![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() პოხუი STI ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,334 რეგისტრ.: 13-January 10 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 724 ![]() |
სტოკ დაუნფაიფს, ტურიბნის ვესტგეითის კლაპნის გასწვრივ აქვს კედელი, რაც ხელს უშლის გამონაბოლქვის სწრაფ გადინებას. დუნფაიფის შეცვლის ძირითადი მიზეზი არის, ამ ხელის შემშლელი ფაქტორის მოცილება და კატალიზატორის მოშორებაც. რაც თავის მხრივ კიდევ მეტად უწყობს ხელს გამდინარე გაზების სწრაფად გასვლას.
თუმცა არის ისეთი ტუნინგოვი დაუნფაიფები, რომელთაც აქვთ კატალიზატორი, მაგრამ სტოკისგან გასხვავებით შედარებით მსხვილი ნახვრეტები აქვს. რის ხარჯზეც სტოკთან შედარებით მაინც უკეთესად ატარებს გამონაბოლქვს. ცნობისთვის მე-6 და მე-7 ვერსიების დაუნფაიფები შედარებით გრძელებია. მე-8 ვერსიას კი იგივე ზომის დაუნფაიფი აქვთ, რაც ლეგასის GT ვერსიას. ამბობენ, რომ დაუნფაიფის შეცვლით, ცხენის ძალები მატულობს 15-20 ერთეულით ძრავზე. თუმცა ეს საკამათო თემაა და ყველა მანქანაზე ეგრე არ იქნება. დაუნფაიფს ძირითადად აკეთებენ მსუბუქი რკინისგან, ან უჟანგავი რკინისგან. რა თქმა უნდა კოროზიისადმი მედეგობა მსუბუქ რკინას უფრო ნაკლები აქვს, მაგრამ გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ნერჟავეიკა. რომელი ჯობია და რატომ, ეგ უკვე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ იმის მიხედვით, თუ რა გირჩევნიათ ![]() ძირითადად არი 4 სახის ტუნინგოვი დაუნფაიფი. რომლებიც განსხვავდებიან ვესტგეითის კლაპანთან კედლის ურთიერთობით ![]() ![]() პირველ სურათზე ნაჩვენებია სტოკი დაუნფაიფი. ანუ მთლიანად დახურული. მეორე სურათზე არის მთლიანად ღია ტიპის დაუნფაიფი. მესამე სურათზე არის იგივე მთლიანად ღია ტიპის დაუნფაიფი შუაში არსებული კედლით. რომელიც ხელს უშლის ვესტგეითიდან გამოსულ გამონაბოლქვს ეგრევე შეერიოს ჰაერის ძირითად მასას. ანუ ის ერევა ცოტა ქვევით დაუნფაიფში. სადაც უკვე კარგავს გამომსვლელ წნევას და იმდენად ხელს არ უშლის ჰაერის მთავარ ნაკადს, როგორც შეუშლიდა უფრო მოკლე მანძილზე. მეოთხე სურათზე კი ნაჩვენებია ეგრეთწოდებული Twin Dump ტიპის დაუნფაიფი. სადაც ვესტგეითის კლაპნის გასწვრივ ჩამონტაჟებულია ცალკე მილი, რომლის საშუალებით ვესტგეითის კლაპნიდან გამოსული გამონაბოლქვი გადის. ეს მილი შეიძლება ცოტა ქვევით შედიოდეს დუნფაიფში, ან კიდევ საერთოდ ჰაერში რჩებოდეს. ალბათ, გასაგებია რომ მესამე და მეოთხე ტიპის დაუნფაიფები უფრ მისაღებია, ვიდრე პირველი და მეორე ტიპისა. დაუნფაიფები, გარდა ზემოთ ნაჩვენები ტიპებისა, არსებობს კატალიზატორიანი და უკატალიზატორო. ასევე განსხვავდებიან ტრუბის დიამეტრით: 2.5, 3.0 და 3.5 ინჩიანი. 3.0 და 3.5 ინჩიანი დაუნფაიფი დგება მანქანებზე, რომლებიც გაანგარიშებული 400hp+ ცხენებისთვის. უფრო ნაკლებისთვის კი 2.5-იც მისაღები დიამეტრია. ამ ჯერზე ეგრე იყოს და შემდეგში გაგრძელებას შემოგთავაზებთ მთლიანი ვიხლოპის შეკერვის ტექნოლოგიის სახით ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
XRINCO ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5,687 რეგისტრ.: 28-December 09 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 669 ![]() |
ჩემს ხტ ზე დაუნფაიფის შეცვლის მერე მოხდა ის რომ თავისი პატარა სტოკი ლოკოკინა რომელიც 4500 მერე კვდებოდა,6000მდე უბერავდა საკაიფოდ და ხოდზეც ძაალიან შეეტყო რა თქმაუნდა. დაუნფაიფი ჰკს მაქვს ღია ვეისტგეიტით.
|
|
|
![]() ![]() |