![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
დავწერ პატარა რეპორტაჟს რა და როგორ იყო.
1 იანვარი 31 დეკემბერს ახალ წელს შევხვდით ჩვენ-ჩვენ სახლებში და სულ რაღაც 2 საათში, ანუ ღამის 2 საათზე დავიძარით ერთმანეთის შესახვედრად. 3:00 ზე ვიყავით სმარტთან აღმაშენებლის ხეივანში. ერთი მანქანა: რაკერას ფორესტერი WRC888 (შემდგომში IR888EM), რომელშიაც განვთავსდით მე, რაკერა და ლьიოვა. მეორე მანქანას: ხაჩის იმპრეზა SP100BA, შემადგენლობა: ხაჩი, კასტერა და ვახო (კასტერას ძმაკაცი). 03:30 ზე გავედით თბილისიდან. მგზავორობა ძალიან უინტერესო იყო, თბილისიდან ზესტაფონამდე საერთოდ მანქანა არ შეგვხვედრია გზაზე. (ახალი წელია, ჩვენს მეტი ვინ გაატარებდა მანქანაში). შემდეგ დეგუსტაცია გავუკეთეთ ქუთისის ახალ შემოვლით გზას, რომელიც საკმაოდ მოგვეწონა. არა და არ თენდებოდა, ჯერ იმედი გვქონდა რომ ქუთისთან დაგვათენდებოდა, მერე სამტერედიასთან, მერე ზუგდიდთან. სულ ტყუილად, ჯვართან დაიწყო ოდნავ განათება. ძალიან გვინდოდა (მე ყოველ შემთხვევაში) ენგურის კაშხლის ნახვა, ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად განათებული, მაგრამ მაინც დავათვალიერეთ. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა რაღაცეები მოგვიყვა ენგურჰესზე და ისიც გვითხრა, რომ წინ 90 კილომეტრი გვქონდა გასავლელი მესტიამდე. აქედან 80 თოვლშიო. გზა იყო ახალ გაკეთებული ბეტონის, არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა თვალუწვდენელ წყალსაცავზე. მართლაც, 10-15 კილომეტრის გავლის შემდეგ დაიწყო თოვლიანი გზა, უკვე კარგად გათენდა. ალბათ გზის ნახევარი გვექნებოდა გავლილი, როცა შეგვხვდა პირველი დაბრკოლება - ეს იყო მერსედეს მლ-ის ტიპის ტაქსი. ოდნავი ზვავი იყო გზაზე ჩამოსული და იმ ტაქსის მძღოლმა მოახერხა და მუცლით დაჯდა. გვერდის ასაქცევი არ იყო, ნუ რომც ყოფილიყო „სუბარუ ქლაბ ჯორჯიას“ არ ჩვევია გასაჭირში ხალხის მიტოვება, ამიტომ დაიწყო მლ-ის ამოთხრის ოპერაცია. რაკერამ ჩაიცვა კომბინიზონო და შეძვრა მანქანის ქვეშ. ტაქსის მგზავრებს 112ში ქონდათ დარეკილი და ელოდებოდნენ დახმარებას, თუმცა ამაოდ. დაახლოებით 2 საათიანი ოპერაციის შემდეგ ტაქსი გადავიდა სამშვიდობოდ. ახლა ჩვენი ჯერი იყო. ჯერ რაკერა წავიდა ზვავზე, ცოტა დახმარების შემდეგ გადავიდა. SP100BAმ კი საოცრება მოახდინა, ციყვივით გადააძვრა. მესტიამდე აღარ გავჩერებულვართ, შუადღისას 1-2 საათზე შევედით და დავიწყეთ ipod-ას მამიდის ძებნა. ამ ძალიან კარგმა ადამიანმა, ასევე ძალიან კარგ ჯაფარიძეების ოჯახში დაგვაბინავა. საოცრად სტუმართმოყვარე და ძალიან კეთილი ხალხი აღმოჩნდა ჩვენი მასპინძლები, დაგვინთეს ბუხარი, გაგვიშალეს სუფრა. ოთახები ძალიან ცივი იყო თავიდან, ეტყობა დიდი ხნის განმავლობაში გამათბობელი არ იყო ანთებული, რომ გავლღვით, ჩავთბით და ვისადილეთ, ყველას ძილი მოგვერია, ღამე ნათევები ვიყავით და მაგ დღეს აღარსად წავსულვართ. ოთახში ჯოკერის თამაშით და ბუხართან მიფიცხებით შემოვიფარგლეთ. გაგრძელება იქნება თოვლი არ მოვიდა ჩვენთან და ჩვენთითონ ვეწვიეთ სვანეთის მთებში ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,551 რეგისტრ.: 18-May 09 მომხმარებელი № 99 ![]() |
დავწერ პატარა რეპორტაჟს რა და როგორ იყო.
1 იანვარი 31 დეკემბერს ახალ წელს შევხვდით ჩვენ-ჩვენ სახლებში და სულ რაღაც 2 საათში, ანუ ღამის 2 საათზე დავიძარით ერთმანეთის შესახვედრად. 3:00 ზე ვიყავით სმარტთან აღმაშენებლის ხეივანში. ერთი მანქანა: რაკერას ფორესტერი WRC888 (შემდგომში IR888EM), რომელშიაც განვთავსდით მე, რაკერა და ლьიოვა. მეორე მანქანას: ხაჩის იმპრეზა SP100BA, შემადგენლობა: ხაჩი, კასტერა და ვახო (კასტერას ძმაკაცი). 03:30 ზე გავედით თბილისიდან. მგზავორობა ძალიან უინტერესო იყო, თბილისიდან ზესტაფონამდე საერთოდ მანქანა არ შეგვხვედრია გზაზე. (ახალი წელია, ჩვენს მეტი ვინ გაატარებდა მანქანაში). შემდეგ დეგუსტაცია გავუკეთეთ ქუთისის ახალ შემოვლით გზას, რომელიც საკმაოდ მოგვეწონა. არა და არ თენდებოდა, ჯერ იმედი გვქონდა რომ ქუთისთან დაგვათენდებოდა, მერე სამტერედიასთან, მერე ზუგდიდთან. სულ ტყუილად, ჯვართან დაიწყო ოდნავ განათება. ძალიან გვინდოდა (მე ყოველ შემთხვევაში) ენგურის კაშხლის ნახვა, ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად განათებული, მაგრამ მაინც დავათვალიერეთ. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა რაღაცეები მოგვიყვა ენგურჰესზე და ისიც გვითხრა, რომ წინ 90 კილომეტრი გვქონდა გასავლელი მესტიამდე. აქედან 80 თოვლშიო. გზა იყო ახალ გაკეთებული ბეტონის, არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა თვალუწვდენელ წყალსაცავზე. მართლაც, 10-15 კილომეტრის გავლის შემდეგ დაიწყო თოვლიანი გზა, უკვე კარგად გათენდა. ალბათ გზის ნახევარი გვექნებოდა გავლილი, როცა შეგვხვდა პირველი დაბრკოლება - ეს იყო მერსედეს მლ-ის ტიპის ტაქსი. ოდნავი ზვავი იყო გზაზე ჩამოსული და იმ ტაქსის მძღოლმა მოახერხა და მუცლით დაჯდა. გვერდის ასაქცევი არ იყო, ნუ რომც ყოფილიყო „სუბარუ ქლაბ ჯორჯიას“ არ ჩვევია გასაჭირში ხალხის მიტოვება, ამიტომ დაიწყო მლ-ის ამოთხრის ოპერაცია. რაკერამ ჩაიცვა კომბინიზონო და შეძვრა მანქანის ქვეშ. ტაქსის მგზავრებს 112ში ქონდათ დარეკილი და ელოდებოდნენ დახმარებას, თუმცა ამაოდ. დაახლოებით 2 საათიანი ოპერაციის შემდეგ ტაქსი გადავიდა სამშვიდობოდ. ახლა ჩვენი ჯერი იყო. ჯერ რაკერა წავიდა ზვავზე, ცოტა დახმარების შემდეგ გადავიდა. SP100BAმ კი საოცრება მოახდინა, ციყვივით გადააძვრა. მესტიამდე აღარ გავჩერებულვართ, შუადღისას 1-2 საათზე შევედით და დავიწყეთ ipod-ას მამიდის ძებნა. ამ ძალიან კარგმა ადამიანმა, ასევე ძალიან კარგ ჯაფარიძეების ოჯახში დაგვაბინავა. საოცრად სტუმართმოყვარე და ძალიან კეთილი ხალხი აღმოჩნდა ჩვენი მასპინძლები, დაგვინთეს ბუხარი, გაგვიშალეს სუფრა. ოთახები ძალიან ცივი იყო თავიდან, ეტყობა დიდი ხნის განმავლობაში გამათბობელი არ იყო ანთებული, რომ გავლღვით, ჩავთბით და ვისადილეთ, ყველას ძილი მოგვერია, ღამე ნათევები ვიყავით და მაგ დღეს აღარსად წავსულვართ. ოთახში ჯოკერის თამაშით და ბუხართან მიფიცხებით შემოვიფარგლეთ. 2 იანვარი დილას ისევ გაგვიშალეს სუფრა ჩვენმა მასპინძლებმა, ვისაუზმეთ და დავიძრით ჰაწვალისკენ. ჰაწვალი არის ადგილი სადაც არის სათხილამურო ტრასა, მესტიიდან 8 კილომეტრში. ეს 8 კილომეტრი როგორია ვიდეოში ჩანს და ბევრს აღარ ვილაპარაკებ. რაკერა მესტიაში რომ ჩააყანებდა ზანოსში, ჰაწვალამდე არ გამოყავდა ![]() მე დისპეჩერის ფუნქცია შევითავსე, რადგან სრიალი არ ვიცი და სასწავლად არც ისე ადვილი ტრასა იყო. თხილამურების ქირაობის რიგი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და ასე 12 საათისთვის პირველი დაშვებაც განახორციელა ხაჩიმ. ტრასა იყო 3 კილომეტრიანი, საბაგირო 1400 მეტრი. სრიალის შთაბეჭდილებები თვითონ დაწეროს ვინც სრიალებდა. საღამოს 5:30ზე საბაგირო გამოირთო და სათხილამურო დღეც მორჩა. დავბრუნდით სახლში, ძალიან მოშიებულები, სადაც მასპინძელმა უგემრიელესი კუბდარი გამოგვიცხო. ლьიოვამ რა თქმა უნდა არ შეჭამა, ვერ ვაცდუნეთ. ცოტა მივუჭახუნეთ ჭიქები, ბედობა ავღნიშნეთ და ისევ თბილ ოთახში ჯოკერი გავაჩაღეთ. 3 იანვარი დილა იგივენაირად დაიწყო, ისეც ვისაუზმეთ და წავედით ჰაწვალში. გზაზე გადაცურებული ტოიოტას მინივენის ამოთრევის ოპერაცია ჩავატარეთ, ისეც WRC მოაწყვეს ბიჭებმა და ჰაწვალში ისევ წავიდა სრიალი. სადისპეჩეროს შემადგენლობაში მატება იყო, ვახომ წინა დღით ტრამვა მიიღო და მარტო აღარ ვიჯექი საბაგიროს ბოლოში რესტორანში. მე და ვახომ მაგიდა დავიკავეთ, დღის 2 საათზე ბიჭებმა ტაიმ აუტი აიღეს და კუბდარ-ჭაჭა-გლინტვეინ ფართი გაიმართა 2400 მეტრ სიმაღლეზე (საბაგიროს ბოლოში). შემდეგ ბიჭებმა გააგრძელეს სრიალი, მე და ვახომ სმა ![]() საბაგირო იკეტებოდა, თითქმის ბოლო გონდოლას ჩამოვყევით. სახლში მოსულებს კვლავ კუბდარი დაგვხვდა გამომცხვარი და უგემრიელესი სვანური კარტოფილი შემწვარი. ლьიოვამ კვლავ პირი არ დააკარა კუბდარს. შემდეგ დენი გაითიშა და კვლავ სავე-ერ-ცე-ოდ წავედით. ღამით, როცა ჰაწვალში საბაგირო გამორთულია და შესაბამისად არავინ სრიალებს, მესტიიდან ჰაწვალამდე არანაირი მანქანა არ მოძრაობას, ეს ფაქტი არ გამოპარვიათ ჩვენ მძღოლებს გაგრძელება იქნება |
|
|
![]() ![]() |