IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> იცვლება 2003 წ. Subaru Outback 3.0R, Forester SG5–ში + $$
sxe10
გამოხმაურება Dec 27 2013, 14:39
გამოხმაურება #1


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 416
რეგისტრ.: 6-September 10
მომხმარებელი № 1,378




გავცვლი 2003 წ. Subaru Outback 3.0R–ს SG5 ფორესტერში თქვენი მხრიდან თანხის დამატებითsmile.gif თანხა დამოკიდებული იქნება შეთავაზების წლოვანებაზე, გარბენზე, მდგომარეობაზე და ა.შ. ფორიკა მინდა:
– უტურბინო (ტურბინიანიც განხილება, გააჩნია გარბენს/მდგომარეობას)
– ავტომატი,
– სტოკი აბვესებით ან სტოკთან ახლოს,
– გაზზე გადაყვანილი/გადმოყვანილი არ განიხილება,
– 15–იან ან 16–იან დისკებზე.

ბევრი მიზეზია რის გამოც გამოცვლა მიწევს, აქ მოკლედ დავწერ: უფრო კომპაქტური მანქანა მინდა ქალაქისთვის, უფრო მჩატე რულით, ნაკლებად სპორტული და უფრო მეტადაც ოფროუდზე რომ გამოდგება. წვის გამო ნამდვილად არ ვცვლი, რადგანაც ეს მანქანა ჩემს ხელში და ჩემი ტარების მანერით 13–ზე მეტს არ წვავს, 1 ან 1.5 ლიტრის სხვაობა 100 კმ–ზე პრობლემა არაა ნამდვილად.

მანქანის შესახებ: ჩამოყვანილია 2013 წ. იანვარში, გარბენი ამ მომენტში ~128000 კმ, 3.0–იანი H6 250 ცხენით, 5–სიჩქარიანი VTD/VDC/Sportshift, McIntosh აუდიო Yatour MT-06 USB/SD/AUX გადამყვანით, ქსენონი, დამქოქი, კრუიზი, სარკეების/საქარეს გათბობა, მულტირული და ათასი სხვა ჯანდაბა... გამოცვლილია და დაყენებულია სრულიად ახალი ორიგინალი სამი სტუპიცა (ლეგასების და აუთბექების სუსტი წერტილი), მე–2 ცილინდის „ბაბინა“, ჰიდრავლიკის როლიკები, სავალ ნაწილში ოხრად ვტულკები და რეზინები და ა.შ., ძრავში ისხმებოდა მხოლოდ Motul 8100 და ბაკში – ლუკოილ/ვისოლის სუპერი. არასტოკიდან აყენია სუბარუ 4–დგუშიანი მუხრუჭები და Rays Moderno 16–იანი დისკები კარგი ოფსეტით, რეზინა ვსესეზონი BFGooodrich Winter-G 205/55 ძალიან კარგ მდგომარეობაში.

ნაკლები რა აქვს: 1. ცალ დისკს აკლია „კალპაკი“, სავარაუდოდ მაიპარეს ჯიგარსონებმა დისკის მოპარვის მცდელობის პროცესშიsad.gif, ამიტომაც დავხსენი ყველა ამ ეტაპზე და იმ ერთს დავამზადებინებ; 2. უმნიშვნელო ნაკაწრები, ერთი 2 სმ წინა მარჯვენა არკაზე, ასევე პატარ–პატარა ნაკაწრები შავი პლასტმასის დამცავ აბვესზე (თუშეთში გასეირნების შედეგი), მანქანას ვიზუალურად არც ეტყობა; 3. გასაწმენდია CD პლეერის ლაზერის ლინზა, CD–ზე ხშირად წრიპინებს და ჩერდება დაკვრის დროს, თუმცა დისკებს ბოლო დროს აღარ ვუსმენ და დიდად არ მადარდებს; 4. ცოტათი „ღმუის“ ჰიდრავლიკა განსაკუთრებით ცივზე, ეს ლეგასებისა და აუთბექების დოკუმენტირებული სენიაsmile.gif მე პირადად არ მაწუხებს. დანარჩენი ყველაფერი სრულ იდეალში.

აბა დააპგრეიდდით საახლწლოდ, მე მგონი კარგ ვარიანტს გთავაზობთ...






















ესეც კალპაკიანი დისკის სურათი:
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
PAINKILLER
გამოხმაურება Dec 27 2013, 15:42
გამოხმაურება #2


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




ნატარები მაქვს ეს მანქანა და ძალიან მაგარი სასიამოვნო სატარებელია, ერთი პერიოდი ყიდვასაც ვფიქრობდი მაგრამ ტურბინამ გადამძალა მაინც smile.gif



sxe10

რას ერჩი ამ მანქანას, ამით რომ სიამოვნებას იღებ, ფორესტერით მაგის ნახევარსაც ვერ მიიღებ, დამიჯერე smile.gif




მითუმეტეს რომ

ციტატა(sxe10 @ 27th December 2013 - 16:15) [snapback]555617[/snapback]
ეხლა გზასაც კარგად აკეთებენ


თუ სხვა უფრო დიდ ოფროუდზე გინდა სიარული, დალიფტე ცოტათი და ფორესტერსაც აჯობებს და სხვა ოთხფეხებსაც biggrin.gif VDC აქვს ბოლოსდაბოლოს wink.gif



უტურბინო ავტომატი ფორესტერი მაგარი ჯადოა, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, ვერც ოფროუდზე გაგიქაჩავს კარგად და ვერც ტრასაზე, ნერვებს დაგაწყვიტავს smile.gif




თუ მაინც ფორესტერი გინდა, ტურბინიანი კროსსპორტი აიღე, სტოკში XT-ზე უფრო მეტი ნავაროტები აქვს და კარობკაც უფრო გამძლე smile.gif







დისკებს კი მგონი უკალპაკობა უფრო უხდება, მე ლიჩნად ეგრე კალპაკებმოხსნილი ვივლიდი smile.gif



თან რა უცნაური სტანდარტის დისკებია, 5X100 და 4X100 აქვს ნახვრეტები, ეგეთი ერთხელ მაქვს მხოლოდ ნანახი VITZ-ზე და ისიც RAYS დისკები იყო smile.gif


--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post
shreketa
გამოხმაურება Dec 28 2013, 17:07
გამოხმაურება #3


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10,227
რეგისტრ.: 23-October 09
მომხმარებელი № 496




ციტატა(PAINKILLER @ Dec 27 2013, 16:42) [snapback]555624[/snapback]
ნატარები მაქვს ეს მანქანა და ძალიან მაგარი სასიამოვნო სატარებელია, ერთი პერიოდი ყიდვასაც ვფიქრობდი მაგრამ ტურბინამ გადამძალა მაინც smile.gif
sxe10

რას ერჩი ამ მანქანას, ამით რომ სიამოვნებას იღებ, ფორესტერით მაგის ნახევარსაც ვერ მიიღებ, დამიჯერე smile.gif
მითუმეტეს რომ
თუ სხვა უფრო დიდ ოფროუდზე გინდა სიარული, დალიფტე ცოტათი და ფორესტერსაც აჯობებს და სხვა ოთხფეხებსაც biggrin.gif VDC აქვს ბოლოსდაბოლოს wink.gif

+11111
სადაც ფორესტერით ივლი ამითაც შეგიძLია იარო და თან უფრო კომფორტულადsmile.gif
თუ საოფროუდოდ გინდა არც ფორესტერი არ გამოგადგება.
5 ფორესტერი მყავდა მაგრამ ეხლა ეს ვიყიდეsmile.gif
http://mysubaru.ge/forum/index.php?showtop...mp;#entry519856
აქ შეგიძლია ნახო როგორ იარა თან სტანდარტ კლირენსზე და საბურავზე.
http://mysubaru.ge/forum/index.php?showtop...%83%A1%E1%83%98
თუ მაინც გაცვლას დააპირებ წარმატებებს გისურვებsmile.gif კარგი მანქანა ჩანს სურათებით.წესით მსურველები უნდა გამოჩდნენ მალე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
sxe10   იცვლება 2003 წ. Subaru Outback 3.0R   Dec 27 2013, 14:39
sub707   შეფასების ფურცელი...   Dec 27 2013, 14:47
sxe10   შეფასების ფურცელი:...   Dec 27 2013, 14:50
Niklolozi  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge