IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> რჩევები ახალბედა სუბაროლოგებს, როგორ ავიცილოთ სტუკი და არამარტო...
karlo-fan
გამოხმაურება Feb 18 2014, 13:30
გამოხმაურება #1


უბრალოდ Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,148
რეგისტრ.: 7-January 12
მომხმარებელი № 2,436




მემგონი საჭირო და მტკივნეული თემაა, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ მაქსიმალურად რისკების შესამცირებლად რჩევებს თუ არ დავიშურებთ კარგი იქნება...

დავიწყებ ჩემი მცირე ცოდნით და განავრცეთ გურუებმა:
  1. ზეთი აუცილებლად მოტული და არაფერი მოტულის გარდა. ორიგინალი მოტული იყიდება სუბარუს კლუბის ბოქსებში და თეგეტაში
  2. მანქანის წამოყვანისას პორტიდან, აუცილებლად შეცვალეთ ზეთი იქვე, ჩაასხით კატალოგის მიხედვით, ზუსტად იმდენი რაც უწერია
  3. თუ 100-სს მიუკაკუნა გარბენმა და რემენი შეცვლილი არაა შეცვალეთ, როლიკები შეგიძლიათ აღადგინოთ თუ ექვემდებარება აღდგენას. რემნის შემდგომი შეცვლისას კი როლიკებიც უნდა შეიცვალოს
  4. ახალ ჩამოყვანილმა მანქანამ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ბატონ შოთასთან (SUB-300) ძრავის ამბებში, კარგ რჩევებს მიიღებთ და მშვიდადაც იქნებით
  5. ტურბინიანებმა ზეთი ცვალეთ არაუგვიანეს 5000 კილომეტრისა, უტურბინო 6-7 მოჟნა...
  6. ტურბინიანებმა აუცილებლად ასხით მხოლოდ სუპერი
  7. თუ მანქანა ჩეკს ან სხვა რამეს ანთებს, ან არ მოგწონთ მუშაობა (პრებოი, ძიორგანიები და ა.შ.), აუცილებლად ბატონ მალხაზს (maxouni) ან ბატონ შოთას (RACKER) აჩვენეთ და გაიარეთ ლოგირება. გახსოვდეთ, მცირეოდენმა წვრილმანმაც კი შეიძლება სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
  8. თუ აპირებთ მანქანის ნასტროიკას/დაბუსტვას, არავიტარ შემთხვევაში ხელოვნურად არ მოუმატოთ ბუსტი, 0.1 მომატებამაც კი შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს ნასტროიკის გარეშე, მითუმეტეს რომ იაპონურ ბენზინზეა დანასტროიკებული ქარხნული ეკუ და ჩვენ ბენზინთან ვერ მეგობრობს ნასტროიკამდე...
  9. სასურველია ზეთის წნევის და ზეთის ტემპერატურის დაჩიკების დაყენება, მაგ დროს ხედავ როდის აუშვა ფეხი პედალს და დაასვენო მანქანა, ან ზეთის ნასოსს თუ მოეკითხება დაინახავთ და გააჩერებთ მანქანას, შესაბამისად სტუკს აირიდებთ თავიდან.
  10. არ შეიძლება რედლაინზე (აგრანიჩიწელზე) დიდ ხანს აბაროტის თამაში შესაბამისი მომზადების გარეშე
  11. არ შეიძლება ფულ ბუსტით გაზგაყრილი სიარული პედალზე ფეხაუშვებლად დიდ ხანს, თუ მაღალი სიჩქარით მიდიხართ, მაგ. 200+ არაა აუცილებელი მანქანა ბუსტზე იყოს სულ.
  12. არ შეიძლება ცივი ძრავით გაზაობა, აცადეთ სანამ წყლის ტემპერატურა ნორმამდე არ აიწევს...
  13. სასურველია პერიოდული ვიზიტები და კონსულტაციები დოქტორებთან, თუნდაც 3 თვეში ერთხელ...
  14. თუ ძრავს ხმა აქვს და დაზიანება, უმჯობესია აღარ იაროთ და ეგრევე გაკეთებაზე იფიქროთ, თუ საშუალება არ გაქვთ გააჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დეტალებსაც დააზიანებთ და ორმაგი დაგიჯდებათ შეკეთება
თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და მოუფრთხილდებით, ტქვენი მეგობარი ხშირად გასიამოვნებთ smile.gif))

P.S. მცირეოდენი რისკი ყოველთვის არსებობს რომ თუნდაც იდეალურად გამართულ ძრავს რამე დაემართოს ჩვენგან დამოუკიდებლად...

განაგრძეთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
utonega
გამოხმაურება Nov 11 2014, 13:37
გამოხმაურება #2


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13
რეგისტრ.: 11-November 14
მომხმარებელი № 4,721




გამარჯობათ მეგობრებო,
დავრეგისტრირდი თქვენს ფორუმზე. მანამდე სტუმრის სტატუსით ვათვალიერებდი ხოლმე ამ გვერდს და მინდა ავღნიშნო და მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც დაუზარელად სცემს პასუხებს და დებს ინფოებს ახალი და გამოუცდელი ხალხისთვის.
სასიამოვნოა შორიდან ყველას გაცნობა და მომავალში იმედს ვიტოვებ რომ კიდევ უფრო დავვახლობდები ჩემი მომავალი მანქანის მოყვარულ გუნდთან.
მოკლედ დავიწყებ ჩემი ისტორიის ჩამოყალიბებას:
2007 წლიდან ვზივარ საჭესთან, მყავდა 5 მანქანა, 2-3 კვირაში ველოდები ჯაპანში ნაყიდ ფორესტერს.
მანქანა 2002 წლიანია (მეორე კუზაო) 2.0 პრასტოი, 106 გარბენით.
ყველა მანქანა რაც კი აქამდე მყოლია ასე თუ ისე შესწავლილი მქონდა. ამ მანქანას (თავისი ხარჯიდან გამომდინარე, ანუ რაც მიჯდება) იდეაში დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ არ მინდა მაინც ჩემით "მოვკლა" (რაც ვიყიდე მას მერე მესმის ამ ოპოზიტურ ძრავზე და ზოგადად სუბარუზე მითქმა მოთქმები)
მინდოდა საოჯახო მანქანის ყოლა, რომელიც იქნებოდა 4*4ზე და მხოლოდ ამ ორი კრიტერიუმით ვიყიდე ზემოთ აღნიშნული მანქანა.
ეხლა თუ შეიძლება ჩამოვწერ ორიოდ კითხვას და თქვენი მხრიდან კონსულტაციასაც ორივე ხელ აწეული მივესალმები
ვაპირებ: ზეთის თბილისიდან წაღებას, რომელი მოტული ჩავასხა, 5*30 თუ 5*40
რომელი ბრენდის რა ბენზინი ვასხა, წვა რა ვიანგარიშო..
106 გარბენზე რა შანსია იყოს გამოცვლილი რემენი (აუქციონის მანქანაა) ანუ გამოვცვალო თუ არა?
ამ კონკრეტულ მოდელზე ყველაზე ძალიან რას უნდა მოვერიდო...
დიდი მადლობა წინასწარ
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
karlo-fan   რჩევები ახალბედა სუბაროლოგებს   Feb 18 2014, 13:30
bako   კამათად არ მიიღო, ჩ...   Feb 18 2014, 13:47
picundela28   karlo-fan მართლა კარგ...   Feb 18 2014, 13:55
karlo-fan   bako
misho0   3.0 უტურბინო როგორ ა...   Feb 19 2014, 16:42
L_D   ავადმყოფი შვილი ყვ...   Feb 19 2014, 16:55
chonishvili   ბიჭებო გამარჯობათ....   Feb 26 2014, 22:12
karlo-fan   chonishvili მშვიდობაში...   Feb 26 2014, 22:23
zwz202   კარგი თემააა ძაან ...   Feb 26 2014, 22:26
TRULOVI   karlo-fan როგორააა 15 ნ...   Feb 26 2014, 22:28
karlo-fan  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 11 მომხმარებელი (მათ შორის 11 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge