IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ბრაზიანი მეზობლები ვისაც გყავთ, ღამის საათებში ხმაურის გამომწვევი პირი დაჯარიმდება
karlo-fan
გამოხმაურება Sep 18 2014, 15:40
გამოხმაურება #1


უბრალოდ Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,148
რეგისტრ.: 7-January 12
მომხმარებელი № 2,436




აბა დაგვრხევია და ეგაა, მე მეზობლები რამდენჯერმე უკვე გამომივარდნენ ადრე რომ ვწუხდებითო, იმედია რეკვას არ დაიწყენებ biggrin.gif



პროგრამული კოდი
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ფიზიკური პირების მიერ ხმაურის ნორმების დარღვევაზე კონკრეტული სანქციები დაწესდება. მისი ინფორმაციით, პირი იმ შემთხვევაში დაჯარიმდება, თუ ის ხმაურის ნორმებს ღამის 11-დან დილის 7 საათამდე დაარღვევს.
,,ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაშია, კონკრეტული მოქალაქის ჩივილის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ადგილზე მივიდეს, სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ხმაურის დონე დეციბალებში გაზომოს და თუ დაადგენს, რომ ხმაურის დონე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს სცდება (საუბარია 40 დეციბალზე), ან ხმაური ფიქსირდება ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე, ასეთ შემთხვევაში, ხმაურის შემქმნელი პირი დაჯარიმდება“,- აცხადებს კობახიძე.
http://kvira.ge/?p=90683


პ.ს. ამათი უსაქმური დედა ვატირე მე!

უბანში ლუდი ვერ უნდა დალიო, შენს ნებაზე გაზსაც ვეღარ უნდა დაადგა, მანქანაში სექსიც დასჯადია, გაზაობასაც გვიკრძალავენ vinsent.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
levanisan
გამოხმაურება Sep 18 2014, 19:54
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,843
რეგისტრ.: 13-September 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,404




TRULOVI
ციტატა(TRULOVI @ 18th September 2014 - 19:44) [snapback]615058[/snapback]
შენ თუ ზრუნავ შენ ქვეყანაზე ამ ყველაფერზე გული შეგტკივა და გმობ ამ ყველაფერს მაშინ რატომ გინდოდა უფრო ხმაურიანი ვიხლოპი( წინა პოსტში დაწერე რო გინდოდა ) რატომ წასულხარ ქალაქის ქუჩებში დასაშვებზე მეტი სიცქარით( ალბად წასულხარ ) რატომ დაგილევია უბანზე პივა არაყი ან ღვინო ( ალბად დაგილევია )

კაცო შენ კითხვა გეზარება თუ რაც გაწყობს იმას კითხულობ მარტო?

მევასება ხმამაღალი ხმა მეთქი რო დავწერე და მინდოდა კიდე მეტი დამეყენებინა მეთქი იქვე არ ვთქვი
ციტატა(levanisan @ 18th September 2014 - 17:20) [snapback]615028[/snapback]
ახლა ვიზრუნებ რომ ჩამხშობიც დავითრიო და თუ მომიწია გვიან სიარული დაუყენებ.


დასაშვებზე მეტითაც მივლია მარა იმას კი არ ვაპროტესტებ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა არ უნდა იყოს და თუ გამომიჭირეს ეს როგორ გაბედეს მეთქი...
ლუდიც დამილევია გარეთ, მაგრამ აწი არ დავლევ და ისიც ბევრი მინახავს ქუჩაში დაწყებული დალევა მერე რა დედისტყ*** ში გადაზრდილა.

რემნებიზე რო შემოიღეს ჯარიმები, ბევრი მაგასაც აპროტესტებდა და იმდენს ვერ ხვდებოდა რო ისევ მისთვის იყო ეგ, იდგა და იძახდა ქართველ კაცს რულთან ვერ დააბამო...


პ.ს.
და საერთოდ აღარ გამაგრძელებინოთ რა ეგეთი სირებით როა საქართველო სავსე იმიტოა კაი დღეში რო ვართ.
ამაზე უკეთ მგონი კაცი ვერაფერს დაწერს და იტყვის:

"მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს".

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
karlo-fan   ბრაზიანი მეზობლები ვისაც გყავთ   Sep 18 2014, 15:40
giorguna22   კაია ძალიან...ამის წ...   Sep 18 2014, 15:42
gio1988  
ციტატ...   Sep 18 2014, 19:24
SuBchika   ხალხნო ისეა დალაგე...   Sep 18 2014, 19:29
leto   TRULOVI კაი ბიჯო შენ...   Sep 18 2014, 19:37
levanisan   TRULOVI
ციტატ...   Sep 19 2014, 11:51
levanisan  
  Sep 23 2014, 21:08
ProLook   Sep 26 2014, 10:37
karlo-fan  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge