![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() პოხუი STI ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,334 რეგისტრ.: 13-January 10 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 724 ![]() |
მიუხედავად იმისა, რომ 1 თვით ადრე დავგეგმეთ და 3 კვირით ადრე გავხსენი თემა, ექსკურსიაზე 4 ადამიანი წავედით.
მე, ვეშაპო და 2 ჩემი ბიჭი წავიყვანე. მასპინძელი კი ხერთვისთან შემოგვიერთდა. 11 ივნისს, დილის 7 სთ-ზე ზურასთან ვიყავი. მცირე ურთიერთ მისალმებისა და გაცნობის მერე ბარგი ბაგაჟნიკში გავანაწილეთ, მოვთავსდით მანქანაში და ლუკოილის ბენზინ გასამართ სადგურს ვესტუმრეთ. ოპერატორმა წიხლით ჩატენა ბაკში 51 ლიტრი ბენზინი, ძლივს დავკეტე ბაკის სახურავი და გავუდექით გზას ![]() წინა დღეს ხის ნახშირის ყიდვა გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, ერთ-ორ ადგილას შევირბინეთ, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი იყო. იხტიბარი არ გავიტეხეთ და გეზი ავიღეთ კოდისკენ. კოდაში გზა შეგვეშალა და ძველ გზაზე გადავუხვიეთ. მერე კი მივტრიალდით და ახალი გზით გავწიეთ წალკისკენ. გზადაგზა ვტკბებოდით გარემოს სიმწვანით და თან ამინდზე ვფიქრობდით: ნეტავ ისეთივე მზიანი იქნებოდა მთელი დღის განმავლობაში, როგორც დილით ?! შავნაბადის მამათა მონასტერს შორიდან მივესალმეთ. გზადაგზა კი ვარჩევდით ისეთ თემებს, როგორიც არის სუბარუ, ტურბინა, სი-დრაივი, კრუიზი, იმპრეზა თუ 63 AMG და ა.შ. ![]() P.S. თქვენის ნებართვით ნელნელა გავაგრძელებ და სურათEბსაც თანდათანობით დავყრი ![]() |
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() პოხუი STI ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,334 რეგისტრ.: 13-January 10 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 724 ![]() |
მწვანე მონასტრიდან წამოსულებმა, გზად ცოტა ხანი შევისვენეთ. მუხლები გავმართეთ. დედაქალაქს დარჩენილები მოვიკითხეთ და იმ დღევანდელ ბოლო ნავსაყუდელამდეც მივაღწიეთ.
![]() ![]() ![]() სურათის გადასაღებად არავის გვეცალა. ძალიან გვშიოდა და დაღლილ-დაქანცულები მივუჯექით ღარიბულ სუფრას. უცვლელად გვითამადა ვეშაპომ. მთელი დღის მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გავუზიარეთ. სუბარუს კლუბი დავლოცეთ და დავილოცეთ. აქეთურიც ვთქვით და იქეთურიც, მაგრამ ძირითადი თემა მაინც სუბარუ და იმ დღევანდელი ნანახი ადგილები იყო. ![]() ბოლოს, როცა ემოციებისგან სრულად დავიცალეთ. თამადამაც დაგვლოცა და გავეშურეთ საძილეთისკენ კმაყოფილები. ასე მორჩა პირველი დღე ჩვენი მცირე მოგზაურობისა. როგორც იტყვიან, გაგრძელება იქნება ... |
|
|
![]() ![]() |