IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ხარება, დღეს ხარებაა
jab180
გამოხმაურება Apr 7 2015, 08:23
გამოხმაურება #1


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 370
რეგისტრ.: 21-June 14
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 4,369




ყველას ვულოცავ ხარების დღესასწაულს. ყველას გულში შესულიყოს უფალი და მიეტანოს სიხარული და ღვთის სიყვარული.
გაიხარეთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
jab180
გამოხმაურება Apr 7 2015, 09:58
გამოხმაურება #2


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 370
რეგისტრ.: 21-June 14
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 4,369




პატარა ქალაქ ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.“ მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ მაშინ მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.“ მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge