![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 870 რეგისტრ.: 30-October 12 მომხმარებელი № 3,054 ![]() |
მოკლედ მანქანის დაზღვევა მინდა დიდი ხანია. ჯიპიაი 480 დოლარს მეუნება წლიურს და მაგრები ვართო. ეხლა რაღაც უნისონი გავჩითე იმათმა 260 დოლარიო და ყავას მოგიდუღებთ დაჟეო. ალდაგმა ვაბშე 1200 დოლარი მომიხია, ან რა მოელანდათ არ ვიცი მარა იქნებ რამე პლიუსი აქვთ? სასწრაფოდ მინდა დაზღვევა და არ ვიცი ვის მივმართო რო მერე წყნარად გავაჩერო მანქანა და გასმული რო დამხვდება ან წიხლ ჩარტყმული ან ხე დაცემული დავრეკო და გამიკეთონ რა
![]() ვისაც სად გაქვთ დაზღვეული, რა ფასად და რით ხართ კმაყოფილები იქნებ გამიზიაროთ და ალბათ სხვისთვისაც სასიკეთო იქნება. თან ჩვენ ხო გვიყვარს ჩვენი მანქანები ![]() პ.ს (ადმინ ეს თემა თუ არსებობს შენიშვნას ნუ მომცემ,ვერსად ვერ ვიპოვე სერჩით და იქ გადაგვამისამართე არაა პრობლემა ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 12 რეგისტრ.: 25-August 14 მომხმარებელი № 4,523 ![]() |
tamoooo
ავტომობილის მარკა-მოდელი, უფლება მოსილი მძღოლის ასაკი ეს ინფორმაციაც დამჭირდება რომ სადაზღვევო პრემია დავითვალო, რაც შეეხება პირობებს უფრო გასაგები რომ იყოს და დაწვრილებით აგიხსნათ, ხომ არ ჯობია პირად ნომერზე დაგიკავშირდეთ. ავტომობილის დაზღვევა ფიზიკური დაზიანებისაგან პოლისის ეს ნაწილი მოიცავს ავტომობილის დაზიანებას შემდეგი რისკებისგან: ავტომობილის დაზიანება უ/მძღოლის ბრალის გარეშე ავარიის შედეგად ავტომობილის დაზიანება ხანძრის/აფეთქების, საგნის დაცემის შედეგად მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი ავტომობილის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ავტომობილის დაზიანება სტიქიის შედეგად (სეტყვის ჩათვლით) ავტომობილის დაზიანება უ/მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად ავტომობილის დაზიანება ფორს-მაჟორის შედეგად (საომარი მოქმედებები, გაფიცვა, მანიფესტაცია, საბოტაჟი, რევოლუცია და ა.შ) ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს იმ ხარჯებს, რაც უკავშირდება დაზღვეული ავტომანქანის მიერ მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პასუხისმგებლობის საერთო ლიმიტს ირჩევთ თავად თქვენ 5,000 აშშ დოლარიდან 1 მილიონ აშშ დოლარამდე. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა გულისხმობს კომპენსაციას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეულ ავტომაქანაში მყოფი მძღოლისა და მგზავრების სხეულის დაზიანების ან გარდაცვალებისას. პასუხისმგებლობის საერთო ლიმიტს ირჩევთ თავად თქვენ 5,000 აშშ დოლარიდან 1 მილიონ აშშ დოლარამდე. რა უპირატესობები გააჩნია არდი ჯგუფის დაზღვევას? უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა 5 წლამდე ავტომობილების მომსახურება ხორციელდება მარკა/მოდელის შესაბამის სპეციალიზებულ ავტოცენტრებში; ევაკუატორის უფასო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით სადაზღვევო შემთხვევისას; გარე აქსესუარების დაზღვევა; როგორც ფრანშიზიანი, ასევე უფრანშიზო პირობით დაზღვევა; ფორს-მაჟორული რისკების დაზღვევა ; SOS ASSISTANCE გზებზე - საწვავის მიწოდების, საბურავის შეკეთების/გამოცვლის, ავტომობილის დაქოქვის და ა.შ მომსახურება თბილისის მასშტაბით და თბილისიდან 25 კმ-ის რადიუსში; ავტომობილის საბაზრო ფასით დაზღვევის შემთხვევაში ზარალის კალკულაციისას არ გამოიყენება ცვეთის ნორმა; ბონუსი უზარალო წელიწადზე; ზარალის ანაზღაურების ყველაზე მოქნილი და ოპერატიული პროცედურა - 1 კვირა სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან. პლიუს ეს პაკეტი რომელიც მე თქვენ შემოგთავაზეთ არის უფრანშიზო ანუ თქვენ არ ხართ თანა მონაწილე ზარალის. ზარალი იქნება 50$ თუ 1000$ ყველაფერს ანაზღაურებს ჩვენი კომპანია. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ მომწერეთ ან დამირეკეთ პირად ნომერზე 599 85 07 83. რაც შეეხება სადაზღვევო პრემიას დაახლოებით 410$ წლიური, ყოველთვიური 34$, კვარტლური 102.5$ ეს არის დაახლოებით ფასები, თუმცა ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის შედეგად შეიძლება შეიცვალოს პლიუს მინუს 5$ ეგეც მაქსიმუმ. |
|
|
![]() ![]() |