IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> რჩევები ახალბედა სუბაროლოგებს, როგორ ავიცილოთ სტუკი და არამარტო...
karlo-fan
გამოხმაურება Feb 18 2014, 13:30
გამოხმაურება #1


უბრალოდ Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,148
რეგისტრ.: 7-January 12
მომხმარებელი № 2,436




მემგონი საჭირო და მტკივნეული თემაა, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ მაქსიმალურად რისკების შესამცირებლად რჩევებს თუ არ დავიშურებთ კარგი იქნება...

დავიწყებ ჩემი მცირე ცოდნით და განავრცეთ გურუებმა:
  1. ზეთი აუცილებლად მოტული და არაფერი მოტულის გარდა. ორიგინალი მოტული იყიდება სუბარუს კლუბის ბოქსებში და თეგეტაში
  2. მანქანის წამოყვანისას პორტიდან, აუცილებლად შეცვალეთ ზეთი იქვე, ჩაასხით კატალოგის მიხედვით, ზუსტად იმდენი რაც უწერია
  3. თუ 100-სს მიუკაკუნა გარბენმა და რემენი შეცვლილი არაა შეცვალეთ, როლიკები შეგიძლიათ აღადგინოთ თუ ექვემდებარება აღდგენას. რემნის შემდგომი შეცვლისას კი როლიკებიც უნდა შეიცვალოს
  4. ახალ ჩამოყვანილმა მანქანამ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ბატონ შოთასთან (SUB-300) ძრავის ამბებში, კარგ რჩევებს მიიღებთ და მშვიდადაც იქნებით
  5. ტურბინიანებმა ზეთი ცვალეთ არაუგვიანეს 5000 კილომეტრისა, უტურბინო 6-7 მოჟნა...
  6. ტურბინიანებმა აუცილებლად ასხით მხოლოდ სუპერი
  7. თუ მანქანა ჩეკს ან სხვა რამეს ანთებს, ან არ მოგწონთ მუშაობა (პრებოი, ძიორგანიები და ა.შ.), აუცილებლად ბატონ მალხაზს (maxouni) ან ბატონ შოთას (RACKER) აჩვენეთ და გაიარეთ ლოგირება. გახსოვდეთ, მცირეოდენმა წვრილმანმაც კი შეიძლება სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
  8. თუ აპირებთ მანქანის ნასტროიკას/დაბუსტვას, არავიტარ შემთხვევაში ხელოვნურად არ მოუმატოთ ბუსტი, 0.1 მომატებამაც კი შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს ნასტროიკის გარეშე, მითუმეტეს რომ იაპონურ ბენზინზეა დანასტროიკებული ქარხნული ეკუ და ჩვენ ბენზინთან ვერ მეგობრობს ნასტროიკამდე...
  9. სასურველია ზეთის წნევის და ზეთის ტემპერატურის დაჩიკების დაყენება, მაგ დროს ხედავ როდის აუშვა ფეხი პედალს და დაასვენო მანქანა, ან ზეთის ნასოსს თუ მოეკითხება დაინახავთ და გააჩერებთ მანქანას, შესაბამისად სტუკს აირიდებთ თავიდან.
  10. არ შეიძლება რედლაინზე (აგრანიჩიწელზე) დიდ ხანს აბაროტის თამაში შესაბამისი მომზადების გარეშე
  11. არ შეიძლება ფულ ბუსტით გაზგაყრილი სიარული პედალზე ფეხაუშვებლად დიდ ხანს, თუ მაღალი სიჩქარით მიდიხართ, მაგ. 200+ არაა აუცილებელი მანქანა ბუსტზე იყოს სულ.
  12. არ შეიძლება ცივი ძრავით გაზაობა, აცადეთ სანამ წყლის ტემპერატურა ნორმამდე არ აიწევს...
  13. სასურველია პერიოდული ვიზიტები და კონსულტაციები დოქტორებთან, თუნდაც 3 თვეში ერთხელ...
  14. თუ ძრავს ხმა აქვს და დაზიანება, უმჯობესია აღარ იაროთ და ეგრევე გაკეთებაზე იფიქროთ, თუ საშუალება არ გაქვთ გააჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დეტალებსაც დააზიანებთ და ორმაგი დაგიჯდებათ შეკეთება
თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და მოუფრთხილდებით, ტქვენი მეგობარი ხშირად გასიამოვნებთ smile.gif))

P.S. მცირეოდენი რისკი ყოველთვის არსებობს რომ თუნდაც იდეალურად გამართულ ძრავს რამე დაემართოს ჩვენგან დამოუკიდებლად...

განაგრძეთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
karlo-fan
გამოხმაურება Nov 11 2014, 13:51
გამოხმაურება #2


უბრალოდ Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,148
რეგისტრ.: 7-January 12
მომხმარებელი № 2,436




ციტატა(utonega @ 11th November 2014 - 14:37) [snapback]625250[/snapback]
მინდოდა საოჯახო მანქანის ყოლა, რომელიც იქნებოდა 4*4ზე და მხოლოდ ამ ორი კრიტერიუმით ვიყიდე ზემოთ აღნიშნული მანქანა.

სწორი არჩევანი გაგიკეთებია დავიწყოთ მაგით wink.gif

ციტატა(utonega @ 11th November 2014 - 14:37) [snapback]625250[/snapback]
ვაპირებ: ზეთის თბილისიდან წაღებას, რომელი მოტული ჩავასხა, 5*30 თუ 5*40

60 000-ზე ზევით უკვე 5W-40 ვასხავთ ხოლმე... წაღება სავალდებულო არაა, თუ ფოთში ჩამოგდის, იქვეა თეგეტა და იქვე იყიდი (წინასწარ დარეკე და გადაამოწმე რომ ჰქონდეთ)... თუ არადა მერე წაიღე, შეგიძლია სუბარუ-მოტორსში იყიდო

ციტატა(utonega @ 11th November 2014 - 14:37) [snapback]625250[/snapback]
რომელი ბრენდის რა ბენზინი ვასხა, წვა რა ვიანგარიშო..

MOTUL X-CESS 5W-40, 4 ლიტრი ჩადის უტურბინო ძრავში... 5 ლიტრი იყიდე ბარემ, მერე დასამატებლად რომ გქონდეს... 7000-მდე შეგიძლია გაატარო უტურბინო ძრავს მაგ ზეთზე...

ციტატა(utonega @ 11th November 2014 - 14:37) [snapback]625250[/snapback]
რომელი ბრენდის რა ბენზინი ვასხა, წვა რა ვიანგარიშო..

კარგი იქნება რომ პრემიუმი ასხა, მაგრამ ევრო რეგულარზეც ამუშავებს ბევრი... ლუკოილის პრემიუმს გირჩევ, სხვა ბრენდების ევრო რეგულარის ფასი აქვს.
წვა ტრასაზე 8-9 ლიტრამდე იანგარიშე თუ 110-ზე ზევით არ ივლი. ქალაქში 11-12 ლიტრი
გაზიც იდეალურად დგება თუ სურვილი გექნება

ციტატა(utonega @ 11th November 2014 - 14:37) [snapback]625250[/snapback]
106 გარბენზე რა შანსია იყოს გამოცვლილი რემენი (აუქციონის მანქანაა) ანუ გამოვცვალო თუ არა?

თუ გამოცვლილია ბირკა უნდა ჰქონდეს მიკრული ან სალონში ან კაპოტ ქვეშ (შეიძლება რემნის პლასმასის ხუფზეც), თუ გამოცვლილი არაა გამოცვალე სუბარუ-მოტორსში

ციტატა(utonega @ 11th November 2014 - 14:37) [snapback]625250[/snapback]
ამ კონკრეტულ მოდელზე ყველაზე ძალიან რას უნდა მოვერიდო...

ეგ კონკრეტული მოდელი არის ერთერთი ყველაზე გამძლე... არ გადაახურო ძრავი უაზროდ და სანამ არ შეამოწმებ ყველაფერს (სავალი ნაწილი, ძრავი, კარობკა), მანამდე არ გაიმეტო უგზოობებზე...

გირჩევდი რომ უკანა ხიდში ზეთი შეცვალო თუ შეცვლილი არ იქნება, 800 გრამი ჩადის და ლიტრი 25 ლარი ღირს მგონი სულ...
ასევე მაგ გარბენზე შეიძლება კარობკის ზეთიც შესაცვლელი გახდეს თუ ავტომატიკაა (ქარხნულად 100 000-ზე იცვლება)

P.S. მშვიდობაში
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
karlo-fan   რჩევები ახალბედა სუბაროლოგებს   Feb 18 2014, 13:30
bako   კამათად არ მიიღო, ჩ...   Feb 18 2014, 13:47
picundela28   karlo-fan მართლა კარგ...   Feb 18 2014, 13:55
karlo-fan   bako
misho0   3.0 უტურბინო როგორ ა...   Feb 19 2014, 16:42
L_D   ავადმყოფი შვილი ყვ...   Feb 19 2014, 16:55
chonishvili   ბიჭებო გამარჯობათ....   Feb 26 2014, 22:12
karlo-fan   chonishvili მშვიდობაში...   Feb 26 2014, 22:23
zwz202   კარგი თემააა ძაან ...   Feb 26 2014, 22:26
TRULOVI   karlo-fan როგორააა 15 ნ...   Feb 26 2014, 22:28
karlo-fan  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 10 მომხმარებელი (მათ შორის 10 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge