IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> დისკების შეღებვა, და არა მარტო დისკების
ilo_khavtasi
გამოხმაურება Dec 2 2014, 19:02
გამოხმაურება #1


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 187
რეგისტრ.: 5-May 09
მომხმარებელი № 65




ვინაიდან სხვა შესაბამის განყოფილებას ვერ მივაგენი აქ გავხსნი ამ თემას... თუ შამეშალა მომივიდა გადაითანეთ თუ შეიძლება სადაც საჭიროა smile.gif

მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო...

განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი თანხა ახალი და ძვირფასი დისკების შესაძენად
და აქვს სურვილი ცოტათი მაინც გაალამაზოს თავისი ავტოს ვიზუალი მცირედი ბიუჯეტით
გთავაზობთ, როგორც ალუმინის ასევე რკინის დ ი ს კ ე ბ ი ს შ ე ღ ე ბ ვ ა ს...

ვისაც არ აქვს სურვილი გადაიხადოს ცოტათი ზედმეტი ფული იმაში, რომ ეს სამუშაო შეასრულოს
უფრო გამოცდილმა და საჭირო ხელსაწყოებით აღჭურვილი სახელოსნოს მქონე მღებავმა, შეგიძლიათ
ძალიან მარტივად, თქვენთვითონვე სცადოთ და გააკეთოთ იგივე, რისთვისაც დაგჭირდებათ:
1. პულივიზატორის საღებავი (სასურველია Wurt-ის ან რომელიმე მაღალი ხარისხის ბრენდის); 1 ან 2 ცალი (2 ფერის შემთხვევაში)
2. ზუმფარის ქაღალდი;
3. სამღებრო (სამალიარო smile.gif ) "სკოჩი" (ქაღალდის)
4. გაზეთები biggrin.gif
5. მონდომება და მარჯვე ხელები smile.gif
და ეს ყველაფერი დაგიჯდებათ 30-35 ლარი, 1 დღე და არც ისე სახალისო და დამღლელი სამუშაო პროცესი - მეტალის ზუმფარით დამუშავება ("გაშკურკვა")

შედეგად კი მიიღებთ არაპროფესიონალურად შეღებილ დისკებს, რომელიც ერთი შეხედვით გამოიყურება საკმაოდ კარგად, თუმცა ამ მეთოდით შეღებილი
დისკების ყველაზე დიდი მინუსი არის მისი ექსპლოატაციის ვადის სიმცირე. უფრო კონკრეტულად კი მაღალი წნევით ("კერხერი"-თ) რამდენიმე გარეცხვის
შემდეგ დაინახავთ "გაზუმფარებული" ალუმინის ბზინვარებას ( biggrin.gif ) საღებავის შიგნიდან. ....
...თუმცა ეს ყველაფერი იმისთვის ვისაც აქვს საკმარისი დრო და სურვილი ცდად მაინც ღირს... wink.gif და რჩევებსაც მოგცემთ როგორ გააკეთოთ საკუთარი ხელით...

რაც შეეხება ჩვენს მომსახურებას და ფასებს:

გთავაზობთ ღებვის გავრცელებულ პროფესიონალურ მეთოდს:

1. შესაღები მეტალის დამუშავება:

1. დისკები ირეცხება საფუძვლიანად და ცილდება ნადები;
2. მეტალი მუშავდება ზუმფარის ქაღალდის გამოყენებით ხელით;
3. მიუდგომელ ადგილებში, სადაც ხელით დამუშავება ვერ ხერხდება მუშავდება ბორ-მანქანის სპეციალური ზუმფარიანი "ნასადკით"
4. დისკები ირეცხება საფუძვლიანად და მუშავდება ბენზინით ( პრემიუუმმმ biggrin.gif biggrin.gif )
5. იფუთება საბურავები (ცარიელ დისკებს ეს ეტაპი რათქმაუნდა არ ჭირდება smile.gif )

2. სამღებრო სამუშაოები:

1. პირველი ფენა ვასხამთ გრუნტს (შავი ფერის)
2. მეორე ფენა კვლავ გრუნტი (იმ შემთხვევაში თუ დისკები არ არის იდეალური და დამუშავების შედეგად ნაკაწრები სულ ვერ მოშორდა)
3. ვასხამთ ძირითად ფერს (2 ან 3 ფენას)
4. კარგად გაშრობის შემდეგ იფუთება დისკის ძირითადი ფერით დაფარული ნაწილი და ვტობეთ კანტს
5. ვღებავთ კანტს (სასურველ ფერში, ასევე 2-3 ფენა)
6. კარგად გაშრობის შემდეგ ვხსნით შეფუთულ ფენას და ვასხამთ ლაქს (სურვილის შემთხვევაში)

სამღებრო სამუშაოები სრულდება სამღებრო "პისტოლეტით" რაც იძლევა ბევრად მეტ ეფექტს, როგორც ვიზუალურს ასევე ექსპლოატაციისას...

სულ ეს არის smile.gif ოთხივე დისკზე ერთდროულად მუშაობის შემთხვევაში ამ ყველაფერს ჭირდება 3-4 საათი გაშრობიანად.

რაც შეეხება ფასებს:




მარტივი დიზაინის 16"-მდე 4 დისკის ცალმხრივი ღებვა 1 ფერში -გლუვი 50 ლარი; პრიალა 60 ლარი


მარტივი დიზაინის 16"-მდე 4 დისკის ცალმხრივი ღებვა 2 ფერში -გლუვი 70 ლარი; პრიალა 80 ლარი

10-14 ქიმიანი BBS-ის მსგავსი დიზაინის 16"-მდე 4 დისკის ცალმხრივი ღებვა 1 ფერში -გლუვი 70 ლარი; პრიალა 80 ლარი

10-14 ქიმიანი BBS-ის მსგავსი დიზაინის 16"-მდე 4 დისკის ცალმხრივი ღებვა 2 ფერში -გლუვი 80 ლარი; პრიალა 90 ლარი

რთული (ბევრ "სპიციანი") დიზაინის 16"-მდე 4 დისკის ცალმხრივი ღებვა 1 ფერში -გლუვი 100 ლარი; პრიალა 110 ლარი

რთული (ბევრ "სპიციანი") დიზაინის 16"-მდე 4 დისკის ცალმხრივი ღებვა 2 ფერში -გლუვი 110 ლარი; პრიალა 120 ლარი

უკანა მხრიდან 16"-მდე 4 დისკის შეღებვა (შავი გრუნტი) 10 ლარი.

უფრო დიდი ზომის დისკები 17"-18" + 10 ლარი 19"-20" + 15 ლარი 21" და მეტი + 20 ლარი





ჯანსაღ კრიტიკას და რჩევებს სიამოვნებით მოვისმენ და მივიღებ smile.gif
ფასებიც ექვემდებარება გასაჩივრებას, თუმცა არამგონია ძვირი იყოს smile.gif


P.S. სუბაროლოგებისთვის ყველაფერზე -10 ლარი (სიმბოლურია, მაგრამ მაინც :* )
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
sxe10
გამოხმაურება Dec 21 2014, 19:19
გამოხმაურება #2


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 416
რეგისტრ.: 6-September 10
მომხმარებელი № 1,378




ციტატა(ilo_khavtasi @ Dec 21 2014, 01:08) [snapback]633105[/snapback]
sxe10
რაღაც ძაან ლურჯი ჩანს biggrin.gif ...არადა არაა მასეთი smile.gif ...ან სურათის ბრალია ან ბოლტების biggrin.gif ...ჯამში მგონი მაინც კარგი გამოვიდა wink.gif

ლაივში ბევრად უკეთესია, და ორივეს ბრალია – ეს ბოლტები ისე ბზინავს, ყველაფერს მაგის ფერი დაკრავს ირგვლივsmile.gif და მეორე ტელეფონის კამერაზეა გადაღებული და შევამჩნიე რომ ცივი ფერებისკენ აქვს გადახრა, ამიტომ არ უნდა დავიზარო და რამენაირად ნიკონ დ60–ით უნდა დავადგე ერთხელsmile.gif

ციტატა(PAINKILLER @ Dec 21 2014, 11:56) [snapback]633121[/snapback]
sxe10
კარგად გამოვიდა, ფერი სად შეაზავებინე? კოდით აიღე თუ რამე სხვა დისკის ფერის მიხედვით?
სურათში მეტალიკი არ ჩანს და უბრალო პრიალა საღებავია ვითომ?
მეც დაახლოებით მაგ ფერში მინდა შევღებო ჩემი პროდრაივები smile.gif

კოდით არ ამიღია, განმეტალ სსრ–ები მივე გუგლს საძიებოდ და რაც ამომიგდო, ტელეთი მივიტანე სურათები და ადგილზე შევადარეთ, ილოსთან ერთად გავედით იქვე რაღაც საღებავების მაღაზიაში.
ესეთი პრიალა იმის გამოა, რომ ლაკი აქვსsmile.gif მე უფრო "მატოვი" მირჩევნოდა ყოფილიყო. ისე ერთი ტონით მუქს თუ აიღებ და მატოვის გააკეთებინებ, უკეთესი გამოვა მგონიsmile.gif ილოს შენახული აქვს საღებავის კოდი თუ რამეsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
ilo_khavtasi   დისკების შეღებვა   Dec 2 2014, 19:02
PAINKILLER  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge