![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
ძვირფასო მეგობრებო, სიამოვნებით მინდა გამცნოთ რომ E30 CLUB GEORGIA და E36 CLUB GEORGIA წარმოგიდგენთ მორიგ ღონისძიებას, კერძოდ წყვილთა რბოლას მოყვარულებს შორის - რუსთავის ავტოდრომზე.
ვინაიდან შეჯიბრი არის სამოყვარულო, არ დაიშვებიან მრბოლელები, რომელთაც გააჩნიათ მიმდინარე წლის ან წინა წლის განმავლობაში პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. რაც შეეხება საბურავებს: არ დაიშვება ე.წ „სლიკები“ და „ნახევრადსლიკები“,აგრეთვე "ექსტრიმპერფორმანსი" და "თრექდეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები. შეჯიბრი იქნება 3 კლასში: FWD, RWD, AWD. შეჯიბრზე გამოსვლის საფასური: 30 ლარი ნებისმიერი მსურველისთვის, კლუბელებისთვის 20 ლარი. მაყურებელთა დასწრება უფასოა. ======================== სპონსორები და პრიზები: ======================== ღონისძიების გენერალური სპონსორი OTO GEORGIA, რომელმაც თითოეულ კლასში გამარჯვებული 3 ადგილისთვის დააწესა: 1 ადგილი - უმაღლესი ხარისხის აკუმულატორი HELDEN-Battery. 2 ადგილი - ზეთი Wolver (5w40 ან 10w40 სურვილისამებრ). 3 ადგილი - კომპიუტერული დიაგნოსტიკა და მომსახურება. -------------------------------------------------------------------------- BESER-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, თითოეულ კლასში გამარჯვებული 3 ადგილისთვის დააწესა BESER-ის ფირმის ხუნდები. --------------------------------------------------------------------------- FG Energy-ს წარმომადგენელმა საქართველოში, თითოეულ კლასში გამარჯვებული 1 ადგილისთვის დააწესა ენერგეტიკული სასმელი FG-ის თითო ყუთი. ---------------------------------------------------------------------------- და სურპრიზი OTO MOTORS-ისგან რომელსაც ადგილზე შეიტყობს გამარჯვებულები. ======================== მიმდინარეობა ======================== გთავაზობთ ცოტა არასტანდარტულ მიმდინარეობას კლასების ჩატარების, კერძოდ: 1)FWD 2)AWD დაჯილდოება ზემოდხსენებული 2 კლასის და შემდგომ 3)RWD ========================= რეგისტრაცია: ========================= 28 სექტემბერს შეგეძლებათ სამედიცინო უნივერსიტეტთან მობრძანდეთ საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე. ასევე შეგეძლებათ 29 სექტემბერს ადგილზე რეგისტრაცია და რათმქაუნდა თანხა გაორმაგებული არ იქნება პატარა დეტალი, ვინაიდან ჯერ FWD და AWD ტარდება, RWD-ის კლასში გამოსვლის მსურველებს შეეძლებათ გაიარონ რეგისტრაცია 11 საათიდან 3 საათამდე. (+ ველოდებით სტუმრებს გურიიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მოცემულ კლასში). ხოლო FWD და AWD შეეძლებათ 10 საათიდან 11:30 მდე რეგისტრაციის გავლა. სამწუხაროდ დაგვიანებით რეგისტრაციის გავლა ვეღარ მოხდება. ========================= სტარტი ========================= სტარტი იქნება 12:15-ზე. დაიწყება კვალიფიკაცია, თითო კლასიდან გადამსვლელთა რაოდენობა დამოკიდებული კლასში გამომსვლელთა მანქანების რაოდენობაზე კერძოდ, ნებისმიერ კლასში: 1) 0-16 მანქანა - გადამსვლელი 8 მანქანა 2) 17 - მაღლა - გადამსვლელთა რაოდენობა 16 მანქანა კლასიფიკაცია: მოხდება დროის მიხედვით, საუკეთესო დროის მქონე პირველი ადგილი შეხვდება ბოლოს და გადანაწილდება ლიგის პრინციპით ისე რომ პირველი მეორეს ფინალამდე ვერ შეხვდება ასევე 1-3 და 2-4-ს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება. ========================= ზოგადი ========================= კვალიფიკაცია მოხდება დროის ამთვლელით, რომელსაც რუსთავის ავტოდრომი გამოგვიყოფს. ასევე იქნება ფოტოფინიში. საბურავებზე დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ : https://www.facebook.com/o.alashvili ორგანიზატორულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ: https://www.facebook.com/toka.tsitsilashvili იმ ფოტოგრაფებს ვისაც აქვთ სურვილი რომ გადაიღონ სურათები მოედნიდან გთხოვთ მიმართოთ: https://www.facebook.com/irakli.pichkhaia VIDEO Promo: https://www.facebook.com/photo.php?v=10200458397611037 |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 9,857 რეგისტრ.: 5-December 09 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 602 ![]() |
|
|
|
![]() ![]() |