IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> THULE, ტულეს პროდუქციისთვის მიძღვნილი ცალკე თემა
THULE
გამოხმაურება Nov 25 2009, 16:41
გამოხმაურება #1


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 35
რეგისტრ.: 25-November 09
მომხმარებელი № 574




ინფორმაციის დადებას ხვალიდან დავიწყებ.

შეკითხვები კი შეგიძლიათ ამ თემაში დასვათ ან გვერდითი თემიდანაც გადმოვიტანოთ იქ დასმული შეკითხვები
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
THULE
გამოხმაურება Nov 26 2009, 11:55
გამოხმაურება #2


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 35
რეგისტრ.: 25-November 09
მომხმარებელი № 574




ქვემოთ მოგვყავს სუბარუს ყველა მოდელის ფუძეების კონფიგურაცია.

ახალ მოდელებზე ცალკე გვაწვდიან ინფრომაციას, ასე რომ თუ ვინმეს 2008-ის შემდეგი გლუვსახურავიანი სუბარუ გყავთ, ცალკე უნდა გაგიგოთ კავების რომელი მოდელი მიდის თქვნს მანქანაზე.

ყურადღება მიაქციეთ, პირველი სვეტი (750, 4900 და ა.შ.) არის საყრდენების კომპლექტი (ამათ ცალკე განვიხილავთ კიდევ). უმეტესობის ფასია 220 ლარი, გარდა 951-ისა რომელიც 140 ლარი ღირს. ფასები შეიცავს მთელს კომპლექტს, ანუ 4 ცალ საყრდენს.

მეორე სვეტი არის ძელები, 760 სერიის ძელები არის რკინის, ანუ ოთხკუთხედი შავი ფერის, და 860 სერიის კი ალუმინის, აეროდინამიური ძელებია. ბოლო ციფრი ზომას განსაზღვრავს:

არტ 760 (ან 860) - 108 სმ
არტ 761 (ან 861) - 120 სმ
არტ 762 (ან 862) - 135 სმ
არტ 769 (ან 869) - 127 სმ
არსებობს უფრო განიერი ძელებიც ისინი ცალკე ჩამოგვაქვს და გასხვავებული ფასიც აქვთ.

ამ ძელებიდან ყველა რკინის ძელი 110 ლარი ღირს კომპლექტი, და ყველა ალუმინის ძელი 200 ლარი, ასევე კომპლექტი.

როგორც ვატყობთ ყველა საყრდენზე ალუმინის ძელები არ მიდის.




რაც შეეხება მესამე სვეტს, 4913, 4911, 206, 1122 და ა.შ. ეს არის კავების და რეზინების კომპლექტი, რომელიც ძირითადად გლუვსახურავიანი მანქანებისთვის გამოიყენება, თუმცა სუბარუ განსაკუთრებით "დაისაჯა" და მათ "დამჯდარ" ძელებზეც საჭიროა რეზინების კომპლექტი. ყველა კავების ფასი - 90 ლარი.

დაბოლოს, ბოლო სვეტი (საკეტები):

ზოგ კონფიგურაციას მოჰყვება და აღნიშნულია როგორც incl.
ზოგს სჭირდება სტანდარტული, არტ 544 - 60 ლარი (ოთხი ბუდე და ორი გასაღები)
არტ 951-ებს სჭირდებათ განსხვავებული საკეტები, არტ 527. - 100 ლარი (ოთხი დისკო, ოთხი ბუდით, ორი გასაღები).

საკეტები არაა "სავალდებულო".




-----------------------------

პოზიცია 1-ლი, საყრდენები:

1.1 - არტ 750 (გლუვი სახურავისთვის)



ამ სურათზევე ამჩნევთ კარისკენ გამავალ რკინის კავს. ეს კავები (4-ცალიანი კომპლექტი) და 4 ცალიანი რეზინების კოკმპლექტი (რომელიც საყრდენს ძირზე უკეთია ამ სურათში, და ყოველ მოდელზე იმეორებს მანქანის სახურავის მოყვანილობას) ქმნის იმ მესამე სვეტში მოყვანილ "კავების კომპლექტს", რომელიც 90 ლარი ღირს.

საბოლოო პროდუქტი ასე გამოიყურება:





1.2 - არტ 757 (ყოფილი 755) გრძივი ძელებისთვის.
ამ საყრდენებს კომპლექტში ყოველთვის მოჰყვება საკეტები.






1.3 - არტ 4900 გრძივი "სუბარუს" ძელებისთვის. (ანუ დამჯდარი ძელებისთვის)




ყურადღება: ამ საყრდენებზე და მის კავებზე, ანუ 4910, 4911, 4912, 4913, 4914, 4915, ასევე ამ კავებთან ნაყიდ ძელებზე, სუბარუს ფორუმის წევრებისთვის ვაწესებთ 20%-იან ფასდაკლებას.

ფასდაკლება არ ეხება სათხილამურეებს და სხვა აქსესუარებს, მხოლოდ ფუძეს.

1.4 - არტ 951 წყლის ღარებისთვის:

ფასი: 140 ლარი



1.5 გრძივ ძელებთან ერთად განივი ძელებიც, ან მხოლოდ განივი ძელებიანი მანქანისთვის.

მასზე დგება გადამყვანები, რომელიც ზოგიერთ სათხილამურეს მოჰყვება კომპლექტში.

ცალკე კომპლექტის ფასი: 90 ლარი.

Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
mixa   THULE ძალიან კარგი ...   Nov 26 2009, 12:19
iPod   mixa შენსას სახურა...   Nov 26 2009, 12:22
mixa   iPod არა, გლუვსახუ...   Nov 26 2009, 12:32
PAINKILLER   ლეგასიზე არაფერი ა...   Nov 26 2009, 16:38
THULE   mixa
...   Nov 26 2009, 17:05
SUB 300   THULE ეგენი მინახი...   Nov 26 2009, 17:07
mixa   THULE ეგ ამგნიტები ...   Nov 26 2009, 17:11
THULE   SUB 300
  Nov 26 2009, 17:12
mixa  
...   Nov 26 2009, 17:16
mixa   SUB 300 მე უკანა პად...   Nov 26 2009, 17:29
SUB 300  
...   Nov 27 2009, 05:51
antij  
...   Nov 28 2009, 21:22
THULE   იყოს აქაც - შეჯახებ...   Nov 30 2009, 18:47
crimson   FORESTER STI II -ზე შეგიძლია...   Dec 10 2009, 16:56
PAINKILLER  
ToTo   THULE ტელეფონს რატ...   Dec 21 2009, 09:19
THULE   ToTo
...   Dec 22 2009, 01:27
ToTo   THULE მადლობთ მარა ...   Dec 22 2009, 10:34
THULE   ToTo
...   Dec 22 2009, 13:56
crimson   THULE 4 წყვილიანი შა...   Dec 23 2009, 15:20
THULE   crimson
  Dec 29 2009, 13:58
iPod   THULE რა თხილამურე...   Dec 29 2009, 13:58
THULE   iPod
...   Dec 29 2009, 14:02
goga_ivana   THULE ესეთი საბარგულე...   Dec 29 2009, 19:57
THULE   goga_ivana
iPod   შემომელახება ვიღა...   Nov 15 2010, 13:32
nika   iPod ფული წინასწარ...   Nov 15 2010, 15:47
crimson   iPod

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge