![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() უბრალოდ Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,148 რეგისტრ.: 7-January 12 მომხმარებელი № 2,436 ![]() |
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...elebs.html?ar=A
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას სავარაუდოდ, საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group განახორციელებს. განკარგულების პროექტი "საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა. განკარგულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ტესტირების უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები აწარმოონ სათანადო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ოპერატორ - TUV ღჰეილანდ Gროუპ-თან, მასთან საქართველოს მთავრობის სახელით გასაფორმებელი მემორანდუმი შეიმუშაონ და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინონ. კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ელი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას 22 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი უზრუნველყოფს. ხოოდა მემგონი მეგვეკითხება ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() DZIDZI ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,789 რეგისტრ.: 1-May 12 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 2,670 ![]() |
![]() 1. საქართველოში 900 000 მანქანა მოძრაობს. 2. საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. 3. საქართველოში გვყავს ბევრი ორდიპლომიანი ტაქსისტი, რომელიც ძირგამძვრალ მანქანას ატარებს - რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი იძულებულია ძველი, მოშლილი მანქანით "იტაქსაოს", იმისთვის რომ ოჯახში ორი კაპიკი შეიტანოს და შიმშილით არ მოკვდეს. 4. საქართველოს აქვს კორუფციის მდიდარი ტრადიცია, რომელიც 9 წლის წინ ამოიძირკვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისევ არ გაიფურჩქნება, თუ ნოყიერი ნიადაგი შეექმნა. 5. კორუფციის მნიშვნელოვან ბუდეებს სწორედ მაკონტროლებელი უწყებები წარმოადგენდა (ტეხასმოტრი, სურსათის უვნებლობა და ა. შ) ახლა გადავალ კითხვებზე: 1. მაინტერესებს რა კრიტერიუმებით მოხდება ტექდათვალირება. 2. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მანქანა ვერ გაივლის ტექდათვალიერებას წარმატებით (გაჩერება მოუწევს მანამდე, სანამ არ შეაკეთებს მანქანას ისე, რომ გაიაროს ტექდათვალიერება?). 3. თუ აქვს შესწავლილი მთავრობას რა მდგომარეობაშია საქართველოს car park - დაახლოებით რამდენ ადამიანს მოუწევს მანქანის გაჩერება? (არ უნდა იყოს მიახლოებითი სურათის ჩვენება რთული - შსს-მ კარგად იცის მანქანების გამოშვების წლები) 4. როგორ აისახება გაჩერებული მანქანები იმ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვინც პურის ფულს შოულობს, "ტაქსაობს" რ, ცუდი მანქანით? 5. როგორ დაეხმარება სახელმწიფო იმ ხალხს, ვინც ტექდათვალიერების ნორმალური ფუნქციონირების შედეგად აუცილებლად დაკარგავს სამსახურს და შემოსავალს. 6. როგორ მოხდება იმის უზრუნველყოფა რომ კორუფციის ბუდედ არ იქცევა ტექდათვალიერება - ზუსტად ისე, როგორც იყო. კიდევ მაქვს კითხვები, მაგრამ მომავლისთვის შევინახავ.” - წერს ”ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. |
|
|