IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ახალი ჯარიმები, ის დროა ველოსიპედს ვეძებდეთ
armagedon
გამოხმაურება Jul 9 2013, 17:30
გამოხმაურება #1


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 234
რეგისტრ.: 25-March 10
მომხმარებელი № 933




ფრიად საინტერესო ინფორმაცია დღის ბოლოს კარგი განწყობისათვის

არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანქციები იზრდება.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, ერთი წლის ვადით მართვის უფლებას ჩამოართმევენ. თუკი ამას 18 წლის ასაკს მიუღწეველი, მართვის უფლების მქონე პირი გააკეთებს, მას მართვის უფლება ორი წლის ვადით ჩამოერთმევა, ნაცვლად ერთი წლისა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სადღეისოდ ითვალისწინებს.
გარდა ამისა, წინასწარი შეცნობით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გადაცემა, 250-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით, ნაცვლად სადღეისოდ დაწესებული 500 ლარისა.
700 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც წინასწარი შეცნობით მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირს კვლავ გადასცემს და ამ ქმედებას წლის განმავლოში განმეორებით ჩაიდენს.
1000 ლარით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯებიან პირები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული აქვთ, ამ ვითარებაში სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ერთხელ უკვე დაჯარიმდნენ, მაგრამ იგივე ქმედება კვლავ გაიმეორეს.
ამავე კანონპროექტის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 700-ლარიანი ჯარიმით შეცვალოს.

ესეც ჩვენი დაჩაგრული, უფლებაშელახული პატრულის უფლებებზე ზრუნვა. რა დღეში არიან საწყლები გული მიკვდება რომ ვუყურებ. ნამდვილად დროული იქნება ამ კანონის მიღება, სულზე მოუსწრებთ biggrin.gif

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია ხუთმაგდება და 400-დან 2000 ლარამდე იზრდება - პირს მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში 2000 ლარიანი ჯარიმა ან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შედის, რომელიც პარლამენტში ინიცირებულია.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა, ასევე მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
სადღეისოდ მოქმედი სანქცია კი ასეთია: - დაჯარიმება 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოს დაკისრება ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით. თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Drifter_Silvia
გამოხმაურება Oct 2 2013, 21:27
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,230
რეგისტრ.: 23-October 10
მომხმარებელი № 1,548




აქ არვიცი დაწერილა თუარა მარა პატრული მანქანას მიზეზის გარეშე რატო ჩხრიკავს ? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
armagedon   ახალი ჯარიმები   Jul 9 2013, 17:30
R-O-M-A   ავოე, ჯობია კანონმ...   Jul 9 2013, 17:37
levanisan   armagedon

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge