IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> Subaru Global Platform, Subaru მის ახალ გლობალურ პლატფორმას გვაცნობს
VADA
გამოხმაურება Mar 16 2016, 21:14
გამოხმაურება #1


პოხუი STI
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,334
რეგისტრ.: 13-January 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 724




Subaru-მ თავისი უახლესი, „გლობალური პლატფორმის“ მოკლე აღწერა გამოაქვეყნა. ეს პლატფორმა მოდულურია და მას იაპონური კომპანია თავისი ახალი თაობის მოდელებისთვის გამოიყენებს. მათ შორის პირველი ახალი Impreza გახდება, რომლის პრემიერაც მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება.

ახალი პლატფორმა, Subaru-ს საშუალოვადიანი გეგმის ნაწილია და კომპანიის განვითარების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ისეთივეს, როგორებიცაა ბოქსერის ტიპის ძრავების ახალი ოჯახი და სიმეტრიული სრულ ამძრავიანი სატრანსმისიო სისტემა. პლატფორმა დინამიურ, უსაფრთხო და კომფორტულ მართვას, ასევე შემცირებუ ხმაურსა და ვიბრაციის დაბალ დონეს უზრუნველყოფს.



გარდა ამისა, მისი მოდულური სტრუქტურა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ კომპანიამ ეს პლატფორმა ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მოდელებისთვისაც გამოიყენოს. როგორც Fuji Heavy Industries-ის (Subaru მის ჯგუფში შედის) პრეზიდენტი იასუიუკი იოშინიგა ამბობს, მისი კომპანია მალე ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს.



ახალი პლატფორმის წყალობით, მასზე დაფუძნებული მოდელების სტრუქტურული სიმტკიცე, ახლანდელი მოდელების შესაბამის მაჩვენებლებზე, 70-100 პროცენტით მეტი იქნება. გარდა ამისა, საშუალოდ 5 მილიმეტრით დაბლა დაიწევს სიმძიმის ცენტრი. გაზრდლი სიმტკიცის წყალობით, დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდება მოსახვევების გავლისას, ავტომობილის დახრა. ძარაში ინტეგრირებული იქნება უკანა განივი მდგრადობის სტაბილზატორი. ახალი პლატფორმის წყალობით, შეჯახებისას ავტომობილების ენერგოშთანმთქმელი უნარი დაახლოებით 40 პროცენტით გაიზრდება.



კუპე BRZ-ის გარდა, Subaru-ს პრაქტიკულად ყველა მოდელი ამ ახალ პლატფორმაზე აეწყობა. მისი აგებულება იმის საშუალებას იძლევა, რომ მასზე განსხვავებული კლასის და გაბარიტების ავტომობილები აიგოს. იგივე ითქმის შიდაწვის ძრავებზე, ჰიბრიდულ სისტემებსა და ელექტრულ ძალურ დანდგარებზე, რომლებითც ეს ავტომობილები აღიჭურვება.




P.S. ნეტავ რას აპირებს სუბარუ ? ბაზის უნიფიცირებას ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
levanisan
გამოხმაურება Mar 16 2016, 21:42
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,843
რეგისტრ.: 13-September 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,404




ციტატა(OZY @ 16th March 2016 - 22:22) [snapback]689425[/snapback]
სუბარუს ძრავი

ძრავიც არაა სუბარუსი D4 სისტემაა ტოიოტასი პირდაპირი შეფრქვევით და მათი მახინაციებით, პროსტა ბოქსერია და იგივენაირად შეიძლება ითქვას პორშეს ძრავიაო wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
VADA   Subaru Global Platform   Mar 16 2016, 21:14
OZY   კაია სუბარუ ზოგადა...   Mar 16 2016, 21:22
levanisan  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge