![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,551 რეგისტრ.: 18-May 09 მომხმარებელი № 99 ![]() |
შაბათს, 30 მაისს საზეიმოდ იხსნება 2015 წლის გასვლების სეზონი სუბარუ ქლაბში.
იგეგმება ძირითადად ორი ობიექტის მონახულება, ესენია მარტვილის კანიონი და ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი. მცირედი ინფორმაცია მოსანახულებელი ობიექტების შესახებ. ოკაცეს კანიონი კანიონი მდებარეობს ხონის რაიონში, მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება, მაშინ როდესაც სიღრმე 50 მეტრია. კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. ბოგას ქვემოთ, კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს, რადგან ძველი ხეობის ფსკერი ზოგან უკუღმაა დახრილი. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი და ამ ნაპრალის კიდეებს გადაადგილდება. ის ქვემო დინებას გარდიგარდმო ჰკვეთს. ხეობის ქვედა ნაწილი რამდენიმე ათეული მეტრით აწეულია შუა მონაკვეთთან შედარებით. ![]() ![]() მარტვილის კანიონი (იგივე გაჭედილის კანიონი) სოფელ გაჭედილის კანიონი მდებარეობს მარტვილის რაიონში, მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს გაკეთდა. აგვისტოში ილიას უნივერსიტეტმა საველე დაზვერვითი ექსპედიცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პალეონტოლოგებმა ვიაჩესლავ ჩხიკვაძემ და ვასილ გაბუნიამ. ამ ექსპედიციების შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ გაჭედილში, მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორი ნატერფალი აღმოჩნდა[2]. სოფელ გაჭედილის კანიონი 2010 წლის 4 ოქტომბერს ნაკრძალად გამოცხადდა[3]. 2011 წელს ილიას უნივერსიტეტმა ხელმეორედ მოაწყო რამდენიმე საკვლევი ექსპედიცია გაჭედილის კანიონში. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. ექპედიიციის ერთ-ერთი მონაწილის, ვასილ გაბუნიას თქმით, კანიონში აღმოჩენილი ნაკვალევი დინოზავრის ნაფეხურების მსგავსია, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ძნელია, მანამ, სანამ არ მოხდება კვლევა და შესწავლა აღმოჩენილი მასალებისა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() განრიგი: -შაბათს დილას გამთენიისას გასვლა, ძალიან ადრე, საათი დაზუსტდება. -შაბათს ოკაცეს კანიონზე ასვლა, უკან წამოსვლა და გასაჩერებე ადგილების მოძებნა, სავარაუდოდ მარტვილთან ახლოს. -შაბათს ღამე. ჯოს ჯოს ჯოს -კვირას დილიდან მარტვილის ხეაობის, კანიონის მონახულება და კატაობა ნავებით. -კვირას ღამე თბილისში დაბრუნება. სახლებში დაიბარეთ რომ შეგაგვიანდებათ |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,690 რეგისტრ.: 10-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 16 ![]() |
ისე ამინდი ზუსტად 4 იდან გამოდის , მანამდე სულ წვიმს
https://www.meteoblue.com/en/weather/foreca..._georgia_613065 მგონი შუა რიცხვებისთვის განვიხილოთ ეს თემა აჯობებს, ამინდიც დალაგდება მანამდე |
|
|
![]() ![]() |