
მომხმარებელი № 1,548




///მიუხედავად ბევრი სირთულისა მინდა გაგახაროთ 1 ლამაზი დღით, რომლისთვისაც დიდი ხანია ვემზადებით...
BMW–ს მე2 საერთაშორისო ფესტივალი (საქართველოში)
რომელიც ჩატარდება 22 სექტემბერს, დაიწყება – 11 საათზე, ავტოდრომზე!





სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს საპატრულო სამსახური მთელი ძალებით დაგვეხმარება შაბათს, 21 სექტემბერს 5 საათზე დიდი კოლონით მსვლელობაში:
სააკაძიდან დავიძრებით დასავლეთიდან (BMW Club Georgia ფოთი & BMW Club Georgia ქუთაისი) და აღმოსავლეთიდან (BMW Club Georgia რუსთავი & BMW Club Azerbaijan ) შემოსულ კოლონებთან ერთად

და კოლონის სათავეში და ბოლოში პატრულის ავტომობილით + მოტოციკლეტებით დაუბრკოლებლად (გზების გადაკეტვით) გავივლით ქალაქის ყველა ცენტრალურ გამზირს, რის შემდეგაც გავივლით რუსთავს...


სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდიან სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და როგორც ჭორები დადის რუსეთიდან და ჩეჩნეთიდანაცო (ვნახოთ).
კოლონით მსვლელობას, BMW–ს პარკინგს და ბაიკერების Burnout–ს
ოფიციალურად დააფიქსირებს საქართველოს რეკორდების ფედერაცია!



სანამ ღონისძიებას ჩამოგიწერდეთ 2 სიტყვით მინდა სპონსორებზეც მოგახსენოთ:
ყოველთვის ვცდილობთ, რომ თავზე არ მოგახვიოთ უხარისხო საქონლის მწარმოებელი ფირმები და ამიტომ პირველ რიგში ყოველთვის ხარისხის მატარებელ ფირმებთან მივდივართ ხოლმე დახმარებისთვის.
ძალიან გვიმართლებს, რომ საქართველოს ბაზარზე (მიუხედავად პოლიტიკური თუ ფინანსური მდგომარეობისა) მაინც ვახერხებთ ამ ფირმების დაინტერესებას!
ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ
ლუკოილს ! რომელსაც მართლაც რომ კარგი საწვავი შემოაქვს...
PremiX–ს! რომელიც ასე ვთქვათ საქართველოს სრულიად BMW-ს ამარაგებს საუკეთესო ხარისხის ნაწილებით...
ომეგა მოტორსს ! Trusting –ს! Nemiroff –ს! Sandora -ს! Puma–ს! Ici-Paris –ს!
ასევე მედია მხარდაჭერისთვის: რუსთავი 2 –ს! GDS -ს, რომელიც ჩვენი 1 წლიანი და ერთერთი საუკეთესო პარნიორია!
რადიო ფორტუნა პლიუსს! ავტორადიოს! ჩვენს მუდმივ მხარდამჭერ MyVideo.ge -ს! და გვერდ Georgian Cars–ს!
მადლობა, რომ გვიდგახართ გვერდით!


რომ არ მოგაბეზროთ თავი კითხვით რაც შეიძლება მოკლედ და გასაგებად აგიხსნით თუ რა მოხდება ფესტივალზე (ანუ პროგრამას):

ღონისძიებაზე პირველ რიგში (საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში) ჩატარდება უკვე ყველაზე მოთხოვნადი სახეობის – დრიფტის შეჯიბრის მე3 ეტაპი



დრიფტის შეჯიბრის შემდეგ გადავინაცვლებთ ტრიბუნებზე, სადაც ოფიციალურად გაიხსნება ფესტივალი და მოკლედ მიმოვიხილავთ არსებულ სიტუაციას...
რის შემდეგაც დაიწყება დრაგი, რომელიც იქნება 2 აბსოლუტ კლასში (AWD და MWD) და მიზანია, რომ იყოს რაც შეიძლება სანახაობრივი!




დრაგის დასრულებისთანავე MyMoto–ს ორგანიზებით – დიდი ოდენობით 2 თვალა მეგობრები (მოტოციკლეტები) გამოვლენ, ჩამწკრივდებიან 1 რიგში და ერთდროულად გააკეთებენ Burnout–ს!




შემდეგ კი იწყება მხიარული და ძალიან სანახაობრივი შეჯიბრები 8 კლუბს შორის: BMW, Mercedes, Audi, VW, Subaru, Mitsubishi, Offroad და MyMoto. (გთხოვთ ყველას მოემზადოთ და შეგვეხმიანოთ)
კლუბებს შორის შეჯიბრის წესების სანახავად დააჭირეთ სპოილერს! [spoiler]კლუბებს შორის შეჯიბრი შედგება 3 რაუნდისგან, თითოეულ გუნდში უნდა იყოს 5 მონაწილე.
I რაუნდი: თოკით გაქაჩვა (შუაში პატარა ბასეინით). წყვილები (არ განიხილება): BMW vs Mercedes / Subaru vs Mitsubishi / Offroad vs Audi / VW vs MyMoto.
II რაუნდი: ავტომობილის მიწოლა 50 მეტრზე, სადაც გადადის 4 გამარჯვებული გუნდი.
III რაუნდი კი ყველაზე სანახაობრივი და სახალისო იქნება. გადადის 3 ფინალისტი გუნდი.
კენჭისყრით ირკვევა თანმიმდევრობა და 2 წუთის განმავლობაში, წინა რაუნდში მონაწილე ავტომობილში უნდა ჩატიოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი
ისე რომ ყველა კარი დაიკეტოს (ანუ ყველა წევრი უნდა იყოს ავტომობილში) და ავტომობილმა უნდა გაიაროს 50 მეტრი. ყველაზე მეტი თანამგზავრის გუნდი იმარჯვებს!
პრიზები: გამარჯვების მეგობრებთან აღსანიშნად – ბევრი სასმელი Nemiroff–სგან და გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს 20 ლიტრიანი ლუკოილის (სუპერის) ტალონები.[/spoiler]



შემდეგი კონკურსი იქნება საქართველოს 2013 წლის საუკეთესო BMW–ს და Miss BMW–ს გამოვლენა. + ხალხის სიმპატია!



და ბოლოს! წლის BMW–ს HOT WASH! ანუ სექსუალური რეცხვა სტრიპტიზის თანხლებით. (+18)




გარდა პროგრამით გაწერილი ღონისძიებებისა – ტერიტორიაზე იქნება კაფე–ბარი მაგიდებით და ქოლგებით,
RC მანქანების ტრასა, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები ან ოთახი, პარაპლანები, გრაფიტი, ხატვა, აქსესუარების გაყიდვა და სხვა წვრილ-წვრილი კუთხეები...





აუცილებლად წამოიღეთ რაიმე თხელი მოსახურებელი, ან გამახურებელი რომ საღამოს არ შეგცივდეთ... smile.gif

ბილეთის ფასი: 10 ლარი.
მაგრამ თუ მოხვალთ BMW–თი, საჩუქრად მინუს 10 ლარი.
ანუ 1 კაცი BMW–თი – შემოვა უფასოდ, 2 კაცი BMW-თი გადაიხდის 10 ლარს, 3 კაცი BMW–თი 20 ლარს და ა.შ. (იმედია გასაგებია)

ღმერთმა ქნას ყველაფერმა მშვიდობით ჩაიაროს და ამდენი ნაწვალები ამინდის გამო წყალში არ ჩაგვეყაროს...
მადლობა ყველას თანადგომისთვის და გელით 22-ში თქვენთვის მოწყობილ ღონისძიებაზე!

დრაგზე და დრიფტზე გავხსნით ცალკე თემებს, რომ აქ არ გადავტვირთოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Benjamen
გამოხმაურება Sep 11 2013, 21:21
გამოხმაურება #2


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 678
რეგისტრ.: 3-June 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,159




ოპაააა biggrin.gif თუ მართლა ესეთი იქნება როგორც ამათ აქვთ წარმოდგენილი და ისევ რამე უაზრობა არ გამოუვიდათ მაგარი იქნება ))))
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge