![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 40 რეგისტრ.: 13-March 13 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 3,311 ![]() |
SG Forester-ში გადავწყვიტე შევცვალო სპიდომეტრის განათება, ორიგინალი საკმაოდ სუსტია, ნათურები ნელ-ნელა მუქდებიან
და იწვებიან, თან ამერიკული „მილიანი“ სკალაც არ მაწყობდა: ![]() დავშალე და მოვაშორე „ანაქრონიზმები“- სპირალიანი ნათურები, რომლებიც განათებას არასასურველი მოყვითალოებას უმატებდნენ, განსაკუთრებით ნახევარი ძალით ჩართვის დროს, თან რესურსიც შეზღუდული აქვთ: ![]() გაყიდვაში არსებობენ შუქდიოდიანი ნათურები, რომლებიც „ერთი ერთზე“ ცვლიან ჩვეულებრივებს, მაგრამ შუქის ნაკადი აქვთ მიმართულებითი და ამიტომ ჩვენი შემთხვევისთვის არ ივანგებენ, საჭიროა შუქდიოდიანი ლენტა: ![]() დაშლა ადვილია, წინა პლასტმასის ნაწილები მარტო „ზაშელკებზეა“. აი, ვისაც სურს სპიდომეტრის ისრის მოხსნა და ციფერბლატის შეცვლა კილომეტრიანზე - იუველირული მუშაობაა და აუცილებელია მხოლოდ თუ თეთრი ან სხვა არამწვანე ფერის განათება გსურთ, შემიძლია მაგიც აგიხსნათ როგორ კეთდება. ![]() ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად რომ ციფერბლატი ახალზე, GPS-ით კილომეტრებში გრადუირებულზე შევცვალე, სალონის უამრავი დანარჩენი გადასართველების და ღილაკების ძველი ფერი შევუნარჩუნე. 12-ვოლტიანი შუქდიოდიანი ლენტა (თეთრი, მწვანე, წითელი, ლურჯი - იყიდება რადიონაწილების მაღაზიებში, ელიავაზე და ლილოში) დავჭერი საჭირო სიგრძის ფრაგმენტებზე და თავისივე „ლიპუჩკებზე“ მივაწებე კორპუსის შიგნით. აღსანიშნავია, რომ გაჭრა აუცილებელია მხოლოდ ლენტაზე მითითებულ პუნქტირის ადგილებში, მინიმუმ 3 დიოდი ჯგუფში: ![]() მართულებით გადაბმა ხერხდება პარალელურად, ანუ „პლიუსი“-„პლიუსთან“ და „მინუსი“-„მინუსთან“: ![]() ![]() ![]() ამ განათების საერთო კვება უერთდება ნებისმიერი ყოფილი ნათურის ცარიელ ბუდეში, აქაც უნდა დაცული იყოს პოლარობა: ![]() საბოლოოდ, ხვდება აწყობა: ![]() და მანქანაში დაბრუნება ))) - მწვანე სტილის შენარჩუნებით: ![]() - ან, მაგალითად, თეთრი (როცა მექნება დრო, სალონის განათების დანარჩენ კომპონენტებს მაგ ფერზეც შევცვლი): ![]() ვისაც სურს პრიბორების ინდივიდუალური დიზაინის შექმნა - შეუძლია ფოსტის მეშვეობით შექმნას ან ამოირჩიოს და გამოწეროს ნებისმიერი შაბლონი. მე რუსეთიდან (http://vic43.com/) ორი თვე ველოდე და მერე თბილისშიც ვნახე დიზაინის ფირმა, მაგრამ ასეთ დონეზე ვერ ამზადებენ. |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8 რეგისტრ.: 12-October 14 მომხმარებელი № 4,638 ![]() |
ეს ჩემი მეორე მესიჯია ფორუმზე.
პირველზე კითხვა დავსვი და დიდი მადლობა maxouni -ს რომ ძალიან მალე მიპასუხა. ასევე მადლობა თემის ავტორს ასეთი კარგი ახსნისთვის. დღეს გავაკეთე და ვეცდები სურათები ავტვირთო. შეაფასეთ: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სურათები დავაპატარავე და ისეთი ხარისხი აღარ არის(აქ ვნახე რომელიღაც თემაში რომ 1024/768-ზე მეტი არ შეიძლებაო) თან დღეა გადაღებული, ღამე სულ სხვა ეფექტი ექნება. მაგრამ ერთი შეცდომა მომივიდა. რაღაც ნაწილები აცეტონით არ მოვაცილე და დავტოვე მწვანე. ვიფიქრე რომ ან მწვანე ფერს შეინარჩუნებდა ან მოცისფრო იქნებოდა და ლურჯის ამ ფერებთან შეხამება ძალიან ლამაზი გამოვიდოდა. მაგრამ ფერი არ შეიცვალა და დარჩა ისევ ლურჯი, უბრალოდ სულ ოდნავ ჩაბურული. ვინც გააკეთებთ გირჩევთ ყველაფერი აცეტონით მოაცილოთ, ბევრად კარგი იქნება. მილების ციფრები სულ, 0 30 60 90 და 120-ის ხაზები,ასევე წყლის და ბენზინის H/C F/E, km/h და x1000r/min დავტოვე მწვანე და ცოტა ჩაბურულია. ასევე კონსოლში რომ ფეჩის და ჰაერის მიმმართველებია მაგაშიც ლურჯი შუქდიოდის ლენტა ჩავსვი. მაგრად მოუხდა. მაგის სურათებს მერე დავდებ. P.S. თუ 5-6 საათი არ გაქვთ, ნუ დაიწყებთ კეთებას. |
|
|
![]() ![]() |