IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> სპიდომეტრის განათება
crisis
გამოხმაურება Aug 3 2013, 22:37
გამოხმაურება #1


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 40
რეგისტრ.: 13-March 13
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 3,311




SG Forester-ში გადავწყვიტე შევცვალო სპიდომეტრის განათება, ორიგინალი საკმაოდ სუსტია, ნათურები ნელ-ნელა მუქდებიან
და იწვებიან, თან ამერიკული „მილიანი“ სკალაც არ მაწყობდა:



დავშალე და მოვაშორე „ანაქრონიზმები“- სპირალიანი ნათურები, რომლებიც განათებას არასასურველი მოყვითალოებას უმატებდნენ, განსაკუთრებით ნახევარი ძალით ჩართვის დროს, თან რესურსიც შეზღუდული აქვთ:



გაყიდვაში არსებობენ შუქდიოდიანი ნათურები, რომლებიც „ერთი ერთზე“ ცვლიან ჩვეულებრივებს, მაგრამ შუქის ნაკადი აქვთ მიმართულებითი და ამიტომ ჩვენი შემთხვევისთვის არ ივანგებენ, საჭიროა შუქდიოდიანი ლენტა:



დაშლა ადვილია, წინა პლასტმასის ნაწილები მარტო „ზაშელკებზეა“. აი, ვისაც სურს სპიდომეტრის ისრის მოხსნა და ციფერბლატის შეცვლა კილომეტრიანზე - იუველირული მუშაობაა და აუცილებელია მხოლოდ თუ თეთრი ან სხვა არამწვანე ფერის განათება გსურთ, შემიძლია მაგიც აგიხსნათ როგორ კეთდება.



ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად რომ ციფერბლატი ახალზე, GPS-ით კილომეტრებში გრადუირებულზე შევცვალე, სალონის უამრავი დანარჩენი გადასართველების და ღილაკების ძველი ფერი შევუნარჩუნე.
12-ვოლტიანი შუქდიოდიანი ლენტა (თეთრი, მწვანე, წითელი, ლურჯი - იყიდება რადიონაწილების მაღაზიებში, ელიავაზე და ლილოში) დავჭერი საჭირო სიგრძის ფრაგმენტებზე და თავისივე „ლიპუჩკებზე“ მივაწებე კორპუსის შიგნით. აღსანიშნავია, რომ გაჭრა აუცილებელია მხოლოდ ლენტაზე მითითებულ პუნქტირის ადგილებში, მინიმუმ 3 დიოდი ჯგუფში:



მართულებით გადაბმა ხერხდება პარალელურად, ანუ „პლიუსი“-„პლიუსთან“ და „მინუსი“-„მინუსთან“:






ამ განათების საერთო კვება უერთდება ნებისმიერი ყოფილი ნათურის ცარიელ ბუდეში, აქაც უნდა დაცული იყოს პოლარობა:



საბოლოოდ, ხვდება აწყობა:



და მანქანაში დაბრუნება )))
- მწვანე სტილის შენარჩუნებით:



- ან, მაგალითად, თეთრი (როცა მექნება დრო, სალონის განათების დანარჩენ კომპონენტებს მაგ ფერზეც შევცვლი):



ვისაც სურს პრიბორების ინდივიდუალური დიზაინის შექმნა - შეუძლია ფოსტის მეშვეობით შექმნას ან ამოირჩიოს და გამოწეროს ნებისმიერი შაბლონი. მე რუსეთიდან (http://vic43.com/) ორი თვე ველოდე და მერე თბილისშიც ვნახე დიზაინის ფირმა, მაგრამ ასეთ დონეზე ვერ ამზადებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Don.Bandolero
გამოხმაურება Oct 12 2014, 04:08
გამოხმაურება #2


Newbie
*

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8
რეგისტრ.: 12-October 14
მომხმარებელი № 4,638




იქნებ დაწერო როგორ შეიძლება გაკეთდეს, რომ დაშბორდს ლურჯი განათება ჰქონდეს. მგონი ეგ ციფერბლატები ისეა მოწყობილი რომ მწვანედ გაანათოს(შეიძლება მე ვცდები და უბრალოდ სხვა ფერის ნათურის ჩასმით შეიცვლება ფერი) რაღაც ტუტორიალები ვნახე აცეტონის გამოყენებით მაგრამ ფორესტერზე არ იყო და თან ძალიან ცუდად ხსნიდნენ
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
crisis   სპიდომეტრის განათება   Aug 3 2013, 22:37
xrinco   კარგად გიჩალიჩია, ...   Aug 3 2013, 22:43
TRULOVI   ლამაზია მარა პროც...   Aug 3 2013, 22:50
crisis   პაიალნიქთან მეგობ...   Aug 3 2013, 22:53
levanisan   კაია და კაი ნამუშე...   Aug 3 2013, 22:58
OZY   კარგია ყოჩაღ ეს იდ...   Aug 3 2013, 23:12
PAINKILLER   დაილოცოს ოპტიტრონ...   Aug 4 2013, 00:02
mtiuli   crisis სასწრაფოდ და...   Aug 4 2013, 11:22
shota   აი სწორედ ასეთი თე...   Aug 4 2013, 12:18
Don.Bandolero   იქნებ დაწერო როგორ...   Oct 12 2014, 04:08
maxouni  
  Nov 12 2015, 09:59


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge