IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> შევცვალოთ თუ არა დაუნფაიფი ???
VADA
გამოხმაურება Jun 29 2014, 15:32
გამოხმაურება #1


პოხუი STI
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,334
რეგისტრ.: 13-January 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 724




სტოკ დაუნფაიფს, ტურიბნის ვესტგეითის კლაპნის გასწვრივ აქვს კედელი, რაც ხელს უშლის გამონაბოლქვის სწრაფ გადინებას. დუნფაიფის შეცვლის ძირითადი მიზეზი არის, ამ ხელის შემშლელი ფაქტორის მოცილება და კატალიზატორის მოშორებაც. რაც თავის მხრივ კიდევ მეტად უწყობს ხელს გამდინარე გაზების სწრაფად გასვლას.
თუმცა არის ისეთი ტუნინგოვი დაუნფაიფები, რომელთაც აქვთ კატალიზატორი, მაგრამ სტოკისგან გასხვავებით შედარებით მსხვილი ნახვრეტები აქვს. რის ხარჯზეც სტოკთან შედარებით მაინც უკეთესად ატარებს გამონაბოლქვს.

ცნობისთვის მე-6 და მე-7 ვერსიების დაუნფაიფები შედარებით გრძელებია. მე-8 ვერსიას კი იგივე ზომის დაუნფაიფი აქვთ, რაც ლეგასის GT ვერსიას.

ამბობენ, რომ დაუნფაიფის შეცვლით, ცხენის ძალები მატულობს 15-20 ერთეულით ძრავზე. თუმცა ეს საკამათო თემაა და ყველა მანქანაზე ეგრე არ იქნება.

დაუნფაიფს ძირითადად აკეთებენ მსუბუქი რკინისგან, ან უჟანგავი რკინისგან. რა თქმა უნდა კოროზიისადმი მედეგობა მსუბუქ რკინას უფრო ნაკლები აქვს, მაგრამ გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ნერჟავეიკა.
რომელი ჯობია და რატომ, ეგ უკვე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ იმის მიხედვით, თუ რა გირჩევნიათ smile.gif


ძირითადად არი 4 სახის ტუნინგოვი დაუნფაიფი. რომლებიც განსხვავდებიან ვესტგეითის კლაპანთან კედლის ურთიერთობით smile.gif




პირველ სურათზე ნაჩვენებია სტოკი დაუნფაიფი. ანუ მთლიანად დახურული.
მეორე სურათზე არის მთლიანად ღია ტიპის დაუნფაიფი.
მესამე სურათზე არის იგივე მთლიანად ღია ტიპის დაუნფაიფი შუაში არსებული კედლით. რომელიც ხელს უშლის ვესტგეითიდან გამოსულ გამონაბოლქვს ეგრევე შეერიოს ჰაერის ძირითად მასას. ანუ ის ერევა ცოტა ქვევით დაუნფაიფში. სადაც უკვე კარგავს გამომსვლელ წნევას და იმდენად ხელს არ უშლის ჰაერის მთავარ ნაკადს, როგორც შეუშლიდა უფრო მოკლე მანძილზე.
მეოთხე სურათზე კი ნაჩვენებია ეგრეთწოდებული Twin Dump ტიპის დაუნფაიფი. სადაც ვესტგეითის კლაპნის გასწვრივ ჩამონტაჟებულია ცალკე მილი, რომლის საშუალებით ვესტგეითის კლაპნიდან გამოსული გამონაბოლქვი გადის. ეს მილი შეიძლება ცოტა ქვევით შედიოდეს დუნფაიფში, ან კიდევ საერთოდ ჰაერში რჩებოდეს.

ალბათ, გასაგებია რომ მესამე და მეოთხე ტიპის დაუნფაიფები უფრ მისაღებია, ვიდრე პირველი და მეორე ტიპისა.

დაუნფაიფები, გარდა ზემოთ ნაჩვენები ტიპებისა, არსებობს კატალიზატორიანი და უკატალიზატორო. ასევე განსხვავდებიან ტრუბის დიამეტრით: 2.5, 3.0 და 3.5 ინჩიანი.
3.0 და 3.5 ინჩიანი დაუნფაიფი დგება მანქანებზე, რომლებიც გაანგარიშებული 400hp+ ცხენებისთვის. უფრო ნაკლებისთვის კი 2.5-იც მისაღები დიამეტრია.


ამ ჯერზე ეგრე იყოს და შემდეგში გაგრძელებას შემოგთავაზებთ მთლიანი ვიხლოპის შეკერვის ტექნოლოგიის სახით smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
leto
გამოხმაურება Jul 25 2014, 14:49
გამოხმაურება #2


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 250
რეგისტრ.: 10-July 14
მომხმარებელი № 4,412




VADA
სტოკ დაუნფაიფს რომ პლიანეცი წაეჭრას და ვესტგეიტის ადგილას ტოკარმა ამოჭრას და პატარა ტრუბა გაუშვა , როგორც მე 4 სურათზეა აღნიშნული
პლიანეცს აქვს მაგხელა ადგილი?
ანუ სტოკი დაუნფაიფის პლიანეცი თუ გამოდგება საჩალიჩოდ
Go to the top of the page
 
+Quote Post
PAINKILLER
გამოხმაურება Jul 25 2014, 20:18
გამოხმაურება #3


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




ციტატა(leto @ Jul 25 2014, 15:49) [snapback]606170[/snapback]
VADA
სტოკ დაუნფაიფს რომ პლიანეცი წაეჭრას და ვესტგეიტის ადგილას ტოკარმა ამოჭრას და პატარა ტრუბა გაუშვა , როგორც მე 4 სურათზეა აღნიშნული
პლიანეცს აქვს მაგხელა ადგილი?
ანუ სტოკი დაუნფაიფის პლიანეცი თუ გამოდგება საჩალიჩოდ


კი სტოკი ფლიანეცი შეგიძლია ამოჭრა, უმეტესობა მასე აკეთებს smile.gif















მაგრამ სტოკი დაუნპაიპის გადაკეთებას აზრი არა აქვს, დიამეტრი აქვს პატარა, 3" მინიმუმ უნდა იყოს ტრუბა smile.gif


--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
VADA   შევცვალოთ თუ არა დაუნფაიფი ???   Jun 29 2014, 15:32
sti type ra   VADA Cdebi levan Meeqvse versiamde yvelas...   Jun 29 2014, 17:12
xrinco   ჩემს ხტ ზე დაუნფაი...   Jun 29 2014, 17:49
PAINKILLER  
  Nov 13 2015, 12:03
Nodiko.   გაუმარჯოს ... ჩემით ...   Dec 3 2015, 21:01
TRULOVI   Nodiko. მშვენიერია   Dec 3 2015, 21:21
VADA   Nodiko. მშვენიალურ...   Dec 3 2015, 22:06
Nodiko.   კარგიი დავაშლიპოვ...   Dec 4 2015, 11:56
jab180   უტურბინოზე 2,0რ მექა...   Feb 16 2016, 08:54
crossport.mt  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge