IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> რულის გადატანა ფორესტერზე, Tuned by ჯოჯიკაი და მერაბაი
armagedon
გამოხმაურება Nov 2 2013, 20:28
გამოხმაურება #1


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 234
რეგისტრ.: 25-March 10
მომხმარებელი № 933




მოგესალმებით. მინდა მოგიყვეთ საინტერესო პროექტის შესახებ, რომლის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი გახლავართ მე - დავითი, იმპლემენტაციის ნაწილი Black_Jo - თემო და ANS555- მერაბი, ტექნიკური მხარდაჭერა და ნაწილებით უზრუნველყოფა - დაშლილი სუბარუების მამა ჩემი სეხნია დავითი. ყველა ზევითჩამოთვლილი პერსონაჟი აუცილებლად მოხვდება ფოტოკოლაჟში smile.gif

დავიწყებ სულ-სულ თავიდან ანუ იმ დღიდან როდესაც შევიძინე ფორესტერი SG5 და ჩემი იდეა გადამეტანა რული გავაცანი ჩემს ძმაკაცს Black_Jo-ს, რომელსაც მანდამაინც ბევრი არ უფიქრია და დარწმუნებით განმიცხადა, რომ გადავიტანთ აბა რას ვიზამთო. არ იქნება პრობლემაო (დარწმუნებული ვარ არაერთხელ ინანაsmile.gif . მოკლედ გადაწყდა - გადაგვაქვს. ხო აქვე რომ არ დამავიწყდეს - Black_Jo-ს პატარის და ჩემი იდეის დაბადება ზუსტად დაემთხვა დროში.

პირველი რაც გავაკეთეთ შევიძინეთ მარცხენა რულიანის ზბორი და დავაბინავეთ Black_Jo-სთან გარაჟში. შემდეგ იდეა გავაცანით მერაბის. არც მას მოუკლავს ბევრი ფიქრით თავი და მეორე დღეს დაგვითმო თავისი ბოქსები (დარწმუნებული ვარ არაერთხელ ინანაsmile.gif . ერთი სიტყვით დავიწყეთ ივლისის პირველ რიცხვებში.

დაშლის პროცედურით არ შეგაწყენთ თავს. საკმაოდ მოკლე დროში დავშალეთ მთელი მანქანა და ყველა ნაწილი დავაბინავეთ მერაბის ბოქსებში. და დაიწყო მაგრამ რა დაიწყო

ეს არის ერთადერთი სურათი პროექტის დასაწყისში სადაც თემო შეგიძლიათ ნახოთ გაცინებული. მას შემდეგ თემოს აღარ გაუცინია dry.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
armagedon
გამოხმაურება Nov 2 2013, 22:46
გამოხმაურება #2


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 234
რეგისტრ.: 25-March 10
მომხმარებელი № 933




2. ტორმუზი, რულავოი, კონდიციონერი

ტორმუზისთვის დაგვჭირდა აბეესიდან ტრუბკების დაგრძელება (მარცხენარულიანის ტრუბკები), ვაკუუმი დავტოვეთ მარჯვენარულიანის მივამაგრეთ მარცხენარულიანის ბაჩოკი თავისი ქვედაწელით

რულავოი (მარცხენა რულიანის) - დავაყენეთ კარგი გამოდგა. ამით ეს თემები მოვისტუმრეთ

კონდიციონერის გამომავალი ტრუბკა საჭიროა მარცხენა რულიანის


3. ფეჩი

თუ ოდესმე გადაწყვეტთ რულის გადატანას და შეიძენთ მარცხენარულიანის ფეჩს აუცილებლად ჩაიხედეთ შიგნით. ჩემს შემთხვევაში ისეთი სიბინძურე დამხვდა შიგნით, რომ აღწერისგან თავს შევიკავებ. ამიტომ შიგნიდან გავასუფთავეთ და ორივე რადიატორი ფეჩისიც და კონდიციონერის ჩემი მანქანის ჩავაყენეთ. ერთადერთი ფეჩის რადიატორის ტრუბკებს დაჭირდა გადაკეთება. გადავჭრევინე მისები და არგონით მარცხენარულიანის მივასვარკეთ. სამაგიეროდ ფეჩი გაკრიალებული ჩავდგი.

ასევე დაგჭირდებათ მარცხენარულიანის ჰაერის შემწოვი ვინტილატორიც. ჩვენს შემთხვევაში კროსის ჰაერის შემოწოვი მატორი იყო რეგულირებად სიჩქარიანი. აქაც იმპროვიზირება დაგვჭირდა. მარცხენარულიანის პლასმას რაშიც ზის ფეჩის ვინტილატორი მივადგით მარჯვენარულიანის მატორი. ერთადერთი საჭიროა მარცხენარულიანის ფრთებიანი ვინტილატორი.

სხვათაშორის ბევრნი ვიკრიბებოდით და გულშემატკივრებიც არ გვაკლდა.

სასიამოვნო საუბრები მსოფლიოს №1 ბრენდზე მსოფლიოში
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
armagedon   რულის გადატანა ფორესტერზე   Nov 2 2013, 20:28
Black Jo   სურათები დალშე სად...   Nov 2 2013, 21:16
armagedon   მოთმინება მხოლოდ მ...   Nov 2 2013, 21:19
OZY  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge