![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() უბრალოდ Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,148 რეგისტრ.: 7-January 12 მომხმარებელი № 2,436 ![]() |
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...elebs.html?ar=A
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას სავარაუდოდ, საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group განახორციელებს. განკარგულების პროექტი "საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა. განკარგულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ტესტირების უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები აწარმოონ სათანადო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ოპერატორ - TUV ღჰეილანდ Gროუპ-თან, მასთან საქართველოს მთავრობის სახელით გასაფორმებელი მემორანდუმი შეიმუშაონ და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინონ. კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ელი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას 22 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი უზრუნველყოფს. ხოოდა მემგონი მეგვეკითხება ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 12,006 რეგისტრ.: 9-April 09 მომხმარებელი № 13 ![]() |
ეს მოწმდება გერმანიაშიო:
1. ჟანგი - არანაირი ჟანგი არ უნდა ქონდეს მანქანას. 2. საბურავების პროტექტორი ნორმალური უნდა იყოს. 3. საქარე მინაზე არ უნდა იყოს ბზარები და დაზიანებები. 4. ხელსაწყოების პანელზე ნათურები გაუმართაობას არ უნდა გაჩვენებდეს. 5. გარეთა ნათურები უნდა მუშოაბდნენ. 6. ყველა უსაფრთხოების ღვედი მწყობრში უნდ აიყოს. 7. "დვორნიკები" გამართული უნდა იყოს. 8. სარკეები დაზიანებული არ უნდა იყოს. 9. ფარების აწევა დაწევა უნდა მუშაობდეს თუ აქვს რათქმაუნდა ასეთი ავტომობილს. 10. პილნიკები გახეული არ უნდა იყოს. 11. ყველა ღილაკი უნდა მუშოაბდეს. 12. სამუხრუჭე დისკები არ უნდა იყოს გავცეთილი 1.5 მმ მეტით და დაჟანგებული არ უნდა იყოს. 13. სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. 14. ხადავიოში არაფერი არ უნდა ბრახუნობდეს. 15. გამონაბოლქვი სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს. |
|
|