![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() უბრალოდ Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,148 რეგისტრ.: 7-January 12 მომხმარებელი № 2,436 ![]() |
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...elebs.html?ar=A
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას სავარაუდოდ, საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group განახორციელებს. განკარგულების პროექტი "საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა. განკარგულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ტესტირების უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები აწარმოონ სათანადო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ოპერატორ - TUV ღჰეილანდ Gროუპ-თან, მასთან საქართველოს მთავრობის სახელით გასაფორმებელი მემორანდუმი შეიმუშაონ და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინონ. კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ელი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას 22 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი უზრუნველყოფს. ხოოდა მემგონი მეგვეკითხება ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Subaru Legacy ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 12,394 რეგისტრ.: 15-March 10 მომხმარებელი № 905 ![]() |
იაპონიაში ხალხი იმიტომ იხდის ფულს 2K ვიხლოპში ზუსტად რომ ქალაქშიც იაროს და ტრეკზეც.... მაგიტომაც ვეკამათებოდი ტრულოვას.
ჩემი ვიხლოპი არ მაქვს შემოწმებული არცერთ ტესტზე გარდა ხმისა, ნორმაში ჯდება სხვა ქალაქების მონაცემებით. CO და ასე შემდეგ აზრზე არვარ ჩაჯდება თუ არა... კალოდკის შემოწმებას არ დაიწყებენ მახო, მაგრამ აპარატები რომელიც CO-ს თუნდაც ზომას არც თუ ისე ძვირია, ასე რომ მაგათ დაარიგებენ თუ გახდა საჭირო. ყველამ ყველა დაიფაროს ავტოზაგზაო შემთხვევისგან, მაგრამ თუ აღმოჩნდება რომ ავარიის შემდეგ ვიღაცას კალოდკა ედგა უკვე ნაცვეთი, საბურავი ეყენა ნაცვეთი და ასე შემდეგ იმდენ ჯარიმას აგტენიან მერე რომ მაგ მანქანის გამოყვანა საჯარიმოდან არაფრად გიღირდეს იქნება... ![]() ყველაფერი გათვლილია და ნამდვილად ფულის სტანოკზეა აქ საუბარი... ღვედი იყო? ფული იშოვეს... შუშები იყო? ფული იშოვეს..... კამერები დადგეს? ფული იშოვეს.... ვსიო ხალხმა დაიწყო წესის დაცვა, ფული კიდევ აღარ შემოდის, ხომ უნდა მოიფიქრონ კიდევ რაღაც? ტექ დათვალიერებას შემოვა ეხლა ფული მოიჭრება და ვსიო, თითქმის ყველა გამართავს მანქანას მერე? ჯერ კიდევ საკითხავია რა დაჯდება ეგ დათვალიერება, იმედია ძალიან ძვირი არ იქნება და ადრინდელ ფასთან შედარებით 5-მაგათ არ იქნება გაზრდილი ![]() |
|
|