![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() პოხუი STI ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,334 რეგისტრ.: 13-January 10 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 724 ![]() |
მიუხედავად იმისა, რომ 1 თვით ადრე დავგეგმეთ და 3 კვირით ადრე გავხსენი თემა, ექსკურსიაზე 4 ადამიანი წავედით.
მე, ვეშაპო და 2 ჩემი ბიჭი წავიყვანე. მასპინძელი კი ხერთვისთან შემოგვიერთდა. 11 ივნისს, დილის 7 სთ-ზე ზურასთან ვიყავი. მცირე ურთიერთ მისალმებისა და გაცნობის მერე ბარგი ბაგაჟნიკში გავანაწილეთ, მოვთავსდით მანქანაში და ლუკოილის ბენზინ გასამართ სადგურს ვესტუმრეთ. ოპერატორმა წიხლით ჩატენა ბაკში 51 ლიტრი ბენზინი, ძლივს დავკეტე ბაკის სახურავი და გავუდექით გზას ![]() წინა დღეს ხის ნახშირის ყიდვა გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, ერთ-ორ ადგილას შევირბინეთ, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი იყო. იხტიბარი არ გავიტეხეთ და გეზი ავიღეთ კოდისკენ. კოდაში გზა შეგვეშალა და ძველ გზაზე გადავუხვიეთ. მერე კი მივტრიალდით და ახალი გზით გავწიეთ წალკისკენ. გზადაგზა ვტკბებოდით გარემოს სიმწვანით და თან ამინდზე ვფიქრობდით: ნეტავ ისეთივე მზიანი იქნებოდა მთელი დღის განმავლობაში, როგორც დილით ?! შავნაბადის მამათა მონასტერს შორიდან მივესალმეთ. გზადაგზა კი ვარჩევდით ისეთ თემებს, როგორიც არის სუბარუ, ტურბინა, სი-დრაივი, კრუიზი, იმპრეზა თუ 63 AMG და ა.შ. ![]() P.S. თქვენის ნებართვით ნელნელა გავაგრძელებ და სურათEბსაც თანდათანობით დავყრი ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() პოხუი STI ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,334 რეგისტრ.: 13-January 10 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 724 ![]() |
შევუყევით მტკვარს და მივადექით კლდეში ნაკვეთ ქალაქს. ქალაქს საოცრებას.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ბევრი ვიძრომიალეთ თუ ცოტა, ბოლოს დაღლილებმა ძლივს დავაღწიეთ თAვი ვარძიის ლაბირინთEბს. ვარძიიდან წამოსულებს გაგვიწვიმდა. ამიტომ ხერთვისის დათვალიერება გადავიფიქრეთ და გავწიეთ საროსკენ. საროში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დაგხვდა უზარმაზარი ქვებისგან ნაშენი ძველესი ციხის ნანგვრევები. რომელსაც თავისი სიდიადე დღემდე ჰქონდა შემორჩენილი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ერთერთ ლოდს ზურა დაეჭიდა კიდეც, მაგრამ ძვრა ვერ უყო ![]() ![]() ![]() ![]() მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც დაახლოებით 6-7 საუკუნეში არისო აშენებული. კომუნისტების ბატონობის პერიოდში ეკლესია გაძარცვეს და ხატები, კანდელები, შანდლები, მოკლედ ყველაფერი, იქვე ხევში გადაყარეს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ დასახლებაში, ყველაზე გავრცელებული გვარი ასპანიძეა. ეს კოშკის ფორმის საფლავის ქვა კი პირველი ასპანიძის სამარადჟამოს ფარავდა. ![]() ერთერთ ქვასთან ზურა წამიერად ჩაფიქრდა ალბათ ამა სოფლის ამაოებაზე, მაგრამ მხოლოდ წამიერად. შემდეგ კი ჩვეული ღიმილი შეაგება მისკენ მომზირალ ტელეფონის კამერის ლინზას. ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |