![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 7 რეგისტრ.: 11-September 13 მომხმარებელი № 3,666 ![]() |
გაუმარჯოს ბიჭებო, მოკლედ 2002 წლიანი იაპონური ფორესტერი მყავს 2.0 XT ტურბინიანი.
დღეს სანაპიროზე მივდიოდი ასე 70-ით და უცებ ქვევიდან "დგუც" ეგეთი ხმა იყო და გაკრა მანქანამ, და მერე ერთი 20 მეტრი გავიარე სანამ ტროტუარზე გავაჩერე მანქანა და სულ "დუგუ-დუგუ" ხმა ჰქონდა ქვევიდან. კარობკა კარგად მუშაობს, მატორიც იდეალურად მუშაობს, არც ზედმეტი ხმა აქ არც ზეთია დაკლებული, მარა წინა ხიდის ქვეშ ზეთვივით გამონადენი იყო ასფალტზე. ხიდი იქება გაფუჭებული? თუ ხიდია რისი ბრალი შეილება იყოს და რა იქნება გასაკეთებელი (ფინანსების ამბავშიც თუ იცით რამე მიახლოებით)? აბა ვინმემ რამე თუ იცის მსგავსი, იქნებ დამეხმაროთ? ან მირჩიოთ თავის ხოდით წავიყვანო პროფილაქტიკამდე თუ ევაკუატორით? მადლობა! |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 7 რეგისტრ.: 11-September 13 მომხმარებელი № 3,666 ![]() |
მოკლედ გავაკეთე, და აქვე ავხსნი რა პრობლემა იყო, რომ მომავალში (ღმერთმა ყველა დაიფაროს) თუ ვინმეს შეემთხვევა მსგავსი პრობლემა, იცოდეს საორიენტაციოდ მაინც რისი ბრალი ძლება იყოს.
მოკლედ თავიდან წინა ხიდი მეგონა, მარა გადავრჩი უკა ყოფილა. ესიგი უკანა ხიდში "პალეცი" მოსლაბდა და 2 კბილანა გატეხა და ის ხმაურობდა. შეკეთება: დაშლილებში ვიყიდე უკანა ხიდი (40x9 კბილიანი) 100 ლარად + ორივე ხიდებისთვის ზეთი სულ 2 ლიტრი ( უკანაში მიდის 0.8 წინაში 1.2) და შევცვალე ეს ყველაფერი. მანქანა დადის "ხოშიანად" ![]() მოკლედ გადავრჩი რომ წინა ხიდი არ იყო, თორემ 350 დამიფასეს და +კიდე მაგის მოხსნა დაყენება ზედმეტი თავის ტკივილია რა. |
|
|
![]() ![]() |