IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> Subaru Legacy BP5 Body&Suspension Lifting
FEOLA
გამოხმაურება Dec 12 2014, 23:18
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10,619
რეგისტრ.: 30-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 53




ვინაიდან და რადგანაც ერთ-ერთი პირველი ვიყავი მათ შორის ვინაც ფორესტერი დალიფტა მხოლოდ ამორტიზატორის პრასტავკებით, გადავწყვიტე, რომ პიონერი ვყოფილიყავი ძარის ლიფტინგშიც და ე.წ. "Body Lift" გავაკეთო ჩემს 2004 წლიან სუბარუ ლეგასის ფურგუნზე. სხვა და სხვა საიტებზე აქტიური ძებნის შემდეგ შევარჩიე ჩემის აზრით ყელაზე საუკეთესო ვარიანტი და ჩემს მეგობრებთან ერთად (დიდი მადლობა მათ ამისთვის) დავიწყე არც ისე ადვილი პროექტი.

მოკლედ BP5 ლეგასი BP9 და BPE აუთბექებთან შედარებით ქარხნულად არის 5 სანტიმეტრით დაბალი.(BP5-15 სმ - BP9 BPE-20 სმ) თავდაპირველად დავინტერესდი რა იძლეოდა ამ სხვაობას. აღმოჩნდა, რომ სხვაობა იყო მხოლოდ ორ რაღაცაში. ესაა ქარხნულად რაც მოყვება საბურავების ზომა 215/45-17 VS 215/55-17 რაც იძლევა 2 სმ-იან სხვაობას და ძარისა და შასის შორის არსებულ 3 სმ-იან პრასტავკებში, რომელიც დევს ტრავერსზე, უკანა ბალკაზე, პადკარობაჩნიზე და ა.შ. მართალია ამ ორ მოდელს შორის ამორტიზატორებშიც არის სხვაობა, მაგრამ ჩემის სუბიექტური აზრით ( ობიექტურით იმიტომ არა, რომ არ დამიტოლებია სიგრძეში) სიგრძეში სხვაობა არ უნდა იყოს. სავარაუდოდ სხვაობაიქნება მხოლოდ გაშლის სიგრძეებში.

პირველ რიგში საჭირო იყო მასალის შერჩევა, რადგან მასზე მთლიანად იყო დამოკიდებული პროექტის ბიუჯეტი, რომელმაც საბოლოო ჯამში თავის მასალიან ხელობიანად შეადგინა დაახლოებით 170-180 ლარი( შედარებისთვის აქ არის 2000-2001 წლიანი ლეგასის ლიფტ კიტი და ფასიც შეადარეთ). ალუმინი არ გამოდგებოდა იმის გამო, რომ ძვირი სიამოვნებაა, ტექსტოლიტი არ გამოდგებოდა იმიტომ, რომ ძვირიცაა და იმ სიგრძის არაა რაც მე მჭირდებოდა, ამიტომ შევჩერდი შავ მეტალზე. კერძოდ კი ტრავერსის. უკანა რიჩაგების, რაზვალნი ვტულკების და პადკარობაჩნის პრასტავკებისთვის შევარჩიე 5 სმ-ის სიგრძის და 5 მმ სისქის "შველერი" რომელიც გადავხვრიტე საბოლტე ადგილებში და შუაში სიმყარისთვის ჩავადუღე "პოლდიუმა" ზომებში დაჭრილი ტრუბა. ცალად მიმაგრებული ბოლტებისთვის როგრებიცაა: უკანა ბალკის ოთხივე ბოლტი, უკანა რიჩაგების მესამე ბოლტები(2 ც.), რაზვალნი ვტულკის სამაგრი ბოლტები(2ც.), წინა ბადკარობაჩნის სამაგრი ბოლტები(2ც.) ვიყიდე 30 მმ დიამეტრის ბალვანკა ტოკარს დავაჭრევინე 5 სმ სიგრძეზე და გაუკეთე ბოლტების შესაბამისი ნახვრეტები. "პადვესნოისა და საბარგულის ქვევით სათადარიგო საბურაბ=ვის არკასთთან არსებული "რასპორკის" ასაწევად ფამოვიკენე პორშინის "პალეცები", რომელიც დავჭერი შესაბამის სიგრძეზე. ეს ყველა დეტალი როგორც ვთქვი არის 5 სმ სიგრძის, ანუ რეალურად კლირენსი(ანუ მანძილი ყველაზე დაბალ წერტილსა და მიწას შორის) ფაქტიურად რჩებოდა იგივე, მხოლოდ ძარა იწევდა ზევით, რაც იძლევა უკეთეს შეტევის და ჩამოსვლის კუთხეს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამორტიზატორის პრასტავკების ამაღლების ხარჯზე თავად კლირენსი გამეზარდა, ამიტომ ამორტიზატორის ჩაშკების პრასტავკები გავაკეთე 8 ს-ის სიგრძის. რა თქმა უნდა ყველა ბოლტი რომლითაც შასი ძარაზე მაგრდება შევიძინე 5 სმ-ით გრძელი ქარხნულთან შედარებით.

საბოლოოდ გამოვიდა, რომ კლირენსი ქარხნულტან შედარებით გაიზარდება 3 სმ-ით ამორტიზატორების პრასტავკების და 2 სმ-ით 215/55-17 საბურავების ხარჯზე, ხოლო საბოლოო ლიფტინგის სიგრძე იქნება 10 სმ და ავალ 25 სმ-მდე.

ამ ეტაპისთვის დამზადებულია ყველა დეტალი და კვირას ვაპირებ დაყენებას. კიდევ რამოდენიმე ნიუანსი რასაც შეიძლება შევხვდე დაყენებისას ესაა "რულევოის კრესტავისნის დაგრძელბა(რადგან ტავად რულევოი მიმაგრებულია როგორც იცით ტრავერსზე და ძარის ზევით აწევისას შეიძლება კრესტავინის შლიცების სიგრძე არ ეყოს), "პინჩის" კორპუსის საბოლტის ცოტათი ქვევით ჩამოწევა და მაყუჩის ბოლო ბაჩოკების მილის შესაბამისი სიგრძით დაგრძელაბა, იმისთვის რომ ბაჩოკები ქვევით არ დარჩეს და გაყვე ძარას.

მონტაჟის სურათებს მოგვიანებით დავდებ. ამ ჯერად კი დეტალების სურათებს გთავაზობთ smile.gif







Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
WESHAPO
გამოხმაურება Dec 14 2014, 19:05
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,461
რეგისტრ.: 26-March 13
მდებარ.: TBILISI
მომხმარებელი № 3,340




FEOLA
საღოლ ვაჟა ძმაო, კაი ხანია მიტრიალებს ეგ აზრი თავში, აი იაFად რო დამათრევინა დასტუკული ტურბინიანი BP5, ეგრევე მივცხებდი, თან გაკვალულ გზაზე ადვილია გავლა, საღოლ!!! declare.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
FEOLA   Subaru Legacy BP5 Body&Suspension Lifting   Dec 12 2014, 23:18
PAINKILLER  
PAINKILLER  
PAINKILLER  
...   Dec 15 2014, 22:06
PAINKILLER  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge