IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> წყვილთა რბოლა E30 & E36 BMW Club, 29 სექტემბერი 2013
NetDevil
გამოხმაურება Sep 27 2013, 17:50
გამოხმაურება #1


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




ძვირფასო მეგობრებო, სიამოვნებით მინდა გამცნოთ რომ E30 CLUB GEORGIA და E36 CLUB GEORGIA წარმოგიდგენთ მორიგ ღონისძიებას, კერძოდ წყვილთა რბოლას მოყვარულებს შორის - რუსთავის ავტოდრომზე.
ვინაიდან შეჯიბრი არის სამოყვარულო, არ დაიშვებიან მრბოლელები, რომელთაც გააჩნიათ მიმდინარე წლის ან წინა წლის განმავლობაში პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.
რაც შეეხება საბურავებს: არ დაიშვება ე.წ „სლიკები“ და „ნახევრადსლიკები“,აგრეთვე "ექსტრიმპერფორმანსი" და "თრექდეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები.
შეჯიბრი იქნება 3 კლასში: FWD, RWD, AWD.

შეჯიბრზე გამოსვლის საფასური: 30 ლარი ნებისმიერი მსურველისთვის, კლუბელებისთვის 20 ლარი.
მაყურებელთა დასწრება უფასოა.

========================
სპონსორები და პრიზები:
========================
ღონისძიების გენერალური სპონსორი OTO GEORGIA, რომელმაც თითოეულ კლასში გამარჯვებული 3 ადგილისთვის დააწესა:
1 ადგილი - უმაღლესი ხარისხის აკუმულატორი HELDEN-Battery.
2 ადგილი - ზეთი Wolver (5w40 ან 10w40 სურვილისამებრ).
3 ადგილი - კომპიუტერული დიაგნოსტიკა და მომსახურება.
--------------------------------------------------------------------------
BESER-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, თითოეულ კლასში გამარჯვებული 3 ადგილისთვის დააწესა BESER-ის ფირმის ხუნდები.
---------------------------------------------------------------------------
FG Energy-ს წარმომადგენელმა საქართველოში, თითოეულ კლასში გამარჯვებული 1 ადგილისთვის დააწესა ენერგეტიკული სასმელი FG-ის თითო ყუთი.
----------------------------------------------------------------------------
და სურპრიზი OTO MOTORS-ისგან რომელსაც ადგილზე შეიტყობს გამარჯვებულები.

========================
მიმდინარეობა
========================
გთავაზობთ ცოტა არასტანდარტულ მიმდინარეობას კლასების ჩატარების, კერძოდ:
1)FWD
2)AWD
დაჯილდოება ზემოდხსენებული 2 კლასის და შემდგომ
3)RWD

=========================
რეგისტრაცია:
=========================
28 სექტემბერს შეგეძლებათ სამედიცინო უნივერსიტეტთან მობრძანდეთ საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე.
ასევე შეგეძლებათ 29 სექტემბერს ადგილზე რეგისტრაცია და რათმქაუნდა თანხა გაორმაგებული არ იქნება
პატარა დეტალი, ვინაიდან ჯერ FWD და AWD ტარდება, RWD-ის კლასში გამოსვლის მსურველებს შეეძლებათ გაიარონ რეგისტრაცია 11 საათიდან 3 საათამდე. (+ ველოდებით სტუმრებს გურიიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მოცემულ კლასში).
ხოლო FWD და AWD შეეძლებათ 10 საათიდან 11:30 მდე რეგისტრაციის გავლა. სამწუხაროდ დაგვიანებით რეგისტრაციის გავლა ვეღარ მოხდება.

=========================
სტარტი
=========================

სტარტი იქნება 12:15-ზე.
დაიწყება კვალიფიკაცია, თითო კლასიდან გადამსვლელთა რაოდენობა დამოკიდებული კლასში გამომსვლელთა მანქანების რაოდენობაზე კერძოდ, ნებისმიერ კლასში:
1) 0-16 მანქანა - გადამსვლელი 8 მანქანა
2) 17 - მაღლა - გადამსვლელთა რაოდენობა 16 მანქანა
კლასიფიკაცია: მოხდება დროის მიხედვით, საუკეთესო დროის მქონე პირველი ადგილი შეხვდება ბოლოს და გადანაწილდება ლიგის პრინციპით ისე რომ პირველი მეორეს ფინალამდე ვერ შეხვდება ასევე 1-3 და 2-4-ს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება.
=========================
ზოგადი
=========================
კვალიფიკაცია მოხდება დროის ამთვლელით, რომელსაც რუსთავის ავტოდრომი გამოგვიყოფს.
ასევე იქნება ფოტოფინიში.

საბურავებზე დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ : https://www.facebook.com/o.alashvili
ორგანიზატორულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ: https://www.facebook.com/toka.tsitsilashvili
იმ ფოტოგრაფებს ვისაც აქვთ სურვილი რომ გადაიღონ სურათები მოედნიდან გთხოვთ მიმართოთ: https://www.facebook.com/irakli.pichkhaia


VIDEO Promo: https://www.facebook.com/photo.php?v=10200458397611037
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
OZY
გამოხმაურება Sep 27 2013, 22:50
გამოხმაურება #2


BOOSTAHOLIC
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 12,458
რეგისტრ.: 28-June 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,780




ციტატა(PAINKILLER @ 27th September 2013 - 20:30) [snapback]528911[/snapback]
კენ ბლოკიც როგორ იგვიანებს, სულ ეგრე როგორ გატყუებს ხოლმე ეგ კაცი რა

მუღამის თემა ოდესღაც ხომ უნდა შევიდე smile.gif + უტურბინოთი ხომ არ შევიდოდი biggrin.gif არადა ეგეც მინდოდა biggrin.gif


--------------------
Real Eyes ✪
Realize ✪
Real Lies ヅ
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
NetDevil   წყვილთა რბოლა E30 & E36 BMW Club   Sep 27 2013, 17:50
OZY   სად არაა ჩემი მანქ...   Sep 27 2013, 18:16
PAINKILLER  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge